კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდება გოგონასთვის სიგიჟეებისა და სხვა რაღაცეების კეთება ანდრია გველესიანს და რის გამო შეცვალა მან თავისი ცხოვრება

ჯეოსტარელმა ანდრია გველესიანმა ჯერ კიდევ ქასთინგებზე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა, შესაბამისად, ორშაბათობით მის ყოველ გამოსვლას მსმენელი მოუთმენლად ელოდება. ალბათ, მისადმი ადამიანების ასეთ კარგ დამოკიდებულებასა და ინტერესს ის განაპირობებს, რომ ანდრია საკმაოდ მხიარული, დადებითი, ლაღი, ენერგიული და ხალისიანი პიროვნებაა, ისეთი, რომლის მიმართაც ადამიანი ერთი ნახვისთანავე კარგად განეწყობა.

 

– ბოლო ორი ტურია, სულ აუტსაიდერთა რიგებში დგახარ, არადა, შენგან მაყურებელი ძალიან ბევრს ელის.

– მეც არ ვიცი, რა ხდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ესემესების ბრალია, მაგრამ, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც მიმესიჯებს და მხარს მიჭერს. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რადგან ჩემთვის ამ პროექტში მთავარი ხალხის მხარდაჭერაა. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მწერს, მგულშემატკივრობს და მათგან ბევრი დადებითი მუხტი მოდის.

– ალბათ, ნერვიულობ კიდეც.

– ყველა ნორმალური ადამიანი კონცერტის წინ ნერვიულობს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ბოლო ტურებში უფრო მეტად გავიხსენი, რადგან ბევრი რამ ავწონ-დავწონე. თუ სცენაზე შებოჭილი გამოხვალ, მაშინ სცენაზე დგომას აღარც აქვს აზრი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, პრაქტიკულად, პირველად ვდგავარ სცენაზე, თუმცა, ბავშვობაში ჯანო კახიძის კაპელაში ვმღეროდი და მაშინ ვიდექი სცენაზე, ოღონდ, სხვებთან ერთად. თუმცა, როდესაც სცენაზე გავდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში შევდგი ფეხი. მაყურებელთან ურთიერთობა განსაკუთრებულად მსიამოვნებს. შენ თვითონ უნდა „იკაიფო“ შენს ნამღერზე და მერე ხალხსაც მოეწონება.

– როგორც ვიცი, ამ ხნის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გქონდა პრობლემები?

– ხშირად მახველებდა, სპაზმები მქონდა – გაციებული ვიყავი და ხველება დამიტოვა. კულისებში სულ ჩემი ხველა ისმის, მაგრამ, სცენაზე რომ გავდივარ, საერთოდ მავიწყდება. სერიოზული არაფერია, თან, მკურნალობაც დავიწყე.

– ბავშვობიდან მღერი?

– სამუსიკო შვიდწლედი მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. ისე, რაც თავი მახსოვს, ჩემს ოჯახში სულ მღერიან, ერთი პერიოდი სიმღერა მობეზრებულიც კი მქონდა. დედაც და მამაც მომღერლები არიან, მამა ანსამბლ „რუსთავში“ მღერის. სხვათა შორის, ვოკალის მასწავლებელი არასდროს მყოლია და რაც ვიცი, ეს მამაჩემის დამსახურებაა, მან მომამზადა. პარალელურად, ბავშვობიდან სულ დავდიოდი სპორტის რამდენიმე სახეობაზე, თუმცა ყველაზე სერიოზულად ცურვას მივყვებოდი – 13 წლისას მეორე თანრიგი მქონდა. მაგრამ, მერე ფეხბურთზე გადავედი. სპორტის ეს ორი სახეობა განსაკუთრებულად მიყვარდა. მამაჩემს შევუთანხმდი, თუ ცურვაში მეორე თანრიგს ავიღებ, ფეხბურთზე გადამიყვანეთ-მეთქი.

– სად უფრო ივარგე?

– ცურვას რომ გავყოლოდი, ახლა ამ სფეროში ბევრი რამ მექნებოდა გაკეთებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შემოვტრიალდი და ხელოვნება ავირჩიე. სიმღერაც ძალიან მიყვარს, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ამ ხნის განმავლობაში ვცურავდი, ვთამაშობდი და თან ვმღეროდი, ვაყრუებდი მეზობლებს. საერთოდ, ყველგან ვმღერი, თეატრალურშიც და, მოკლედ, ყველგან. როცა კარგ ხასიათზე ვარ, უფრო კარგად ვმღერი, მაგრამ, როცა ცუდ ხასიათზე ვდგები, სიმღერით ვწყნარდები – ამას, თავისი დადებითი მუხტი მოაქვს. თან, როდესაც სიმღერა სულ გესმის, უკვე სისხლშიც გაქვს გამჯდარი. როდესაც სპორტზე დავდიოდი, ვამბობდი: რა თეატრი, რა სიმღერა-მეთქი, მაგრამ, ბოლოს მაინც ამ ყველაფერმა გადამძალა.

– მსახიობობაც მოგვიანებით გადაწყვიტე?

