კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება, დააზიანოს გაზის პედალთან არსებულმა დეტალმა

 

აღმოჩნდა, რომ დიზელის ძრავათი აღჭურვილი ავტომობილები მძღოლებს „უკვდავი კაშეი” ჰგონიათ – ისეთი გამძლე, რომ მას მოვლა და შესაბამისად, აუცილებელი, დროული სერვისი სულაც არ სჭირდება. ამის გამო კი დიზელზე წლების განმავლობაში დაზოგილი თანხა შეიძლება, ერთ დეტალში გადაიხადონ. 

მევლუდ მელაძე: ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა დიზელის ავტომობილები, რაც მოსალოდნელიც იყო. ამ ტიპის ავტომობილები გაცილებით ეკონომიურია, დიდხანს მუშაობს და ნაკლებად აზიანებს სხვა დეტალებს. მაგრამ, მას სხვადასხვა თაობაში სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა. პირველია ის, რომ მანქანა დიზელის ძრავათი საწვავის ჩაფრქვევის სისტემით არის აღჭურვილი, ეგრეთ წოდებული დიზელის ინჟექტორით; მეორე – სისტემა იგივეა, უბრალოდ, ელექტრონული მენეჯმენტით. ელექტრონიკა წყვეტს, როდის რა შეიცვალოს, როდის გაიხსნას ინჟექტორი და სხვა. წნევის მიწოდებაც ელექტრონულად ხდება, რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის ავტომობილებს სიმძლავრე მეტი აქვს, ხოლო წვა – ნაკლები. რაც შეეხება მესამე ტიპს: ეს არის სუპერთანამედროვე ტექნოლოგია – ინჟექტორი, რომელიც თვითონვე, ისევე როგორც ბენზინის შემთხვევაში, ქმნის ელექტრონულ სიგნალს, იხსნება. სისტემაში არსებობს სპეციალური „ნასოსი”, რომელიც მაღალ წნევას ქმნის და მთელ საწვავ სისტემას წნევა პირდაპირ მიეწოდება. 

სამივე ტიპის სისტემას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მართალია, ხელოსნები პირველი თაობის დიზელზე წუწუნებდნენ: ვერაფერს ვუგებთო, მაგრამ რეალურად, ის გაცილებით მარტივი მისახედია. შეიძლება, დიდი ხნის ექსპლუატაციის შემდეგ გამოვიდეს წყობიდან. პრობლემა იყო ის, რომ სისტემაში ბევრი ჭუჭყი ხვდებოდა, გამონაცვალ ავტომობილის ზეთსაც კი ასხამდნენ ავზში, რაც მთლიანად აზიანებდა მას. მაშინ დიზელის ფილტრებიც რთული საშოვნელი იყო. მაგრამ, თანამედროვე პირობებში, როდესაც მაღალი ხარისხის დიზელი ყველა ბენზინგასამართ სადგურს აქვს და ფილტრებიც აღარ არის პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ძველი თაობის სისტემა არასდროს გამოვა მწყობრიდან – მუშაობს და მუშაობს, თუ რაღაც ძალით არ დააზიანეთ. ავტომობილის სხვა დეტალები გაცილებით მალე ცვდება, ვიდრე საწვავის სისტემა. 

– ელექტრულ სისტემებს რატომ უფრთხიან ხელოსნები?

– მათთვის მარტივი გამოსავალია, რომ კონკრეტული დეტალი შეცვალონ და პრობლემა იოლად მოაგვარონ. რეალურად, კი, საწვავის მიწოდების კომპრესორი, ეგრეთ წოდებული „ტოპლივნი ნასოსი”, ძალიან ძვირია. სისტემას თუ ორ ნაწილად დაშლით: ერთია – მექანიკური, რომელიც წნევას ქმნის და მეორე – ელექტრონული, რომელიც მენეჯმენტს აკონტროლებს, მაშინ მისი შეკეთება რთული არ არის. თუმცა, ძალიან ბევრი უნდა ვიაროთ, რომ ისეთი ხელოსანი ვნახოთ, რომელიც ამას გააკეთებს. რაც შეეხება მესამე, სუპერთანამედროვე სისტემას, მასთან ყველაფერი გაცილებით მარტივია. კომპიუტერიდან ხდება მენეჯმენტის გასწორება და თუ პროგრამულად რაღაც არ აირია, ის მწყობრიდან არ გამოვა. თუ ცალკეული ინჟექტორი დაზიანდა, ამას კომპიუტერი დაწერს და პირდაპირ ის შეიცვლება. ანუ, სისტემა კიდევ უფრო გამარტივდა, კიდევ უფრო ეკონომიურია, მაგრამ მსგავსი სისტემით აღჭურვილი ავტომობილები, რა თქმა უნდა, ძვირია. მათ მხოლოდ ერთი პრობლემა აქვთ, შეიძლება, დაზიანდეს კომპრესორი, რომელიც მაღალ წნევას ქმნის.

– და რომელიც ძალიან ძვირი ღირს.

– კი. რიგ შემთხვევაში, ის შესაძლოა, შეკეთებას დაექვემდებაროს. მაგრამ, თუ ერთხელ გამოვიდა მწყობრიდან, ძალიან მალე შეიძლება, იგივე გამეორდეს. შეკეთებული კომპრესორი სტაბილურობის გარანტია არ არის. 

– ანუ, დიზელი ეკონომიურია, დიდხანს არ ფუჭდება, მაგრამ თუ გაფუჭდა, წლების განმავლობაში მასზე დაზოგილ თანხას აგვანაზღაურებინებს?

– თუ სერიოზულად გაგვიფუჭდა, კი. მისი გამძლეობა და ეკონომიურობა ადვილი შესანარჩუნებელია, თუ მას მოვუვლით, საჭირო დროს საჭირო სერვისით უზრუნველვყოფთ. დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში, ერთ კაცს ერთი ავტომობილი მთელი ცხოვრება ეყოფა. დროულად უნდა შეიცვალოს ფილტრები, რასაც დიზელზე ძალიან ცოტა მძღოლი აკეთებს. ამიტომაც არის, რომ სატვირთო ძალიან დიდხანს მუშაობს, რადგან ყველაფერი თავის დროზე აქვს. ის დიზელია და ყველაფერს აიტანს – ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთი დამოკიდებულებით მძღოლები აფუჭებენ ავტომობილს და მერე დიზელის სისტემას ლანძღავენ. აქვე, კიდევ ერთი – გაზის პედალთან დამონტაჟებულია ელექტრონული დეტალი, რომელიც გამოდის ხოლმე მწყობრიდან და შეიძლება იფიქროთ, რომ სისტემა დაზიანდა. ეს დეტალი ინფორმაციას აწვდის სისტემას, ბევრ გაზს აძლევს მძღოლი თუ არა. ამ დეტალს, თუ პოპულარული მოდელი გყავთ, იაფად შეიძენთ, თუ ცოტა – უცნაური, განსაკუთრებული მოდელი, მაშინ ძნელად იშოვით. 

 

скачать dle 11.3