კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა ენდოს ადამიანი ინტუიციას და მოიწყოს მისი დახმარებით სასიკეთო მომავალი

წელიწადის განმავლობაში არის დღეები, როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია და მის კარნახს ბევრი ენდობა. ამიტომაც, საქმეშიც ადვილად აღწევს წარმატებას და შესაძლო საფრთხეებსაც უპრობლემოდ იცილებს თავიდან. ისევე, როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, პარაფსიქოლოგი,  ქალბატონი ელენე ამბობს, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადებისას დედამიწაზე ჩნდება ახალი წერტილი და სწორედ ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე.

 

ელენე: იმ ამოუცნობი და მისტიკური ფაქტების უარყოფა, სილაში თავის ჩარგვას და სირაქლემის პოზაში ყოფნას მაგონებს, როცა არ გინდა დაინახო, ან გაიგო ის, რაც შენს გარშემო ხდება. ასევე, ბევრს არ სჯერა, რომ წლის გარკვეულ პერიოდში ადამიანებში გამძაფრებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ადამიანმა თქვა ისეთი რამ რაც, შემდეგ ახდეს და ამით თავად დარჩე გაკვირვებული. ვფიქრობ, მსგავსი რამ ბევრ თქვენგანს დამართნია, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევად ჩაგითვლიათ. ეს სწორი არ არის. უბრალოდ, ამ პერიოდში თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი და ტელეპათიური უნარი ზენიტში იყო. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველა ადამიანს აქვს და ამ დროს მეტად მგრძნობიარეა ნებისმიერი ჩვენგანი.

– როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან ტელეპათიური ხედვა გვაქვს გამძაფრებული?

– ამის გაგება საკმაოდ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დაუგდებთ ყურს. მაგალითად, ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდა, ყველასგან შორს იყო, განმარტოვდე, ფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე და აანალიზებ წარსულში მომხდარ დეტალებს. საკუთარ თავში იკეტები და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდი. ამ დროს კი როგორც წინასწარმეტყველური, ასევე, ტელეპათიური უნარიც გამძაფრებულია და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება. აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული,  ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითად ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. ასევე, შექმნილი ფონის ხარჯზე ხდება ყოველივე ამის გაგზავნა სამყაროში ფიქრისა და აზრის დონეზე. შემდეგ კი ეს გზავნილი უკან ინფორმაციის სახით გვიბრუნდება. ასე რომ, ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია. რატომ არის, რომ შეყვარებულები ერთმანეთის განცდებს, სიხარულს ან თუნდაც ტკივილსა და გაჭირვებას, მანძილის მიუხედავად, მაინც გრძნობენ. ამ დროს აფორიაქებულნი არიან და რაღაც არარეალურს განიცდიან. როდესაც გიყვარს, გული სხვანაირად ძგერს და თუ რჩეულთან განშორება გიწევთ რაღაც პერიოდი, ამ დროს კი დაგეუფლათ შფოთვა და აფორიაქება, ესე იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ამის გადამოწმება შეყვარებულ წყვილს ნამდვილად შეუძლია. ამ პერიოდში, დაგეწყებათ გუნება-განწყობის გაუარესება, ვერ იპოვით ადგილს, სადაც სიმშვიდეს ჰპოვებთ. ის, თქვენი მეორე ნახევარი კი, ამ დროს გასაჭირშია, ან რაიმე აწუხებს, ან გამოუვალ სიტუაციაშია. მისი უარყოფითი, წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას თქვენ ტელეპათიურად, ამავე სამყაროდან, ინფორმაციის სახით იღებთ. ასევე, თუ უეცრად, ამაღლებული განცდა დაგეუფლათ, მიხვდით, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენს გარშემო ყველაფერს ვარდისფრად აღიქვამთ, ჩათვალეთ, რომ სწორედ ასეთი განწყობა აქვს თქვენგან შორს მყოფ საყვარელ ადამიანს. ზოგადად კი, განცდები სხვა არაფერია, თუ არა, ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და თუ ნამდვილი სიყვარულია, მაშინ უფრო მძაფრდება და ძლიერდება ტელეპათიური შეგრძნებების დონეზე. როცა სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ, იქ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი და შესაბამისად, შეგრძნებებიც წინასწარმეტყველური ხდება. 

– რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა...

– რაც უფრო დიდხანს გრძელდება სასიყვარულო ურთიერთობა, მით მეტად იზრდება შეყვარებულებს შორის წინასწარმეტყველური და ტელეპათიური მოვლენები და შეგრძნებები. ამაში ორი აზრი არ არსებობს და თუ თავად დააკვირდებით, აშკარად მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ. 

– ქალბატონო ელენე, ეზოთერიკოსები ხშირად ამბობენ, რომ დედამიწაზე თითოეულ ადამიანს დაბადებისას თავისი წერტილი უჩნდება ვარსკვლავის სახით, რომელიც მის ბედ-იღბალზე და ზოგადად, მომავალზეა პასუხისმგებელი. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას ნიშნავს ეს?

– რასაკვირველია, აგიხსნით. ამ თემაზე ძალიან ბევრი მეკითხება და თან, ერთგვარი გაურკვევლობაა ადამიანებში. მოკლედ, ნებისმიერ ჩვენგანს დედამიწაზე აქვს თავისი წერტილი, რომელიც მისი დაბადებისას ჩნდება. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ ყველა ადამიანს თავისი ადგილი ჰქონდეს დედამიწაზე. ასევე, ასეთ ადგილებში ადამიანს ეცვლება აურა და ბიოველი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს წერტილები დადებითიც არის, უარყოფითიც და ნულოვანიც. ასეთ უარყოფით წერტილებში, ანუ ადგილებში, დიდხანს ყოფნისას, ადამიანს ბედისწერა უარყოფითისკენ ეცვლება. დადებით წერტილებში მოხვედრისას კი, ბედი გაგიღიმებთ. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დადებით ან უარყოფით წერტილებში აღმოვჩნდით?

– მაგალითად, დადებით წერტილში მოხვედრისას, თავს მშვიდად, კომფორტულად, დაცულად და ჰარმონიულად გრძნობთ. ამ დროს იმუხტებით დადებითი ემოციებითა და ენერგიით. უარყოფით წერტილებში კი ადამიანს ეწყება შფოთვა, აპათია, მოუსვენარი ხდება, ავიწყდება მოვლენები და არ არის გამორიცხული, ახლობელი ადამიანების სახელებიც კი, ასევე, შრომისუუნაროა, ადვილად ღიზიანდება და კონფლიქტური ხდება. აი, ნულოვან წერტილში კი მაშინ ხვდება ადამიანი, როცა მას არ სურს სხვებთან კონტაქტი, იკეტება საკუთარ თავში და ფიქრებში ეხვევა. ეს საშიში ზონაა, რადგან ადამიანს ენერგია ეყინება და ვერც წინ დგამს ნაბიჯს, ვერც უკან, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და მომავალში რაიმეს დაგეგმვა. ამიტომ, გვირჩევენ ხოლმე ეზოთერიკოსები, დააკვირდით იმ გარემოს კარგად, სადაც დიდხანს გიხდებათ ყოფნაო. ასე რომ, დააკვირდით, რომელ ადგილას ყოფნისას გიჩნდებათ განმარტოების სურვილი, სად გრძნობთ თავს კომფორტულად, სად მშფოთვარედ და მოუსვენრად. 

– ისიც გამიგია, თითქოს, თუ ადამიანს გარკვეულ ადგილას თვალი უშტერდება, ეს მისთვის საშიში ზონააო. მართალია?

– ესეც სრული სიმართლეა. თუ გარკვეულ ადგილას ყოფნისას, თვალი ხშირად გიშტერდებათ, ან გეწყებათ მთქნარება, ესე იგი, ეს თქვენთვის საშიში ადგილია და უარყოფითი წერტილის ზონაში იმყოფებით. ასე ვთქვათ, ეს ანომალიური ზონაა თქვენთვის და მას აუცილებლად უნდა გაეცალოთ. 

 

 

скачать dle 11.3