კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

წმიდა სილუანი: ხშირად გვგონია, რომ ამქვეყნად უმთავრესია, ვიზრუნოთ იმაზე, რაც ჩანს, მაგალითად: ავაგოთ სახლი, დავამუშაოთ მიწა, გამოვკვებოთ საქონელი, ავიღოთ მოსავალი, ხოლო საკუთარ სულზე, რაღაც უხილავზე ზრუნვა – უმნიშვნელოა: ის შეიძლება ან აკეთო, ან – არა. სინამდვილეში კი ჭეშმარიტი საქმე მხოლოდ სულზე ზრუნვაა, იმაზე, რომ დღითი დღე უკეთესი და კეთილი გახდე, ხოლო დანარჩენი, ხილვადი, მხოლოდ  მაშინაა სასარგებლო, როცა სრულდება მთავარი სამუშაო – სულზე ზრუნვა.

იოანე დამასკელი: დიდი შეცდომაა, იფიქრო, რომ, შეიძლება, ცოდვისგან რწმენით ან ხალხის პატიებით გათავისუფლდე. ცოდვისგან ვერაფრით იხსნი თავს. შეიძლება, მხოლოდ აღიარო, რა ცოდვა ჩაიდინე და ეცადო, აღარ გაიმეორო იგი.

მიტროპოლიტი ანტონი: ხშირად ადამიანები თავიანთი სურვილების სიძლიერით უფრო ამაყობენ, ვიდრე საკუთარ სურვილებზე ზემოქმედების სიძლიერით. რა უცნაური შეცდომაა!

გაბრიელ ეპისკოპოსი: ფიქრობენ, რომ გარე მიზეზები ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებენ. ეს მავნე და საკმაოდ ჩვეულებრივი შეცდომაა. დაღლილობა, შიმშილი, ავადმყოფობა ზეგავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, ვისაც გაცნობიერებული აქვს ცხოვრების სულიერი საწყისი, იმ თვალსაზრისით, რომ ასუსტებს მის მოქმედებას, მაგრამ ვერ ცვლის მიმართულებას. მხოლოდ ბავშვები, ურწმუნო ადამიანები ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ: სასოწარკვეთაში ვარდებიან, ღიზიანდებიან, ძრახავენ და ეზიზღებათ ის, რაც ადრე მოსწონდათ და უყვარდათ.

ნიკოლოზ სერბი: შეიძლება, არც კი გვაფიქრებდეს, რას წარმოადგენს ეს უკიდეგანო სამყარო და სული ჩვენი, რომელმაც იცის თავი თვისი, მაგრამ, როცა გავიაზრებთ, შეუძლებელია, არ ვირწმუნოთ ღმერთი.

ბასილი დიდი: ცუდია, როცა ადამიანებს არ სწამთ ღმერთი, მაგრამ, უფრო უარესია, აღიარო ღმერთად ის, რაც არაა ღმერთი.

მთავარეპისკოპოსი იოანე: ღვთის საამებლად ლოცვა, წეს-ჩვეულებების აღსრულება, უფლის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. მაგრამ, ღმერთს ვერ მოატყუებ, მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებ.

იოანე ოქროპირი: ჭეშმარიტი მორწმუნეობა ის არაა, იცოდე მარხვის დღეები, როდის იარო ტაძარში, რომელი ლოცვა იკითხო ან ისმინო, არამედ, სიკეთით იყო სავსე, გიყვარდეს ყველა, ახლობელს ისე მოექცე, როგორც ისურვებდი, რომ თავად მოგექცნენ – ესაა ჭეშმარიტი მორწმუნეობა, ამას ქადაგებდნენ ყოველთვის ყველა ბრძენნი და წმინდანნი.

ისააკ ასური: ნებისმიერი თავის მართლება, სხვებთან შედარებით – ცდუნებაა, რომელიც წინ ეღობება სიკეთით ცხოვრებისკენ სწრაფვას და მის მთავარ მიზანს – სრულყოფას. შესადარებლად აირჩიე უმაღლესი სრულყოფილება და არა ადამიანები, რომლებიც, შესაძლებელია, შენზე დაბლა დგანან.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: ხშირად უბრალო, გაუნათლებელი და უწიგნური ადამიანები სავსებით ნათლად, შეგნებულად და ადვილად აღიქვამენ ჭეშმარიტ ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინ, როცა განათლებულები ჯერ კიდევ წარმართობაში არიან ჩაფლულნი. ეს იმიტომ ხდება, რომ უბრალო ადამიანები, უმეტესად, თავმდაბლები არიან, ხოლო განათლებულები – თავდაჯერებულები.

 

скачать dle 11.3