ჰამფრისის და კარდაშიანის ქორწინება საფრთხეშია
NBA-ს კალათბურთელის კრის ჰამფრისის და ცნობილი სელებრითის, კიმ კარდაშიანის ოჯახურ კავშირს ბზარი გაუჩნდა. „დეილი მეილის” ცნობით, საუბარია განქორწინებაზე და თითქოს, კარდაშიანმა უკვე გაიარა კონსულტაცია ადვოკატთან, რათა განქორწინებისთვის აუცილებელი საბუთების მომზადება დააჩქაროს. წყვილის დაშორების მიზეზს ჯერჯერობით ვერც ერთი წყარო ვერ ასახელებს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ჰამფრისი, კიმის გარეშე, მაიამისა და ნიუ-იორკის ღამის კლუბებში ერთობა. კიმი კი დუბაიში, ასევე კრისის გარეშე ისვენებდა, მიუხედავად იმისა, რომ NBA-ში გამოცხადებული ლოკაუტის გამო, კალათბურთელს თავისუფალი დრო გამოუჩნდა.