კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ომანიძე-ომანაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომანი.

ეს სახელი გვხვდება ხევსურეთში, კერძოდ – ბარისახოში.

ომანი უძველესი სახელია და საქართველოს სიძველეების წიგნშია შეტანილი.

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე, ომანაძე.

საერთო ფუძის მიუხედავად, ამ გვარებს საერთო არაფერი აქვთ და დამოუკიდებლად არიან წარმოქმნილნი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს: თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.

447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისშიო – 86, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ოსიყმაშვილი-ოსიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსიყმა.

სახელი რთული შემადგენლობისაა – ოსი+ყმა. აქ ოსი ან ეთნონიმია ან იოსების შემოკლებული ფორმა.

ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე, ოსიაშვილი, ოსაძე.

სოფელ ღოუბნიდან ჩამოსული ოსიყმეს შემდეგ, 1817 წლიდან, კოდაში ჩნდება გვარი ოსიყმაშვილი.

„ქართველების სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლის მთავარ მიზეზად მიჩნეულია, ბატონყმობისგან თავის დაღწევის მიზნით, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონე ყმა-გლეხობის თბილისში გაქცევა. მაგალითად, ვინმე ვარა ოგანეზოვა ამბობს: „მე ვარ ოსიყმაშვილი. ჩემი მამა-პაპა გამოქცეულა, ქალაქში ოსეთის მხრიდან ჩამოსულა. მათ ბატონის შიშით გვარი გამოუცვლიათ. ჩემი პაპის პაპა ოგანეზოვად ჩაწერილა, თუმცა, სომხური არ სცოდნია.”

საქართველოში 255 ოსიყმაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, გარდაბანში – 93, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.

ამბროსაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამბროსი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და „ღმერთის წილხვედრილს“ ნიშნავს.

შერმაზანა ამბროსაშვილი მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში, შედგენილ ამილბარ გოსტაბაშვილის ყმების სიაში.

საქართველოში 47 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.

დალალიშვილი

დალალი ნიშნავს გრძლად დაწნულ თმას, ასევე, შუამავალს ვაჭრობაში, მაჭანკალს და ფეხზე მოვაჭრეს.

გარდა ამისა, გვხვდება მეტსახელი დალალი, რომელიც ფუძედ დაედო გვარებს: დალალიშვილი, დალალასშვილი, დალალაშვილი.

„დალალა – მოწმე დემურა გოგიჩაიშვილის მიერ ამირალა მესხასატურაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1649 წელი).

საქართველოში 416 დალალიშვილი ცხოვრობს: ტყიბულში – 86, ახალციხეში – 80, ქუთაისში – 66. არიან სხვაგანაც.

მიქაუტიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქუტა.

ამავე ძირისაა გვარები: მიქაძე, მიქავა, მიქაია, მიქაისძე, მიქანაძე, მიქიანი.

მიქაუტიძეები სოფელ ასურეთში გადასულან საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვადან, 1943 წელს.

საქართველოში 1 246 მიქაუტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 383, თბილისში – 268, წყალტუბოში – 154. არიან სხვაგანაც.

თეგეთაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეგა, თეგო, თეგათა.

სოფელ წვერში დროებით ვალდებულ გლეხად აღნიშნულნი არიან ელიზბარ, გაბრიელ, გიორგი, საბა და ვანო თეგეთაშვილები.

1817 წელს გვარი თეგეთაშვილი მოიხსენიება ზირბითში.

კოდაში მცხოვრები პაპუნა თეგეთაშვილი 1826 წელს ნათლავს შვილს.

საქართველოში 130 თეგეთაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 33, თეთრი წყაროში – 20. არიან სხვაგანაც.

ძიძიშვილი-ძიძაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძიძა.

1817 წლიდან ძიძიშვილები მოიხსენიებიან მარაბდაში.

„შიუკა ძიძიშვილი მოიხსენიება 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში, რომელიც მუხრანის ბატონის შვილს, ბოვნელ ეპისკოპოს ნიკოლოზს, დოლმაზა შანშიშვილისთვის მიუცია.”

ამავე ძირისაა გვარი ძიძაშვილი.

საქართველოში 485 ძიძიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 161, მცხეთაში – 61, ოზურგეთში – 53. არიან სხვაგანაც.

ჯარიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯარია.

ტაბახმელაში მცხოვრები გიორგი პაპაშვილი 1875 წელს ცოლად ირთავს დიდ ენაგეთში მცხოვრებ სიმონ ჯარიაშვილის ასულს – სოფიოს. თავდებნი ყოფილან ქალის მხრიდან დიდენაგეთელები.

საქართველოში 721 ჯარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 277, გარდაბანში – 160, დუშეთში – 144. არიან სხვაგანაც.

ლომიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა.

ნადირა ლომიტაშვილი მოიხსენიება 1605 წლის ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც რევაზ ნამურაძისთვის მიუციათ.

საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34. არიან სხვაგანაც.

ედილაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედილა.

„მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა... კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს.”

ედილაშვილები დღეს ცხოვრობენ ბორჯომის ხეობასა და შიდა ქართლის სოფელ ბრეთში.

საქართველოში 452 ედილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 240, თბილისში – 145, გორში – 17. არიან სხვაგანაც.

მაკარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი.

დიდი საყდრის წინამძღოლი მაკარი მოხსენიებულია ბაგრატ მეფის მიერ იოსებ ფაჩულიძისთვის მიცემული მთავარანგელოზის ეკლესიის წყალობის წიგნის მტკიცებით ნაწილში.

თაყა ბარათაშვილის ყმა, ივანე მაკარაშვილი, მოწმეა ნარაუთის მამასახლისის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა.

ნოჯიკეთში მცხოვრები მაკარაშვილი, ვამეყ და სარო შებურიძეებმა საკანონოდ შესწირეს მცხეთის საყდარს, მარკოზის კათალიკოსობის დროს.

საქართველოში 428 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 201, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73. არიან სხვაგანაც.

ყორანაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ყორანა.

1817 წელს, სოფელ კოდაში, ვახტანგ ორბელიანის მამულში, მოიხსენიებიან პაპა და იაკობ ყორანაშვილები.

საქართველოში 218 ყორანაშვილი ცხოვრობს: გორში – 119, თბილისში – 84, ბორჯომში – 8. არიან სხვაგანაც.

ცხვედაძე-ცხვედიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცხვედა.

1843 წელს, სოფელ ღოლოვანში მოიხსენიებიან ძმები ცხვედაძეები.

ამავე ძირისაა გვარი ცხვედიანი.

საქართველოში 496 ცხვედაძე ცხოვრობს: თბილისში – 309, ხარაგაულში – 40, ქარელში – 31. არიან სხვაგანაც.

ჟამიერაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟამიერა.

გვარი ჟამიერაშვილი მოხსენიებულია 1719 წელს, დავით მეფის სიგელში.

ონის რაიონში არის სოფელი ჟამიერეთი.

დიდენაგეთელ ალექსი ჟამიერაშვილს 1874 წელს შვილი მოუნათლეს. მისი ნათლია ყოფილა თანასოფლელი გიორგი ბარათოვი.

საქართველოში 124 ჟამიერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, თელავში – 31, ფოთში – 5. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3