კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰქვია კანადურ ქალთა გუნდს „მაჭარი“ და ვინ არის ქართველი მომღერალი, რომელიც ცნობილ ჯაზ-მომღერალთან ერთად, ტორონტოში კონცერტს გამართავს

დიანა ირემაშვილი რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში გადავიდა. თუმცა, ის ამჟამად მეუღლესთან და ორ ვაჟკაცთან ერთად, კანადაში ცხოვრობს და მაყურებელს არაჩვეულებრივი, ტკბილი ხმით შესრულებული სიმღერების მოსმენით ანებივრებს. ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როცა ინტერნეტში დიანას ნამღერ რომელიმე სიმღერას მოუსმენთ. მათ უმეტესობას ის ხშირად საკუთარ დასთან, ახლა კი უკვე უცხოელ მეუღლესა და შვილთან ერთად, ასრულებს.

 

დიანა ირემაშვილი: თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ტელევიზიაში ვმუშაობდი შტატგარეშე კორესპონდენტად, რადიოშიც. ბავშვობაში ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში მუშაობდა ძალიან კარგი მუსიკათმცოდნე. მან მომისმინა და შემდეგ ტელევიზიაში გამართულ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვია. თუმცა, უფრო ადრე, 9 წლის ვიყავი, როდესაც მე და ჩემმა დამ „მოამბეში“ ვიმღერეთ, ახალი სიმღერის პრემიერა იყო.

– მაშინაც უკრავდით გიტარაზე?

– გიტარაზე ბავშვობიდან ვუკრავ, 10-11 წლიდან. დედა, ჩემი და და მე სულ ვმღეროდით. როდესაც სახლში სტუმრები მოდიოდნენ, პატარა კონცერტებივით იმართებოდა. ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა და ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ერთმა ადამიანმა. ეს იყო ძალიან ცნობილი გიტარისტი, სერგო ნაცვალაძე, რომელიც მედეა ძიძიგურს უკეთებდა აკომპანიმენტს. საოცრად უკრავდა შვიდსიმიან გიტარაზე რომანსებს, ბოშურ სიმღერებს. რომ უკრავდა, ისე შევცქეროდი, ისე მაინტერესებდა, გარეთ ბავშვები რომ მეძახდნენ, არ გავდიოდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, შვიდსიმიან გიტარაზე მასწავლა ბოშური სიმღერებისა და რომანსების დაკვრა, მანამდე ჩემით მქონდა ნასწავლი. დედა ტელევიზიაში რეჟისორად მუშაობდა, გადაცემასაც აკეთებდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა, წერდა, იღებდა იმ ხალხს, ვინც ხალხური შემოქმედებით, მხატვრობითა და საინტერესო საქმიანობით იყო დაკავებული. ჩვენს სახლში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა: ლია კაპანაძე, მერაბ გეგეჭკორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი – ია პატაშური, პროფესორი – ჯანგირ მამალაძე, მოცეკვავე – თენგიზ გაჩეჩილაძე, მხატვარი – გული მაჩაიძე. კარგად მახსოვს, ლევან უჩანეიშვილი ერთმა მსახიობმა მოიყვანა. ისეთი სიმპათიური იყო, მე და ჩემი და გაოგნებულები ვუყურებდით.

– როდის წახვედით ამერიკაში?

– 1998 წელს წამოვედით, მაშინ, როდესაც საქართველოში საშინელი მდგომარეობა იყო. დედა ხატავს და გაგვიმართლა, ის ერთმა ნაცნობმა ქალმა ნიუ-იორკში მიიწვია. როგორც ყველა ქართველი დედა, თავიდან ისიც ოჯახში მუშაობდა, მაგრამ პარალელურად, ხატავდა და ძალიან ბევრი გამოფენა ჰქონდა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში. ჩვენც გამოგვიგზავნა ვიზები, გაგვიმართლა და ნიუ-იორკში ჩავედით მე და ჩემი და.

– და შენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო.

