კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა ამოხსნეს მეთვრამეტე საუკუნის გერმანიის საიდუმლო შიფრი

 

მეთვრამეტე საუკუნის გერმანიის საიდუმლო მიმოწერის გასაღები შეიმუშავეს ამერიკისა და შვედეთის სწავლულებმა. მრავალი თვის თავდადებული შრომისა და კომპიუტერული მოდელირების პროცესში გამოიგონეს გაშიფვრის ახალი ტექნიკა, რომელმაც საშუალება მისცა მათ ამოეცნოთ ერთი სიტყვა, ხოლო შემდეგ კი ხელნაწერის მთელი ტექსტი, რომელიც ლინგვისტებისთვის ცნობილია პირობითი სახელწოდებით – Copiale Cipher.

სამუშაოთა ავტორმა კევინ ჰაიტმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ხაზი გაუსვა იმას, რომ წარმატებას მიაღწიეს ძირითადად ადამიანის ტვინისა და მონდომების საშუალებით და არა ელექტრონული მანქანების დახმარებით.

ჰაიტმა და მისმა კოლეგებმა ბეატა მეგიუსიმ და კრისტიან შეფერმა შვედეთის უპსალის უნივერსიტეტიდან, შეძლეს ის, რაც ვერ მოახერხეს სხვა ლინგვისტებმა, რომლებიც წლობით ცდილობდნენ ამ პრობლემის გადაწყვეტას. მანუსკრიპტი, რომელიც აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ბერლინში, ბერლინის კედლის დანგრევამდე რამდენიმე ხნით ადრე, შედგებოდა რამდენიმე ათასი უცნობი სიმბოლოსა და ლათინური ანბანის ასოებისგან. იანვარში შეუდგნენ მუშაობას და სწავლულები თვლიდნენ, რომ შიფრის გასაღები ლათინურ ასოებში უნდა ეძებნათ. მაგრამ, ჩაატარეს 80 სხვადასხვა ენის სავარაუდო კომბინაციების სტატისტიკური შედარება და მიხვდნენ, რომ აზრი გადმოცემულია სახელდობრ ნიშნებით. ამ ეტაპზე გადასინჯეს  არასწორი ვარიანტების დიდი რაოდენობა და ჰაიტმა კოლეგებთან ერთად, შეძლო გამოეთვალა სიმბოლოების ნაკრები, რომელმაც შეადგინა სიტყვა – ceremonie (ცერემონია). ეს ამოხსნა კი გახდა გარღვევა კვლევებში, რომელმაც საშუალება მისცა მკვლევრებს შედარებით ადვილად გაეშიფრათ დარჩენილი ტექსტი. მანუსკრიპტში საიდუმლო საზოგადოების წევრები აღწერენ თავიანთ საიდუმლო რიტუალებს. გამოთქვამენ პოლიტიკურ შეხედულებებს და აღიარებენ ოფთალმოლოგიით გატაცებას.

 

скачать dle 11.3