კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციფრების მაგია

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წყალში ლიტრში 90 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ის ლოს-ანჯელესში იყიდება და ჩამოსხმულია სვაროვსკის თვლებით მორთულ ბოთლში. მისი მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ წყალს იდეალური გემო და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების სრული კომპლექტი აქვს.

არ დაიჯერებთ, მაგრამ, 2,4 ტონა წყალია საჭირო ერთი ჰამბურგერის დასამზადებლად. ჩვენ უფრო „ვჭამთ” წყალს, ვიდრე ვსვამთ. წყლის ხარშვის მაჩვენებლით ლიდერობენ ამერიკელები და ინგლისელები. ისინი დღეში 5 000 ლიტრს მოიხმარენ საკვებში, 100-250 ლიტრს – დასალევად და ჰიგიენისთვის.

საშუალო აისბერგის ზომაა 250 კვადრატული კილომეტრი ყინული. ერთი ასეთი აისბერგი იმდენ წყალს შეიცავს, რამდენიც არის კასპიის ზღვასა და მდინარე „ვოლგაში” ერთად.

2015 წელს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 95 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი წყლით. ამას ამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 

ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი კვდება დაბინძურებული სასმელი წყლისგან.

დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 850 000 000 ადამიანი შიმშილობს მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის საკმარისი სარწყავი წყალი. ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 35 ტონა წყალს სვამს.

400 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უწყლო რეგიონებში და ეს მათი უდიდესი პრობლემაა. როცა არ არის სასმელი წყალი – ეს ტრაგედიაა.

თუ ადამიანის ორგანიზმი თავისი სითხის მთლიანი რაოდენობის 2 პროცენტს დაკარგავს, მას წყურვილი შეაწუხებს; 6-8 პროცენტის დაკარგვა ნახევრად უგრძნობ მდგომარეობაში აყენებს; 10 პროცენტი წყლის ნაკლებობა ჰალუცინაციებს იწვევს, რთულდება ყლაპვის პროცესი და მოშლილია მეტყველების აპარატი.

12 პროცენტი წყლის დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში უცილობელ სიკვდილს იწვევს.

 

скачать dle 11.3