ბელენი პორნოვარსკვლავი გახდა
იტალიელი ფეხბურთელის, მარკო ბორიელოს „ექსგერლფრენდი“ – მოდელი ბელენ როდრიგესი სექსუალურ სკანდალში გაეხვია. ინტერნეტში გავრცელდა 23-წუთიანი ვიდეო, სადაც ბელენი სექსით არის დაკავებული ასევე მოდელ, ტობიას ბლანკოსთან. ეგრეთ წოდებულ „ჰოუმ ვიდეოს” შესახებ, რომელმაც სხვადასხვა დროს პამელა ანდერსონი, პერის ჰილტონი და კიმ კარდაშიანი „ასახელა”, ბელენი 2010 წლიდან იყო ინფორმირებული. ამის გამო ბლანკო შანტაჟის გზით მისგან 500 ათასი ევროს გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდეოს ინტერნეტის საშუალებით გავრცელებით იმუქრებოდა. როგორც ჩანს, ბელენმა ბლანკოს ფული არ გადაუხადა და სკანდალური ვიდეო უკვე მილიონობით ადამიანმა იხილა, მათი თქმით, კი ბელენის „ცეცხლოვან სექსს” კიდევ ერთხელ სიამოვნებით ნახავდნენ.