კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრაზილიის ჯუნგლებში ტურისტებმა შემთხვევით გადაიღეს უცხოპლანეტელის ვიდეო

 

დიდ ბრიტანეთში უფოლოგიის მოყვარულები შეშფოთებულნი არიან ვიდეოჩანაწერით, რომელიც, გამოცემების – „დეილი მეილისა” და The Sun-ის მტკიცებით, იმას მიუთითებს, რომ ჩვენ სამყაროში მარტონი არა ვართ. ვიდეორგოლი თითქოს გადაღებულია ბრიტანელი ტურისტების მიერ ამაზონის ტყეებში. ტურისტებს სურდათ, დაეფიქსირებინათ ადგილობრივი ბავშვები და მათ არც კი იცოდნენ, რომ კადრში მოხვდა უცნაური მანათობელი სფერო და უცხოპლანეტელი ხეებს შორის.

ტურისტების მიერ გადაღებულ ვიდეოს ყურადღება მიაქცია, თავის წრეებში ცნობილმა პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, მაიკლ კოენმა.

მან აღნიშნა, რომ ვიდეო გადაღებულია რეგიონში, რომელიც ხასიათდება „ამო-ს” გაზრდილი აქვიტობით. კოენის აზრით, უცხოპლანეტელებს შეიძლება ამ ტენიანი ტროპიკული ტყეების ბინადართა მრავალფეროვნება აინტერესებდეთ. 

როგორც იტყობინებიან, სახელდობრ იქ, დამატებით,  მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული „ოპერაცია პრატო” („თეფში” – პორტუგალიურად) – ბრაზილიის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ ადგილმდებარეობის საიდუმლო კვლევები უცხოპლანეტელთა გამოვლენის მიზნით. ქვეყნის ხელისუფლება წლობით უარყოფდა, რომ ასეთი ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მათ ეს აღიარეს და სააშკარაოზე გამოიტანეს ამასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი.

ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ სინათლეს ქმნიდა რომელიღაც ფანარი, ხოლო თვით უცხოპლანეტელი იყო გასაბერი, ანუ თოჯინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილმი მაინც ყალბია. ასობით ათასი მაყურებლის აზრი კი, რომლებმაც უკვე ნახეს ვიდეო, ასე გაიყო: მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ უცხოპლანეტელი ნამდვილია.

 

скачать dle 11.3