რა მოხდა ამ დღეს
7 ნოემბერი
1522 – დასრულდა ფერნანდო მაგელანის მოგზაურობა დედამიწის გარშემო (თუმცა, თვით მაგელანი ამ ფაქტს ვერ მოესწრო – თვრამეტიოდე გადარჩენილი მეზღვაურით სევილიაში დაბრუნდა ხუან ელკანო).
1783 – უკანასკნელი აუტოდაფე: ესპანეთში დაწვეს ბოლო „ალქაჯი“.
1917 – მოხდა ეგრეთ წოდებული „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია“.
8 ნოემბერი
1519 – ევროპელებმა (ესპანელებმა ერნან კოსტერის მეთაურობით) პირველად იხილეს აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი.
1793 – ფრანგ მეფეთა სასახლე – ლუვრი, გადაკეთდა მუზეუმად.
1895 – ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა სხივები, რომელსაც თავისი სახელი უწოდა.
1923 – მოეწყო ნაცისტების „ლუდის პუტჩი“ მიუნჰენში, რის შედეგადაც ადოლფ ჰიტლერი ციხეში მოხვდა.
1966 – მსახიობი რონალდ რეიგანი აირჩიეს კალიფორნიის გუბერნატორად.
9 ნოემბერი
1799 – სამხედრო გადატრიალების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა გენერალი ბონაპარტი.
1910 – პირველად წარმატებით გამოსცადეს ჩანთის გასაშლელი პარაშუტი.
1911 – ფრანგმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის ნათურა.
1981 – პირველად საჰაერო ბურთით გადაუფრინეს წყნარ ოკეანეს.
10 ნოემბერი
1885 – გერმანელმა კონსტრუქტორებმა: დაიმლერმა და მაიბახმა მათ მიერვე აწყობილი შიდაწვის ძრავა ველოსიპედს დაუყენეს. ასე „გაჩნდა“ მოტოციკლი.
1940 – უოლტ დისნეი გახდა ამერიკის კონტრდაზვერვის აგენტი.
1978 – გამოვიდა ლეონიდ ბრეჟნევის წიგნი – „ყამირი“.
11 ნოემბერი
1790 – ჩინეთიდან ინგლისში პირველად მოხვდა ყვავილი ქრიზანთემა.
1837 – რუსეთის იმპერიაში გაიხსნა რკინიგზის პირველი ხაზი – „პეტერბურგი – ცარსკოე სელო“.
1918 – გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.
1925 – ლუი არმსტრონგმა ჩაწერა თავისი პირველი გრამფირფიტა.
1987 – ვან-გოგის ნახატი „ნარცისები“ გაიყიდა რეკორდულ თანხად – 53,6 მილიონ დოლარად.
12 ნოემბერი
1868 – ამერიკელმა კრისტოფერ ლეტემ შოუაზმა დააპატენტა საბეჭდი მანქანა.
1888 – პირველად აჟღერდა „ინტერნაციონალის“ ჰანგები.
1902 – ენრიკო კარუზომ ჩაწერა გრამფირფიტა. ეს იყო პირველი გრამფირფიტა, რომელიც მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
13 ნოემბერი
1851 – გაიხსნა სარკინიგზო ხაზი „მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი“ – მაშინ მსოფლიოში უგრძესი ორლიანდაგიანი ხაზი – 644 კილომეტრი.
1914 – ამერიკელმა მერი ჯეიკობმა დააპატენტა ელასტიკური ბიუსტჰალტერი სამხრეების – „ბრეტელების“ გარეშე.
1940 – კომპანია „Willis Notor Co-მ“ გამოუშვა პირველი „ჯიპი“.