კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა აბუტილონი და როგორ მოვუარო მას?

პასუხი: თბილ გარემოში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა შედარებით ცივა, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში, ორ კვირაში ერთხელ, ნიადაგი თხევადი ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ძალიან რომ არ გაიზარდოს, აბუტილონი გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა, შეიძლება გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ, შემოდგომის დასაწყისში, შეიძლება, ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა აგავა და როგორ პირობებში შეიძლება მისი გახარება?

პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა. ყველაზე კარგად ნათელსა და თბილ გარემოში ხარობს. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. ეს მცენარე ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას იდგეს. აქტიური ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში მიწა მთლიანად არ გამოაშროთ. მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და პრობლემებს არ შეგიქმნით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგათ ალოკაზია?

პასუხი: ეს მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ, არ მოაკლოთ გაბნეული შუქი. ზამთარში ტემპერატურა მინიმუმ 15-18 გრადუსი უნდა იყოს, ზაფხულში კი იდეალურია 20-25 გრადუსი. მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მოზრდილ ალოკაზიას ფოთლები სიგრილეში სცვივა, თუმცა, თუ ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ფესურადან ახალი ფოთლები ამოუვა. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: როგორ და რა პირობებში მოვუარო ქლოროფიტუმს?

პასუხი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმის მიწა ტენიანი უნდა იყოს. ამ დროს მიწის ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული, თხევადი სასუქით განოყიერება ქლოროფიტუმს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე, მიწას შეშრობა აცადეთ. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი, ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

 

скачать dle 11.3