კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუჭირდა საკუთარი თავის ცნობა სარკეში ჰოლივუდის ვარსკვლავს ანა პაკუინს და ვისთან ერთად გახსნა მან კომპანია „პაკუინ ფილმსი“

 

ჰოლივუდში არაერთხელ გამოჩენილა ნიჭიერი ბავშვი, რომელიც ადრეულ ასაკში ხდებოდა ვარსკვლავი. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, მისი პოპულარობაც ნელ-ნელა ქრებოდა. საბოლოოდ კი, ზრდასრულობის ატესტატის მიღებასთან ერთად, მითი მის ნიჭიერებაზეც სადღაც ქრებოდა. ანა პაკუინი, სწორედ ის გამონაკლისია, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც ბავშვმა ვარსკვლავმა და დღესაც ჰოლივუდის ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად ითვლება.

ოჯახი: ანა მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. მას ჰყავს და – კატია, რომელიც ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრის პირადი ასისტენტია და ასევე, ახალი ზელანდიის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის „გერლფრენდი“. 2005 წლიდან კატია ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებულ ტვინის კიბოს ებრძვის. ანას ჰყავს ასევე ძმა, ენდრიუ, პროდიუსერი, რომელთან ერთადაც ანამ გახსნა კომპანია „პაკუინ ფილმსი“.

კარიერა: 11 წლის ასაკში ანა გახდა პირველი ახალზელანდიელი, რომელმაც მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის „პიანინო“ და ასევე, მეორეა ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. ფეერიული დებიუტის შემდეგ ანამ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა ჰოლივუდში: ჯეინ ეარი, გოგონა-მუტანტი „ადამიანი იქსებში“. ამჟამად კი, მისი მთავარი პროექტია სერიალი „ნამდვილი სისხლი“, სადაც ანა ვამპირების ქვეყანაში მცხოვრებ უბრალო ადამიანს თამაშობს.

„ოსკარი“: თავის „ოსკარის“ ფიგურას ანა კარადაში ინახავს, რადგან არ უყვარს მეგობრების წინაშე თავის „გაფიარება“. მას დღემდე არ აქვს ბოლომდე ნანახი ფილმი, რომელმაც „ოსკარი“ მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.

გარეგნობა: ანას სიმაღლე 165 სმ-ია. მას დაბადებიდან მუქი-წაბლისფერი თმა და მუქი ფერის თვალები აქვს. ფილმისთვის „ნამდვილი სისხლი“ ანამ ქერად შეიღება თმა და ამბობენ, რომ ძალიან მოუხდა ახალი იმიჯი. თუმცა, თავად მსახიობს უთქვამს, რომ თმის შეღებვის შემდეგ, პირველ დღეებში საკუთარ თავს ვერ ცნობდა სარკეში.

განათლება: ბავშვობის წლები ანამ ახალ ზელანდიაში გაატარა, თუმცა „პიანინოს“ შემდეგ მას უამრავი შემოთავაზება ჰქონდა. ამ პერიოდში მისი მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ და საბოლოოდ, სკოლა მან კალიფორნიაში დაამთავრა. ამას მოჰყვა ერთწლიანი სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა სამსახიობო კარიერის გამო ანამ სწავლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მსახიობი სრულყოფილად ფლობს ფრანგულ ენას.

გარემოს შეცვლა: ჰოლივუდში გადაბარგების შემდეგ ანა პაკუინი ყველაზე წარმატებულ ახალზელანდიელად ითვლება ამერიკაში. „ლოს-ანჯელესი – ეს არის ფილმებისა და ტელე-სერიალების წარმოების ქარხანა. მე იმდენად ცოტა დროს ვატარებ სამშობლოში, რომ საბოლოოდ, ამერიკაში გადასახლება გადავწყვიტე“.

აქცენტი: დიდი ხნის განავლობაში ანა პაკუინი ყურადღებას იქცევდა თავისი აქცენტით, რომელიც შარმთან ერთად, მას უამრავ პრობლემას უქმნიდა. ემოციური საუბრის მანერის მოშორებას ანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა და ამჟამად მას ახალზელანდიური აქცენტი მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან საუბრისას აქვს. საკუთარ თავს ანა „ორენოვანს“ უწოდებს, რადგან მშობლიურ აქცენტს სამხრეთამერიკული აქცენტიც დაემატა, რომელიც ანამ სერიალ „ნამდვილ სისხლზე“ მუშაობის დროს გამოიმუშავა.

პროფესიონალიზმი: „მე ყოველთვის ვიყავი და ვარ შრომისმოყვარე და სამსახურს ჩემს ცხოვრებაში მუდამ პირველი ადგილი უკავია“.

