კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერა ფულზე გაცვალეს

 

მსოფლიო ფეხბურთში არცთუ იშვიათი მოვლენაა, როდესაც სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელები, ფულის სანაცვლოდ, ნაკლებად ცნობილ, სამაგიეროდ, მდიდარ კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ასევე, მრავლად მოიძებნება, ისეთი ფაქტიც, როდესაც ტოპ-კლუბში სისტემატური თამაშისა და ქომაგების მხრიდან სიყვარულის მიუხედავად, ფეხბურთელი სხვა არანაკლებ სახელოვან კლუბში გადასულა, მაღალი ხელფასის გამო. თუმცა, იქ მხოლოდ სათადარიგო მოთამაშის სტატუსით შემოფარგლულა და თავისი საფეხბურთო ნიჭი სკამზე ჯდომით „გაუნიავებია“. „თბილისელების” ამ ნომერში ფეხბურთის იმ ვარსკვლავებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს გთავაზობთ, რომელთაც კარიერა ფულზე გაცვალეს. რეიტინგი ინტერნეტ-მომხმარებლების მიერ არის შედგენილი.

რივალდო

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 1999 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის, ბრაზილიელი რივალდოს გადასვლა უზბეკეთში, კერძოდ, კლუბ „ბუნიოდკორში”, ნამდვილი შოკი იყო ფეხბურთის ქომაგებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რივალდო იმ დროს 36 წლის იყო და მისი კარიერის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, ის მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. ტაშკენტურ კლუბთან ერთად რივალდომ ორჯერ მოიგო უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ თასის მფლობელიც გახდა. გარდა ამისა, იგი კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ითვლება. სხვათა შორის, რივალდოსთან ერთად, „ბუნიოდკორში”, 2002 წლის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი – ლუიშ ფელიპე სკოლარი მუშაობდა. მოგვიანებით, რივალდო „ბუნიოდკორიდან” სამშობლოში დაბრუნდა და 39 წლის ასაკში „სან-პაულოს” ლიდერი გახდა.

ჟუნინიო

 ფრანგული „ლიონის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი, ბრაზილიელი ჟუნინიო, საფრანგეთში შვიდგზის ჩემპიონობის შემდეგ, 2009 წელს ყატარის კლუბ „ალ-გარაფიში” გადავიდა სათამაშოდ. 2 წლის განმავლობაში იქ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება მიიღო და კარიერის დასასრულებლად, 36 წლის ასაკში, სამშობლოში დაბრუნდა, კერძოდ, „ვასკო და გამაში”, სადაც სიმბოლურ ხელფასს, თვეში 260 ევროს იღებს. 

რობინიო

ჭირვეული ვარსკვლავი რობინიო მილანურ გრანდში – „მილანში” ბრწყინავს და თითქოს გადაავიწყდათ, ამ რამდენიმე წლის წინ, ევროპულ ფეხბურთში მან ყველას იმედი რომ გაუცრუა. საფეხბურთო ვუნდერკინდი მადრიდის „რეალში” თამაშის დროს, ხან ხელფასის, ხან კი პრემიების მომატებას ითხოვდა, რის გამოც საბოლოოდ, 32,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად „მანჩესტერ სიტიში” გაყიდეს – იქ, სადაც არაბმა შეიხებმა პირველი ინვესტიციები განახორციელეს. რობინიომ ფეხი ვერც „სიტიში” მოიკიდა, სადაც სულ 53 თამაში ითამაშა და 16 გოლი გაიტანა. ისე გამოვიდა, რომ შეიხ მანსურს რობინიოს კლუბში ყოფნა 45 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ანუ თითოეული გატანილი გოლის ფასი 2,85 მილიონი ფუნტი იყო. 

ტიერი ანრი

ამერიკაში, კერძოდ, „ნიუ-იორკ რედ ბულსში” გადასვლა ფრანგმა ვარსკვლავმა, ტიერი ანრიმ 32 წლის ასაკში გადაწყვიტა. იმ დროისთვის მას ყველა საფეხბურთო ტიტული ჰქონდა მოგებული – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ინგლისის, საფრანგეთის და ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და ინტერტოტოს თასის გამარჯვებული. 2007 წელს ანრი წავიდა „არსენალიდან” და ტიტულების მოსაპოვებლად „ბარსას” რიგებში ჩაირიცხა, სადაც სანუკვარი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის შემდეგ გული აიცრუა ევროპულ ფეხბურთზე და ამერიკაში გადაბარგება გადაწყვიტა. ნიუ-იორკში ანრის დიდ პატივს სცემენ. იგი გუნდის უდავო ლიდერია, გარდა ამისა, ხელფასსაც კარგს უხდიან – წელიწადში 4,1 მილიონ ევროს. მას ბონუსის სახით 3,5 მილიონი ევრო ემატება და პლუს ასევე, 6 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს სარეკლამო კონტრაქტებიდან.

