კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აჩუქა ლაკო ბუკიას მანქანა და სახელოსნო და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი მეუღლე

 

დაბადების ადგილი, თვე და რიცხვი: 4 ოქტომბერი, 1987 წელი, თბილისი. დედაჩემი ქორწილში იყო, როდესაც მუცელი ასტკივდა, მშობიარობა დაეწყო და მთელი ქორწილი მას გულშემატკივრობდა.

განათლება, პროფესია: ჯერ ვსწავლობდი კერძო სკოლა „ჯეჯილში“, შემდეგ დავამთავრე 58-ე სკოლა, შუალედში 53-ეში ვსწავლობდი. სამხატვრო აკადემია დავამთავრე – დიზაინის ფაკულტეტი, შემდეგ კი ლონდონში დავამთავრე ტანსაცმლის დიზაინი, ასე რომ, ყველნაირად დიზაინერი ვარ.

მშობლები: დედა – მანანა კვირიკაშვილი, პროფესიით არის კარდიოლოგი და ახლაც მუშაობს; მამა – გოდერძი ბუკია, პროფესიით არქიტექტორია და ამჟამად დეპუტატია პარლამენტში. ასევე, არის ხობის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი. როგორც ვიცი, მშობლებმა ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს. მამას თავიდანვე ძალიან მოეწონა დედაჩემი და მალე დაქორწინდნენ. მეც ვისურვებდი ასეთი ოჯახი მქონდეს: მოსიყვარულე, თბილი. მამაჩემი დედაჩემს დიდ პატივს სცემს, არასდროს არაფერი გაუკრიტიკებია არც მასთან და არც ჩვენთან ურთიერთობაში. 

დედმამიშვილი: ნათია ბუკია – პროფესიით ბიზნესმენია, ლონდონში დაამთავრა ვესტმისტერის უნივერსიტეტი და შემდეგ NBA – ლონდონის ბიზნესსკოლა, რომელიც ლონდონში ბიზნესის განხრით ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია. ძალიან ჭკვიანი და მყავს. ყველა უნივერსიტეტში პირველი დიპლომის მფლობელია. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა წელიწადი და რვა თვეა, მაგრამ, სულ ცდილობს, ჭკუა დამარიგოს, მასწავლოს. ახლა აპირებს, თბილისში გააკეთოს თავისი ბიზნესი. ბავშვობაში უნდოდა, ღორების ფერმა გაეკეთებინა, ახლა ეს აღარ უნდა. მგონი, მას და მის მეუღლეს, გიორგი ორთოიძეს, სასტუმროების ქსელთან დაკავშირებით აქვთ იდეები.

მეუღლე: ჯერ არ მყავს, თუმცა, არასდროს  მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანიც შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დამოუკიდებელი ვარ. კარგა ხანია, დიდხნიანი ურთიერთობა არავისთან მქონია და ასეთი რამ ვეღარც კი წარმომიდგენია. თუმცა, ვფიქრობ, რომ, უნდა იყოს ჩემზე უფროსი, ჩამოყალიბებული ადამიანი. თავისი საქმე, მიზნები უნდა ჰქონდეს და არ იყოს ეჭვიანი. მე კი ვეცდები, კარგი და ყურადღებიანი მეუღლე ვიყო. 

მეგობრები: ორი სამეგობრო წრე მყავს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. ერთია ბავშვობის მეგობრები და მეორე წრე – ისინი, რომლებიც ლონდონში შევიძინე.

ნათლიები: სამი ნათლია მყავს, რომელთაგან ორი არ იმჩნევს, რომ მათი ნათლული ვარ. თუმცა, ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, ჩემთვის ყურადღება მოექციათ. მე ოთხი ნათლული მყავს და მაინც ვცდილობ, რაღაც ფორმით მივაქციო მათ ყურადღება. ჩემი მესამე ნათლია არის ბიზნესმენი – ჭუტა წერეთელი, რომელიც მამას მეგობარია და ოჯახებით გვაქვს ურთიერთობა.

წინაპრები: დედას მამა ადრე გარდაეცვალა და ჩემი ოცნება იყო, ეს ადამიანი გამეცნო. დედის დედა პირველ საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის განმავლობაში. უბანში თითქმის ყველა მისი გაზრდილია და ქუჩაში დიდი სიყვარულით ხვდებიან. მამაჩემის დედა ბიოლოგი იყო, მასწავლებელი.

პირველი ხელფასი: ლონდონში ჩატარდა საახალწლო მარკეტი. იქ გავყიდე ჩემი პატარა ჩანახატები, ანუ მისალოცი ბარათები და აქედან მივიღე პირველი შემოსავალი – დაახლოებით 100 ფუნტამდე იყო. ძალიან მესიამოვნა. ფულს დიდხანს ვინახავდი, მერე დამჭირდა და დავხარჯე.

პირველი სიყვარული: სკოლაში ძალიან ბევრს მოვწონდი, თუმცა, ერთადერთი ბიჭი იყო, რომელსაც არ მოვწონდი და იმაზე მქონდა გაგიჟება. ჩემს ბავშვობის მეგობარსაც ის მოსწონდა, მაგრამ, ეს არ გვაღელვებდა. შემდეგ ის ბიჭი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და აღარც მინახავს.

ქონება: ჯერ იმდენი ფული არ მიშოვია, რომ ავტომობილი ან სახლი ვიყიდო. რასაც ვშოულობ, ამას უკან, ჩემს ბიზნესში ვაბრუნებ. ახლა ვიყიდე და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ბრილიანტებით გაწყობილი პატარა გულსაკიდი „სასწორი“. ჩემი ზოდიაქოა და სულ მიკეთია. ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა – „ინფინიტის, ჯიპი“, რომელიც მშობლებმა ექვსი წლის წინ მაჩუქეს, როდესაც ლონდონში პირველად წამოვედი. მინდა მანქანის გამოცვლა, მაგრამ, ისე მიყვარს, სულ ვამბობ: თუ ახალს ვიყიდი, ამას ოჯახში დავტოვებ-მეთქი. ცოტა ხნის წინ ჩემებმა სახელოსნო მაჩუქეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, სულ სხვასთან ვკერავდი. თუ გამოჩნდება იმის საშუალება, რომ მანქანაც გამომიცვალონ, კარგი იქნება, მაგრამ, ახლა არის რაღაცეები, რაც უფრო მეტად მჭირდება.

ანეკდოტი: პატარა გურული პოლიციელს ეკითხება: – ბიძია, აქანე ახლა მსუქან, ღიპიან, მოდებილო კაცს ხომ არ გუუვლია? – კი, გეიარა! – ბაღანა ახლდა? – არა! – ხოდა, იგი ბაღანე მე ვარ და დევიკარგეე!!!

 

 

скачать dle 11.3