კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებით უნდა დავიცვათ ძაღლის ჯანმრთელობა წელიწადის ამ დროს და როგორ მოვამზადოთ ის ცივი ამინდებისთვის

წელს ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივზე ადრე იკლო ტემპერატურამ. სიცივე და შემოდგომის წვიმიანი ამინდები კი მხოლოდ ადამიანს კი არ უქმნის ცუდ განწყობასა და სხვადასხვა პრობლემას, არამედ, ეს ყველაფერი ცხოველებზეც ვრცელდება. მართალია, ხშირად გაგვიგონია, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ ამართლებს და, კოჭლობით არა, მაგრამ, საკუთარი პატრონის არასაკმარისი ყურადღების გამო ძაღლი გამოუვალ სიტუაციაში ვარდება. ყოველივე ეს რომ თავიდან ავიცილოთ და ჩვენი ძაღლიც დავიცვათ არასასურველი მდგომარეობისგან, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში. ამის შესახებ კი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

 

– რა შეიძლება, გამოიწვიოს კლიმატური პირობების მკვეთრმა ცვალებადობამ? 

– კლიმატური პირობების მკვეთრი ცვალებადობა, რაც განპირობებულია წელიწადის დროის ცვლასთან, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ცივ და წვიმიან ამინდებში თავს იჩენს და მწვავდება მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ართრიტები, სხვა სახის რევმატიული დაავადებები და სხვა პრობლემები. ძაღლი მომზადებული რომ დავახვედროთ წელიწადის უფრო მკაცრ და ცივ პერიოდს, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. 

წლის ამ გარდამავალი პერიოდისთვის ხშირად დამახასიათებელია ცივი და წვიმიანი ამინდები, რაც განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს და საშიშია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის. არაერთხელ მითქვამს, რომ ცივ, წვიმიან ამინდში ძაღლის გასეირნებას უნდა მოვერიდოთ. ერთმა გასეირნებამ და დასველებამ, შეიძლება, ის გააციოს, რაც, შესაძლოა, გართულდეს ბრონქიტით, პნევმონიებით, ართრიტებითა და მიოზიტებით. ყველაზე ხშირად გვხვდება სასუნთქი სისტემის პრობლემები ბრონქიტებისა და პნევმონიების სახით,  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები – ართრიტებისა და მიოზიტების სახით. 

– რა კლინიკური ნიშნები აქვს ამ ყოველივეს?

– სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესების, ბრონქიტებისა და პნევმონიების დროს, ვითარდება შემდეგი სახის კლინიკური ნიშნები: ცხოველი მოწყენილია, ნაკლებად მოძრაობს, არ იღებს საკვებს, კანკალებს, ზოგადი ტემპერატურა მომატებულია, აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ხველა. 

– როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს პატრონი?

– აღნიშნული ნიშნების გამოვლინების დროს აუცილებელია, ცხოველი სასწრაფოდ მივიყვანოთ ვეტერინართან, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. ვეტერინარი გასინჯავს ძაღლს, ჩაუტარებს ზოგად და სპეციალურ გამოკვლევებს და დაუნიშნავს სათანადო მკურნალობას. აუცილებელია, მკურნალობა ჩატარდეს კვალიფიციურად და გულისხმიერად, რათა თავიდან ავიცილოთ პროცესების ქრონიკულში გადასვლა. გულგრილმა დამოკიდებულებამ, პროცესის გახანგრძლივებამ ან არასწორმა მკურნალობამ, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

 გაციებისას შეიძლება, თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმაც, როგორიცაა ართრიტი.

– რა არის ამის მიზეზი?

– ამის ძირითადი მიზეზიც არის სახსრების მკვეთრი მოძრაობები – ეს ხელს უწყობს სახსრის ანატომიური შენების მიკროსკოპულ დაზიანებებს, რაც შემდეგ ანთებით პროცესებში გადადის. აღნიშნული დაავადება კი ცხოველებში მწვავედ  მიმდინარეობს. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება მოწყენილობა, უმადობა, იწყებს კოჭლობას, ხოლო დაზიანებული სახსრის მიდამო შეშუპებულია, ადგილობრივი ტემპერატურა კი – მომატებული. აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს, რათა პროცესები არ გაღრმავდეს და, შესაბამისად, არ გართულდეს. ვეტერინარი სათანადოდ შეაფასებს ცხოველის მდგომარეობას და ანთებითი პროცესების სიმძიმეს, შემდეგ კი დაუნიშნავს მკურნალობას.

ართრიტების გულდასმით მკურნალობა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა ართროზები, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია და მისგან სრული გამოჯანმრთელების ძალიან დაბალი შანსია.

– კიდევ რა რჩევას მისცემთ პატრონებს, როგორ უნდა მოუარონ  ამ პერიოდში თავიანთ ძაღლებს?

– ამ პერიოდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ძაღლს ჩაუტარდეს ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება, მაგალითად, დეჰელმინთიზაცია. გარდა ამისა, აუცილებელია, გაკეთდეს გეგმით გათვალისწინებული ვაქცინაცია, რათა ამ მეტად პრობლემური პერიოდისთვის, ცხოველის იმუნური სისტემა გავაძლიეროთ.

– როგორ გავუძლიეროთ ცხოველს იმუნიტეტი?

– იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია ცხოველის სრულფასოვანი კვება და დამატებით ვიტამინების, მინერალებისა და ცხიმოვანი მჟავების მიცემა. ყოველივე ეს აძლიერებს ძაღლის ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ზრდის მის რეზისტენტობას.

 

скачать dle 11.3