კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: ჩემი ძაღლი ოთახის პირობებში იზრდება. ის ჯერ მხოლოდ 9 თვის არის. მაინტერესებს, ამ შემთხვევაშიც თუ არის აუცილებელი ძაღლის ვაქცინაციის ჩატარება? რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სახლის პირობებში ცხოველი დაცულია. თქვენი აზრი მაინტერესებს, რას მირჩევთ? 

პასუხი: არსებობს ასეთი მცდარი მოსაზრება, რომ თუ ცხოველი იმყოფება ოთახის პირობებში, ის არ საჭიროებს ვაქცინაციას ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში კი დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ძაღლთან კონტაქტით, არამედ საგნებითაც, რომლებიც ცხოველთან შეხებაშია. ასევე, დაავადება შეიძლება, გადავიდეს პატრონის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რაც ქმნის ძაღლის დასნებოვნების ყველა პირობას.

კითხვა: მყავს 10 თვის ძუ პეკინესი. მაინტერესებს, აუცილებელია თუ არა მისი შეჯვარება? რაიმე საფრთხეს ხომ არ შევუქმნით მის ჯანმრთელობას, რომ არ შევაჯვაროთ?

პასუხი: მცდარია ის მოსაზრება, რომ ცხოველი ერთხელ მაინც უნდა შევაჯვაროთ, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ არ ეწევით ძაღლების სანაშენო საქმიანობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, უმჯობესია, ცხოველს ჩაუტაროთ კასტრაცია, რაც მოგცემთ საშუალებას, თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები.

კითხვა: მყავს 2 თვის გერმანული ნაგაზი. მალე ცოფის აცრა უნდა გაუკეთდეს. როგორც გავიგე, ცოფზე ვაქცინაცია ამ ასაკში ხელს უშლის ცხოველის ზრდას. მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს?

პასუხი: სამი თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს არ უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადად არ მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ იმუნოგენები აქვს შენარჩუნებული. ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ისეთი მწარმოებლისგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ყოვლად უსაფრთხოა.

კითხვა: 8 წლის მეტისი გვყავს, რომელიც,  მთელი ეს წლები ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროს პრობლემები აქვს, რის გამოც მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და გვირჩიეს ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა? 

პასუხი: უკეთესი იქნებოდა დაგეფიქსირებინათ, რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასაკის თაობაზე რაც იკითხეთ, არ არის მართალი. ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ამას სასიცოცხლო ჩვენება აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

 

 

скачать dle 11.3