ლარისა პერუს იპყრობს
ფეხბურთის ყველაზე სექსუალურმა ქომაგმა ლარისა რიკელმემ უკვე მოახერხა პარაგვაელი და არგენტინელი მამაკაცების მოხიბვლა, ახლა კი პერუს ჯერი დადგა. იქ სექსუალური მოდელი ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად და დასასვენებლად ჩავიდა. გარდა ამისა, ლარისა ინკების სამშობლოში სატელევიზიო შოუში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სავარაუდოდ, რეიტინგული გახდება, რადგან რიკელმე ნებისმიერი ამბიციური პროექტისთვის მისაღები კანდიდატურაა. შეგახსენებთ, რომ ლარისამ სახელი გასულ წელს გაითქვა, როდესაც ყველას დაჰპირდა, რომ პარაგვაის გაჩემპიონების შემთხვევაში, მუნდიალზე გაიხდიდა. პარაგვაი მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა, თუმცა ლარისამ მაინც გაიხადა, თან ეს არაერთხელ გააკეთა.