– საქართველო, თბილისი ძალიან მიყვარს, მაგრამ ნიუ-იორკი ჩემი მეორე სამშობლოა. ერთ წელიწადში ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი და ამან კიდევ უფრო შეცვალა ჩემი ცხოვრება. რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანი შემხვდა. ის უზბეკია, მაგრამ 18-19 წლის იყო, როდესაც ამერიკაში გადავიდა სასწავლებლად და საცხოვრებლად. ყველაფერს თავისით მიაღწია და მე რომ გავიცანი, უკვე რუსულად ცუდად ლაპარაკობდა, გაამერიკელებული იყო. მე რომ ჩამოვედი ამერიკაში, დაახლოებით წელიწად-ნახევარი ბავშვს ვუვლიდი და შემდეგ საბავშვო ბაღში დავიწყე მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. აქ არის ძალიან ცნობილი რუსული რესტორანი „რუსკი სამოვარ“, რომელიც ცნობილ ბალერონს, ბარიშნიკოვს ეკუთვნოდა. იქ ვმღეროდი რუსულ რომანსებს. ამ რესტორანში დადიოდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, მსახიობები, არისტოკრატები, ბოლშევიკების დროს ჩამოსული ემიგრანტები.

– როდის გადახვედი კანადაში საცხოვრებლად?

– 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აქ ძალიან დაიძაბა სიტუაცია. თან, პატარა ბავშვი გვყავდა და ვფიქრობდი, კიდევ არ მოხდეს რამე-მეთქი. კანადაში სპეციალური პროგრამა იყო, რომლის მიხედვიდაც ემიგრანტებს, მათ, ვინც თავისი საქმის სპეციალისტი იყო, გარკვეული ქულების დაგროვების შემდეგ სამსახურში იღებდნენ. მეუღლეს, რადგან ამერიკაში ჰქონდა განათლება მიღებული და თან, სამსახურის სტაჟიც ჰქონდა, 9 თვეში ინტერვიუს, ყველაფრის გარეშე, მოგვცეს კანადის საბუთები. ჩემი და და დედა ნიუ-იორკში დარჩნენ. ჩემი და ჩემთან ერთად მღერის და პლუს მუშაობს სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში, რომელიც შუაგულ მანჰეტენზეა. ძალიან პრესტიჟული და ცნობილი, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდიაა. იქ ხან მადონა შედის, ხან – ჯენიფერ ლოპესი. ჩემი და მენეჯერად მუშაობს, პარალელურად გაკვეთილებს იღებს და უკვე სამეჯლისო ცეკვების კონკურსშიც მონაწილეობს. რომ დავურეკავ, მეუბნება: უი, გუშინ მადონა იყო მოსული. მერე მეუბნება, ჯენიფერ ლოპესი მოვიდა, ცხოვრებაში უფრო ლამაზიაო. მოკლედ, ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი, მომღერალი დადის ამ სტუდიაში.

– როგორც ვიცი, კანადაში ხშირად მართავ კონცერტებს, მღერი ქართულ სიმღერებს. დაწვრილებით მომიყევი შენი კანადური საქმიანობის შესახებ.

– მეორე შვილი სამი თვის მყავდა, როდესაც პირველი სოლო კონცერტი გავაკეთე ტორონტოში. ვიპოვე პიანისტი. გიტარაზე მე ვუკრავდი. დაახლოებით 28 სიმღერა ვიმღერე. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა და მას შემდეგ ყოველ წელს მაქვს სოლო კონცერტი. გარდა ამისა, ხშირად მიწვევენ სხვადასხვა კონცერტსა და ღონისძიებაზე. ჩემს მისიად მიმაჩნია, კანადელებს ქართული სიმღერები, კულტურა გავაცნო. ტორონტოში 4 ქართული ანსამბლია, რომელთა წევრები კანადელები არიან. არც ერთს არ ჰყავს წინაპარი ქართველი და მღერიან ქართულ-ხალხურ სიმღერებს. მათ კონცერტებზე რომ მივდივარ, გადატენილია დარბაზი კანადელებით. ერთ ანსამბლს „დარბაზი“ ჰქვია და მათ ორ წევრთან მქონდა ინტერვიუ, რომელთაგან ერთი იაპონელია, მეორე – კანადელი. ანსამბლი ჩამოყალიბდა 15-17 წლის წინ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, ის ხშირად დადიოდა ბიბლიოთეკებში, ეძებდა საინტერესო სიმღერებს და უნახავს დისკი – „მუსიკა კავკასიიდან“. ასე მითხრა: როდესაც ქართულ სიმღერას მოვუსმინე, მთელ ტანში დამიარა და მივხვდი, რომ ეს არის მუსიკა, რომელიც ადამიანის გულამდე ჩადის და გადავწყვიტე, ქართული სიმღერები მესწავლაო. ამ გუნდში 12-13 კაცია, ყველაზე უმცროსი 16 წლისაა. ერთ კონცერტზე, ბოლოს, სცენაზე მეც მიმიწვიეს, ერთად ვიმღერეთ. ძალიან კარგი გამოვიდა. 2-3 წლის წინ ამ ანსამბლის წევრი გახდა ბაჩი მახარაშვილი და დღეს უკვე „დარბაზის“ ხელმძვანელიც არის. ქალთა ანსამბლიც არის, „მაჭარი“ ჰქვია. კიდევ ტრიოა – „კავკასია“. 

