კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: პირველი სექსუალური აქტის დროს არ მქონია არც ტკივილი, არც სისხლი. შეყვარებულმა არ დაიჯერა, რომ ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო. ექიმმა მითხრა, საქალწულე აპკის ანატომიური თავისებურება არისო. ამჟამად მეხუთე სექსუალური პარტნიორი მყავს და მხოლოდ ახლა განვიცადე ტკივილი და უამრავი სისხლიც იყო. გამოდის, რომ მხოლოდ ახლა დავკარგე ქალწულობა? ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? 

პასუხი: ძალიან იშვიათია, მაგრამ, სავსებით შესაძლებელი. თქვენ თვითონ უპასუხეთ თქვენს კითხვას. ეს დამოკიდებულია საქალწულე აპკის ანატომიურ თავისებურებებზე. ასეთ შემთხვევებში დეფლორაციის ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ.

კითხვა: ორი წელია, გათხოვილი ვარ, მაგრამ, ვერ დავორსულდი. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო, რომ გავიგო, შემიძლია თუ არა დაორსულება?

პასუხი: მეუღლემ სპერმოგრამა უნდა ჩააბაროს, თქვენ კი უნდა ჩაიტაროთ გინეკოლოგიური დათვალიერება, მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია, ჰორმონალური ანალიზები, შესაძლებელია მილების გამტარიანობა და სხვა. გამოკვლევების საჭიროება გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.

კითხვა: ოთხი-ხუთი დღეა, ცალი თვალიდან ცრემლდენა მაქვს. ვივლებდი ჩაის წყალს, პენიცილინის ხსნარს, მაგრამ, არ მიშველა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: სავარაუდოდ, საცრემლე არხის გამტარიანობაშია  შეფერხება. თუ ოფთალმოლოგს მიმართავთ, ის არხის გაწმენდის პროცედურას ჩაგიტარებთ და თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ.

კითხვა: ორი დღეა, დილაობით გაჭირვებით ვახელ თვალებს – თითქოს ქუთუთოებია შეწებებული. მაქვს სიწითლე და ქავილი. მეგობარმა პროტარგოლი მირჩია, მაგრამ ამ პრეპარატზე არაფერი ვიცი. რას მირჩევთ?

პასუხი: სიმპტომები კონიუნქტივიტის კლინიკურ სურათს ჰგავს. პროტარგოლი კონიუნქტივიტის სამკურნალოდ არის ნაჩვენები, მაგრამ თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის.

კითხვა: რა უკუჩვენებები აქვს ალბუციდის წვეთებს?

პასუხი: თვალის წვეთების – ალბუციდის (ნატრიუმის სულფაციდი) უკუჩვენებებიდან ცნობილია სულფაცეტამიდებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა.

კითხვა: მენსტრუაცია 3 დღით გადამიცდა, ორსულობის ტესტი უარყოფითია. არსებობს თუ არა ორსულობის ალბათობა?

პასუხი: ორსულობის დასადგენად საჭიროა ქორიონგონადოტროპინზე სისხლის ჩაბარება, რადგან ექოსკოპიაზე პატარა ვადაზე  სანაყოფე პარკი შეიძლება არ გამოჩნდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3