სექსის სცენები: მას შემდეგ, რაც ანა იმედისმომცემ ბავშვად მიიჩნიეს ჰოლივუდში, ბევრმა დრომ ჩაიარა და დღეს მსახიობი თამამად იღებს მონაწილეობას გულახდილ სექსუალურ სცენებში. მსახიობი ირწმუნება, რომ მას დისკომფორტს არ უქმნის კამერის წინ გაშიშვლება, რადგან ეს მისი სამსახურია. „მე ვთამაშობდი გასაცოდავებულ, გაფუჭებულ, მუდამ უხერხულ სიტუაციებში ჩავარდნილ მცირეწლოვან გოგონებს და ახლა დადგა დრო,  თავი ავიშვა სერიალში და ვამპირული სექსის აღვირახსნილობაში თავიდან ბოლომდე გადავეშვა“, – ამბობს ანა პაკუინი თავის გმირზე სერიალიდან „ნამდვილი სისხლი“.

ქორწინება კოლეგასთან: ანას თაყვანისმცემლები ის-ის იყო შეეგუვნენ საყვარელი მსახიობის ახალ როლს ვამპირულ სერიალში, რომ უცებ ახალი ცნობა გავრცელდა – ანა თავის კოლეგას და პარტნიორს სერიალში – სტივენ მოიერს გაჰყვა ცოლადო. ყველას აღელვებდა კითხვა, თუ როგორ აბალანსებდნენ ისინი პირად და პროფესიულ ცხოვრებას, რაზეც ანამ განაცხადა: ბედნიერებას იქ პოულობ, სადაც არის და არ უნდა შეუშინდე – უნდა მიიღო ის თანმხლები პრობლემებით. ყველაზე დიდი უბედურება, რაც მე და სტივენს შეიძლება გველოდეს არის ის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაგვიწყებს თვალიერებას სუპერმარკეტებში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. თუმცა, ჩემთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას.

ბისექსუალობა: გათხოვილი ქალის სახელის მიუხედავად ანა პაკუინმა გასულ წელს შოკში ჩააგდო საზოგადოება, როდესაც საჯაროდ აღიარა, რომ ბისექსუალია. „ვისთან ერთად ვიძინებ და ვისთან ერთად ვაპირებ ცხოვრების გატარებას, არავის საქმე არ არის“, – დაამატა მსახიობმა და ამით კიდევ მეტი კითხვა გაჩნდა მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.

მეუღლის თაყვანისმცემლების შესახებ: „შეიძლება არანორმალურად მოგეჩვენოთ, თუმცა მე ძალიან მაინტერესებს თვალყური ვადევნო მათ, ვინც კუდში დასდევს ჩემს მეუღლეს. ისინი  ისეთს არაფერს სჩადიან, რომ მე ვინერვიულო. უბრალოდ, სურთ, რომ სტივენი მათ ჩაეხუტოს ან უკბინოს“.

ცხოვრებისეული გამოცდილება: „როდესაც 16-17 წლის ვიყავი, ჩემი თანატოლები ღამის კლუბებში ერთობოდნენ და სხვადასხვა სისულელით ირთობდნენ თავს დასვენების დღეებში, მე კი ამ დროს ვამბობდი, რომ ხვალ საქმე მაქვს და უნდა დავიძინო-მეთქი. შესაძლოა, მე არ განმიცდია სოციალიზაციის პროცესი, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა“.

ასაკი: 11 წლის ასაკში „ოსკარის“ ჯილდოს მიღების შემდეგ, ანა ჰოლივუდში ვუნდერკინდად მიიჩნიეს. ახლა ანა 30 წლისაა და ამბობს, რომ ბიოლოგიური ასაკი მის ცხოვრებისეული გამოცდილებას ეწევა – ცხოვრების უმეტეს დროს ჩემს გარშემო ჩემზე უფროსი ადამიანები იყვნენ. მე დღემდე მიმაჩნია, რომ 30 წელი – ახალგაზრდული ასაკია.

გატაცებები: ცნობილია, რომ ანა პაკუინი გატაცებულია კრივით, თუმცა სერიოზულ სპარინგ-მატჩებში არ მონაწილეობს. მიაჩნია, რომ ტრავმის გამო შესაძლოა, მისი დამსაქმებლები დაზარალდნენ. გარდა ამისა, თავისუფალ დროს ანას უყვარს ტელევიზორში რაგბის მატჩების ყურება, ცურვა, თხილამურებზე სრიალი, პიანინოზე დაკვრა, ქსოვა და წიგნების კითხვა. ასევე, ანა ვეგეტარიანელია და ბოსტნეულისგან დამზადებული კერძების მომზადების ექსპერტია.

 

 

скачать dle 11.3