კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი. უკვე 40-ს გადავაბიჯე. რა უნდა წავისვა სახეზე მაკიაჟის გაკეთების წინ, რომ კანი ცოტა დამეჭიმოს?

პასუხი: ასეთ დროს, შეგიძლიათ, გაიკეთოთ კვერცხის ცილის ნიღაბი: 1 ცალი კვერცხის ცილა ისე ათქვიფეთ, რომ მდგრადი ქაფი მიიღოთ, ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, წაისვით მთელ სახეზე და 15-20 წუთი წამოწექით. ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით დღის მკვებავი, დამცავი კრემი  და ბოლოს – მაკიაჟი.

კითხვა: გავიგე, რომ ფრჩხილებისთვის კარგია ლიმონი, მაგრამ, ზუსტად არ ვიცი, როგორ ჩავიტარო ეს პროცედურა. თქვენ რას მირჩევთ? 

პასუხი: ფრჩხილებისთვის (და მთლიანად ხელების კანისთვის) ლიმონის წვენი მართლაც ძალიან კარგი სამკურნალო საშუალებაა, მაგრამ, უკეთესია, თუ ზედ ფრჩხილებზე დაიწურავთ ლიმონის კანს და მერე კარგად შეიზელთ.

კითხვა: მაქვს თმიანობისკენ მიდრეკილება. შევიძინო თუ არა ლანოლინის შემცველი კრემები?

პასუხი: თქვენი კითხვიდან ჩანს, რომ გაგიგიათ ლანოლინის არასასურველი თვისებების შესახებ. ლანოლინი მართლაც ხელს უწყობს სახის კანზე თმის ამოსვლას, მით უფრო, თუ ამისკენ ისედაც გაქვთ მიდრეკილება. ამიტომ, უმჯობესია, ისეთი კრემები შეიძინოთ, რომლებიც ამ ნივთიერებას არ შეიცავს, ან, თუ ასეთს ვერ იშოვით, დაამზადებინოთ მკვებავი ან ნებისმიერი სხვა კრემი გამოცდილ კოსმეტოლოგს.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ ინა („ხნა“) ამაგრებს თმის ძირებს და ამცირებს თმის ცვენას? თუ ასეა, როგორ უნდა მოვიქცე, რომ თმა წითლად არ შემეღებოს?

პასუხი: ინა ნამდვილად ამაგრებს თმის ძირებს და ამცირებს ცვენას, რადგან ეს მცენარე შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა თმის კვებისა და მოვლისთვის.

თმა წითლად რომ არ შეგეღებოთ, მასში ცოტაოდენი ბასმა გაურიეთ.

 

 

скачать dle 11.3