ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები
სული ქრისტესი და
სული ანტიქრისტესი
მაშინ გაცოცხლდება (ესე იგი, ჩაისახება და იშვება) მსოფლიო ბოროტება ქალწულის უწმინდურ მუცელში, რომელიც ხორცს შეასხამს (განასხეულებს) ანტიქრისტეს. მაშინ, უკანონო ქმედებისა და სიბილწის გამო, უსჯულო მსოფლიოს მისი უკანონო ქმედებებისა და სიბილწის გამო, განეშორება მადლი სულიწმიდისა, რომელიც აქამომდე ინახავს მსოფლიოს (დედამიწას) და მაშინ აღივსება საწყაული მსოფლიოს უსჯულოებისა, რაზეც წინასწარმეტყველი ამბობდა: „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთან თანა” (ფსალმ. 140.4).
მაშინ განსხეულდება იმ დრომდე მოქმედი ანტიქრისტეთა სულები, ესე იგი, დაიბადება კაცი, რომელიც იქნება უბილწესი და დედის საშოშივე იქცევა ეშმაკის უსრულყოფილეს ჭურჭლად; დაიბადება იგი მრუშობის ქალწულში და მრუშობისა და ბოროტების ქალწულისაგან (ესე იგი ბოროტი მეძავისგან, რომელიც გარეგნული ნიშნებით ქალწული იქნება).
მისგან (ამ ქალწულისგან) ხორცს შეისხამს ბოროტება მამაკაცის თესლის გარეშე. მისგან დაიბადება თესლით, მაგრამ, არა ადამიანური თესლისღვრით, არამედ, ჩაღვრილი თესლით შეისხამს ხორცს (ბერძნულ ტექსტში აქ ნახმარია სიტყვა, რომელსაც ორგვარი მნიშვნელობა აქვს, სახელდობრ: ჩაღვრილი და არანივთიერი (არამატერიალური). წმიდანი ორივე ამ მნიშვნელობას გულისხმობს: პირველს იმის აღსანიშნავად, როგორ მოხდება ანტიქრისტეს ჩასახვის ცრუსასწაულები ვითომდა ქალწულში, რასაც სხვა მამებიც წინასწარმეტყველებდნენ და, მეორეს – ანტიქრისტეს არანივთიერ თესლს, ანუ მის სულს, რომელიც მოქმედებს ადამიანებში.
რა არის არანივთიერი თესლი (ანტიქრისტეს თესლი)? არანივთიერი თესლი არის ბოროტება, ზრუნვა და მომხვეჭელობა.
თუმცა კი, ზრუნვის არსი სხვადასხვაგვარია (ესე იგი, ყველანაირი ზრუნვა არაა დამღუპველი, ყველანაირი უზრუნველობა კი – კარგი), მთავარი ადამიანისთვის არის ზრუნვა საკუთარი თავის გადარჩენისთვის.
ხსნა ადამიანისა კი არის: სიყვარული, სათნოება, თავმდაბლობა, თვინიერება, კეთილგონიერება – ესაა ზეთი ადამიანის გადარჩენისა (ესე იგი, ზეთი, რომელიც მოიმარაგეს სახარებისეულ იგავში მოხსენიებულმა ბრძენმა ქალწულებმა).
სიწმიდე და სამართლიანობა არის ადამიანებისადმი თანაგრძნობა (ესე იგი ქრისტიანის სულიერი სიმაღლე მუდამ განუყოფელია მოყვასთა მიმართ გულმოწყალებისგან). შემბრალებლობა ორი სახისაა: ერთი გულმოწყალება, რომელიც გამოიხატება გულუხვობაში, მეორე – სიტყვიერი ნუგეშისცემა, რომლითაც აიმედებენ დაჩაგრულთ. თუ არ აქვთ საშუალება, დაეხმარონ უბედურს, დაე, ნუგეში სცენ იმედის მომცემი სიტყვით და, ერთი იმ სიტყვისთვისაც კი, რომლითაც დარდს გაუქარვებენ უბედურს, წმიდა სამსჯავროზე თქვენ ნუგეშისცემული იქნებით სამართლიანი მსაჯულის სიტყვებით, როდესაც იტყვის: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაითა.” ხოლო, თუ არ დაამშვიდებთ დამწუხრებულს იმედისმომცემი სიტყვით, თავად მოგიწევთ, მოისმინოთ სამართლიანი მსაჯულისგან უნუგეშო სიტყვები: „განვედით ჩემგან, წყეულნო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც განმზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის,” რამეთუ გულშემატკივრული სიყვარული ათავისუფლებს ადამიანს ღვთის რისხვისგან.
სიყვარული ადამიანს ხდის სათნოსა და თვინიერს, თავმდაბალსა და უწყინარს გულით, მტრობა კი აშმაგებს; სიყვარული მუდამ ითმენს და არასოდეს არ აცდუნებს (ცოდვაში არ აგდებს) ადამიანის გულს, გულღვარძლიანობა და შურისმაძიებლობა კი ყოველთვის მოუთმენელია, მუდამ აცდუნებს კაცის გულს. ასე რომ, მის გულში არასდროს არის მშვიდობა.