კევინ კურანი

გერმანელ კევინ კურანს რთულია ეწოდოს ფეხბურთის ვარსკვლავი, თუმცა სამშობლოში იგი სტაბილურად თამაშობდა და შედეგიან ფორვარდად ითვლებოდა. მას ხშირად იწვევდნენ ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც ასევე სტაბილურად გამოდიოდა ძირითად შემადგენლობაში. როდესაც ფეხბურთელმა ნაკრებთან ერთად, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, მისი მიწვევის ბევრი მსურველი გამოჩნდა. თუმცა, ფეხბურთელმა, ყველასთვის მოულოდნელად, კარიერის გაგრძელება რუსეთის პრემიერლიგაში, მოსკოვის „დინამოში” გადაწყვიტა. კლუბთან მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით 18 მილიონ ევროს მიიღებს.

კაკა

ერთ დროს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის, ბრაზილიელი კაკას გადასვლას „მილანიდან” „რეალში” მოუთმენლად ელოდნენ ფეხბურთის ქომაგები. ფეხბურთელში კლუბმა ასტრონომიული თანხა, 65 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, დღემდე კაკას ღირებული არაფერი  გაუკეთებია – ხან ტრავმების გამო, ხან კი უბრალოდ, ცუდ ფორმაშია. ვარსკვლავი კაკა ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც ძირითადად, სათადარიგო სკამზე უწევს ჯდომა და მხოლოდ ამისთვის იღებს ასტრონომიულ ხელფასს.

მანიშე

რთულია იმის ახსნა, თუ ფეხბურთელმა, რომელსაც ახალი მოგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა, რატომ აირჩია კარიერის გაგრძელება რუსეთში. საუბარია პორტუგალიელ მანიშეზე, ერთ დროს „პორტუს” ლიდერსა და პორტუგალიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველზე. მანიშე მოსკოვის „დინამოელი” გახდა და წელიწადში სამ მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით. თუმცა, ხშირმა გადაფრენამ ციმბირსა და ვლადივოსტოკში, მასზე დამთრგუნველად იმოქმედა და მანიშემ გადაწყვიტა, გაეწყვიტა კონტრაქტი მოსკოვურ გუნდთან. ამას წინათ, ფეხბურთელმა გულახდილ ინტერვიუში თავის კარიერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ნანობს. და რას, ალბათ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

ანდრეი შევჩენკო

რა თქმა უნდა, ფულთან ერთად, შევჩენკოს ინგლისის პრემიერლიგაში თავის გამოჩენა უნდოდა. 2006 წელს უკრაინის ნაკრებისთვის წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, შევჩენკომ „მილანი” „ჩელსიზე” გაცვალა. კლუბს ვარსკვლავის შეძენა 64 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო ხელფასის სახით „შევა“ 245 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს კვირაში. ანდრეის კარიერა ლონდონში რომ არ აეწყო, ყველას მოეხსნება. ამიტომ ითქვა, რომ იგი მხოლოდ ფულის გამო გადავიდა „ჩელსიში”, რასაც, რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელი კატეგორიულად უარყოფდა. საბოლოოდ კი, „მილანში” წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ, შევჩენკო მშობლიურ კიევის „დინამოს” დაუბრუნდა, სადაც დაასრულებს კიდეც კარიერას.

დევიდ ბექჰემი

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული ფეხბურთელი, ინგლისელი დევიდ ბექჰემი 32 წლის ასაკში აიბარგა ევროპიდან და ამერიკაში, „ლოს-ანჯელეს გელექსის” რიგებში ჩაირიცხა. ამბობენ, რომ ფეხბურთელმა ევროპიდან წასვლის გადაწყვეტილება მეუღლის, ვიქტორიას გავლენით მიიღო. ვიქტორიას ლოს-ანჯელესში კინოვარსკვლავთა მეზობლად უნდოდა ცხოვრება. ბექჰემმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და ხელფასის სახით, ამ პერიოდში მის ანგარიშზე 250 მილიონი დოლარი დაირიცხა. სულ მალე, ბექჰემის კონტრაქტი იწურება და ამჯერად გაურკვეველია, სად განაგრძობს ვარსკვლავი კარიერას, ლოს-ანჯელესში თუ ევროპაში.

სამუელ ეტოო

სამუელ ეტოომ რეალობადა აქცია ის, რაზეც ფეხბურთის ქომაგები დაღესტანში მხოლოდ ოცნებობდნენ. კამერუნელმა ვარსკვლავმა უარი განაცხადა ევროპის ტოპ-კლუბებზე და ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვის მილიონებით გალიდერებულ მახაჩკალის „ანჟის” საუცხოო კონტრაქტზე მოაწერა ხელი. ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 80 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, მოსკოვში, ფეშენებელურ ვილაზე იცხოვროს და მხოლოდ თამაშის დღეს ჩავიდეს მახაჩკალაში. „ანჟისთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ეტოომ განაცხადა, რომ ამ ფულის სანაცვლოდ, იგი მთვარეზეც დათანმხდებოდა ფეხბურთის თამაშს. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, როდესაც მომავალში, რომელიმე ვარსკვლავმა დიდი ფულის სანაცვლოდ, მთვარეზე, მარსზე ან ვენერაზე გააგოროს ბურთი.

 

скачать dle 11.3