– ახლახან ტორონტოში კონცერტი გქონდა.

– სცენის დიზაინი ლამაზად მომიწყო უტამ (უტა ბექაია – ავტორი) და მერე ერთად ვიმღერეთ ორი სიმღერა. უტას ძალიან ტკბილი ხმა აქვს და თან, ჩვენი ხმები მოუხდა ერთმანეთს. შარშანაც ვიმღერეთ ერთად. ეს კონცერტი შუაგულ ტორონტოში მქონდა, შენობაში, რომელიც პირდაპირ უყურებს ადგილს, სადაც ტორონტოს ფილმების ფესტივალი ტარდება. მოკლედ, ძალიან კარგი და პრესტიჟული ადგილია. თვითონ შენობა ყოფილი ეკლესიაა, მაგრამ დიდი ხანია, როგორც ეკლესია აღარ ფუნქციონირებს. ხშირად იმართება იქ გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები. მოკლედ კლუბია, სადაც ძირითადად ქალები არიან გაწევრიანებული, ისინი უკეთებენ ორგანიზებას ამ ყველაფერს. 25 ნოემბერს ცნობილი კანადელი ჯაზ-მომღერლის Era Chorna-ის სოლო კონცერტია. მან მეც მიმიწვია და ფაქტობრივად, ერთობლივი კონცერტი გვექნება.

– როგორც ვიცი, შენი მეუღლე უკვე ქართულად მღერის?

– ყველა მეუბნება, შენი სიყვარულით მღერისო. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე აღარაფერ შუაში ვარ, რადგან მას ძალიან უყვარს საქართველო, ქართული მუსიკა. 29 წლის ასაკში პირველად მიუჯდა პიანინოს. სამსახურიდან რომ მოვიდოდა, იჯდა და სწავლობდა კლასიკურ მუსიკას. ახლა უკრავს ბახს, რახმანინოვს, მოცარტს. ბახის ფუგები განსაკუთრებულად უყვარს და სულ ამბობს, რომ ქართული მრავალხმიანობა ხშირად აგონებს ბახის ფუგებს. კანადაში კომპიუტერიდან დისკზე „ქართული ხმების“ სიმღერები ჩაიწერა და გზაში უსმენდა. ერთხელ მოვიდა და მითხრა, 10 სიმღერა ვიცი და ინგლისური ასოებით სიტყვები დამიწერეო. ისე კარგად ისწავლა, რომ პირდაპირ ორ ხმაში ამყვა. ძალიან კარგი სმენა აქვს. ახლა კონცერტზეც ჩემთან ერთად იმღერა. ოჯახური კონცერტი გამოვიდა. მე და ჩემმა უფროსმა შვილმა, სანდრომაც ვიმღერეთ „გაზაფხული შემოსულა, ლენ“. ძალიან კარგი და იდეალურია, როდესაც ისეთ ქვეყანაში დაიბადები, საიდანაც წასვლის სურვილი არ გაგიჩნდება, მაგრამ რახან მოგვიწია უცხოეთში წამოსვლა, მადლობელი ვარ, რომ ისეთ მშვიდობიან ქვეყანაში ჩამოვედით, როგორიც კანადაა. 

 

 

скачать dle 11.3