კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლძარღვების გასამაგრებლად და სტრესის მოსახსნელად ნიორი და კვერცხის გული დაგეხმარებათ

 

ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო ბევრი ადამიანი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. არსებობს სპეციალური წესები, რომ შრომამ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ:

* ყოველდღე დაიზილეთ ტანი ცივი წყლით და მიიღეთ B ვიტამინი; ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;

* დიდი რაოდენობით მიირთვით ის საკვები, რომელიც კალცით არის მდიდარი: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;

* თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;

* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმ ადამიანებს აწუხებთ,  რომელთაც დიდი ხნით უწევთ სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ;

* ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, ასევე, პიტნის ჩაი;

* დალიეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა ყურძნის ნატურალური წვენი (წყალში გაზავებული);

* ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილისას კარგია, თუ სადილად ქაშაყს მიირთმევთ.

სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი და ჭამოთ დღეში ერთი კბილი ნიორი. ეს უზმოზე უნდა მოახერხოთ. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ.

ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.

 

скачать dle 11.3