კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტიპის ადამიანებს ემუქრება ონკოლოგიური დაავადებები

 

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად და წარმატებულად მიიჩნევენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, ფსიქიკური დაავადებების ან კუჭის წყლულის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთი ადამიანები მუდმივად აღგზნებულნი და დაძაბულები არიან. სხვებთან შედარებით, ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, წყლულებით, ფსიქიკური დარღვევები.

მომჭირნე ადამიანებს ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ძუნწი ადამიანის ორგანიზმში, ეგრეთ წოდებული, განგაშის ჰორმონის დონე მუდმივად მაღალია, რაც თავის მხრივ, სისხლძარღვთა ქრონიკულ სპაზმს იწვევს. ამაზე პირველად რეაგირებს ტვინის ყველაზე მგრძნობიარე სისხლძარღვები და შედეგიც არ აყოვნებს. ამ დროს ხშირია თავის ტკივილები და იზრდება ინსულტის ალბათობა.

ისინი, ვინც ძალიან ადვილად ბრაზდებიან, კარგავენ წონასწორობას, სიამოვნებას იღებენ ჩხუბისა და დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი. ნერვული სისტემის პერიოდული გაღიზიანება იმუნიტეტს აიძულებს, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში იყოს. ადამიანმა, რომელსაც სპეციფიკური ფერმენტების სიჭარბე აქვს გაბრაზების, გაღიზიანების მომენტში, გარკვეულ დრომდე, შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ ალერგიისადმია მიდრეკილი.

ხარბ ადამიანებს ყველაფერი უნდათ, თანაც ძალიან ბევრი. ასეთებს ხშირად აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევები, აწუხებთ კუჭის შეკრულობა, ნაწლავთა გაუვალობა, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ამის გამო დარღვეულია ორგანიზმის თვითრეგულაცია, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა გამომწვევია. მოსალოდნელი საშიშროების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ხშირი გაციება, რაც ასევე, უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

მუდმივი დარდი, წუხილი, მელანქოლია ცხოვრებით უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც, ზიანდება სასუნთქი ორგანოები, მაგალითად, ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა. რადგან ადამიანის ემოციურ სფეროსთან სწორედ ეს ორგანოებია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული. დარდისა და წუხილისადმი მიდრეკილება ადამიანებში სხვადასხვანაირად აისახება. ნეგატიური ემოციების ზეგავლენით, ზოგში ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ზოგში კი – ძლიერდება.

 

скачать dle 11.3