კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანეთში შეცვალეს ტახტის მემკვიდრეობის წესები

 

დიდ ბრიტანეთში ცვლიან ტახტის მემკვიდრეობის წესებს. მიღებული ცვლილებების თანახმად, ტახტს მიიღებს მონარქის უფროსი შვილი სქესის მიუხედავად. 

აქამდე დიდ ბრიტანეთში მოქმედებდა ტახტის მემკვიდრეობის აქტი, რომელიც 1701 წელს მიიღეს. მის მიხედვით ტახტის მემკვიდრეობის უპირატესობა მამაკაცის ხაზს ენიჭებოდა, ანუ უმცროს ძმებს ჰქონდათ ტახტზე ასვლის პრიორიტეტი უფროს დებთან შედარებით. ცვლილებები რომ ძალაში შევიდეს ისინი უნდა დაამტკიცოს თანამეგობრობის ყველა ქვეყანამ, ვისაც მეტროპოლიასთან კავშირი არ გაუწყვეტია: ავსტრალიას, ანტიგუა და ბარბუდას, ბაჰამის კუნძულებს, ბარბადოსს, ბელიზს, გრენადას, კანადას, ახალ ზელანდიას, პაპუა-ახალ გვინეას, სენტ-ვინსენტს და გრენადინს, სენტ-კიტსსა და ნევისს, სენტ-ლუისს, სოლომონის კუნძულებს, ტუვალუს, იამაიკას.

ამ ქვეყნებში სახელმწიფოს ფორმალური მეთაურია ბრიტანეთის მონარქი. ამიტომ, მაგალითად, ელიზაბეთ მეორე ატარებს დედოფლის ტიტულს ავსტრალიის, ანტიგუა და ბარბუდის და ასე შემდეგ. ეს ქვეყნები მონარქიებად ითვლება, ხოლო მათი მცხოვრებნი – ქვეშევრდომებად. თანამეგობრობის მონარქიების მთავრობებმა  ეს წინადადება ერთხმად მოიწონეს.

თუ ამ ახალი კანონებით მივუდგებით საუკუნის დასაწყისს, დედოფალ ვიქტორიას, „ევროპის ბებიის,” მემკვიდრე იქნებოდა არა ედვარდ მეშვიდე, არამედ გერმანიის იმპერატრიცა – დედა ვიქტორია. მერე მისი ქალიშვილი, ხოლო შემდეგ ტახტზე ავიდოდა მისი ვაჟი, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე (დიდ ბრიტანეთში იგი იქნებოდა ვილჰელმ მეხუთე). ამ შემთხვევაში ახლანდელი დედოფალი იქნებოდა „ყველასთვის უცნობი პრინცესა მარია-ციცილია პრუსიელი,” სამაგიეროდ, შეიძლება არ მომხდარიყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები.

 

скачать dle 11.3