– მადრიდში ორი წელი ვცხოვრობდი დედაჩემთან, კოლეჯში ვსწავლობდი და ერთ-ერთ ნორმალურ გუნდში ვთამაშობდი ფეხბურთს. იქ ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა – საკუთარ თავზე ვიყავი ძირითადად დამოკიდებული და დიდი გამოცდილება მივიღე ამ მხრივ. კოლეჯში ჩამოყალიბდა თეატრალური ჯგუფი, მეც ძალიან მაინტრესებდა ეს სფერო და მიმიღეს. მარტო მე ვიყავი  ქართველი და კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვე, დღემდე ვუყვარვართ ქართველები, თუმცა, არა მხოლოდ იმ კოლეჯში. კინო ძალიან მიყვარს და, როგორც წიგნები, ასევე ფილმები, ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. როდესაც კოლეჯში თეატრალურ დასში მოვხვდი, ძალიან გამიხარდა, ყველაზე მეტად ეს გაკვეთილი მიყვარდა. ესპანურ ენაზე ვდგამდით სპექტაკლებიდან ნაწყვეტებს და ენაც უცებ ვისწავლე, იქ შეამჩნიეს, რომ მსახიობობის ნიჭი მქონია. კოლეჯიდან სპექტაკლებზეც დავყავდით და, ფაქტობრივად, „მოვიწამლე“ ამ სფეროთი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა,  რადგან მსახიობობა და მომღერლობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. როდესაც სცენაზე დგახარ, უპირველეს ყოვლისა, მსახიობი უნდა იყო, რომ შენი ემოციები კარგად გადმოსცე. ამჟამად თეატრალურში მეორე კურსზე ვარ და იქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. თან, ძალიან კარგი ჯგუფია და მაგარი რეჟისორი, ნიკო ქანთარია. გულით  და სულით სულ იქ ვარ, ეს ჩემი საყვარელი ადგილია, მეორე სახლია. მთელ დღეს იქ ვატარებ და ღამის 12 საათზე მივდივარ სახლში.

– რადიკალური ცვლილებები გყვარებია.

– თავგადასავლები მიყვარს ძალიან და ბევრი თავგადასავალიც მაქვს გადახდენილი.

– დონ კიხოტივით ხომ არ ებრძოდი ქარის წისქვილებს?

– არა, მაგრამ, ბავშვობაში მისნაირი თმა – „იოჟიკები“ „მომწონდა“. მეგობრებთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი სადმე უცნობ ადგილას, თუნდაც ჯუნგლებში და ვირბენდი ლომებთან ერთად. ზოგადად, ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება. სულ ვცდილობ, ჩემი ცხოვრება ასეთი გავხადო, მაგრამ, თეატრალურში სწავლა ამის დროს ხშირად არ მიტოვებს. თუმცა, როდესაც დრო მაქვს, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, გართობა. ბევრ ადამიანთან ვმეგობრობ, ჩემ ირგვლივ ბევრი ხალხია, მაგრამ, რადგან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, ამიტომ, ვცდილობ, ეს დრო უახლოეს მეგობრებთან, მერხის ძმაკაცებთან, უბნელებთან ერთად გავატარო.

– მოჩხუბარი ტიპიც ხომ არ ხარ?

– არა,  ამ ასაკმა უკვე გაიარა. რა თქმა უნდა, თავის დროზე იყო ასეთი რაღაცეები. საერთოდ, არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს, თუმცა, ბევრ რამეს იუმორით ვუყურებ. არ შეიძლება, ყველაფერზე ნერვები მოიშალო და სხვებსაც ამის გაკეთებას ვურჩევ. მაგრამ, არის რაღაცეები, რასაც ვერ გადაახტები და ამ დროს ძირითადად „ვსვანდები“. სვანური ფესვების მქონე იმერელი ვარ, ფიცხი ხასიათი მაქვს, თუმცა, მე სიყვარულის მოყვარული ვარ, ყველა ადამიანში კარგს ვეძებ, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ ამჟღავნებს ცუდ ხასიათს. საერთოდ, ყველაფერი კარგი მიყვარს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვს ქართულ სუფრასთან, სასმელთან?

– ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. პატარაობიდან, რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში სულ სუფრა იყო გაშლილი, მოდიოდნენ ბაბუას, მამას მეგობრები, ახლობლები – ეს ჩვენთან ტრადიცია იყო. ამისთვის, სამწუხაროდ, ვერ ვიცლი ხოლმე, მაგრამ, როგორც კი საშუალებას გამოვნახავ, რა თქმა უნდა, ასე ვატარებ დროს ახლობლებთან ერთად, თუმცა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია, მათ შორის – დალევაც. ისედაც კარგად ვგრძნობ თავს, არ მჭირდება სასმელი იმისთვის, რომ მერე გავიხსნა.

– დარწმუნებული ვარ, ახლა შენი თაყვანისმცემელი გოგონები განსაკუთრებით გააქტიურდებოდნენ.

– აქტიურობენ და, რომ გითხრა, ეს კარგი ამბავი არ არის-მეთქი, არც შენ დამიჯერებ და არც მე. ყურადღება სასიამოვნოა და, მეც ვცდილობ, ყველას ვუპასუხო – ჩემი მხრიდან ეს დასაფასებელია.

– როგორი გოგონები მოსწონს ანდრიას?

– მამაკაცისთვის ყველაზე სასურველია, გოგონას გარეგნობა და ხასიათი ერთმანეთს შეესაბამებოდეს – ეს არის ჩემთვის მთავარი. რომ გითხრა, აუცილებლად ქერათმიანი უნდა იყოს ან შავგვრემანი-მეთქი, ასე არ არის, რადგან ყველას თავისებური ხიბლი აქვს. ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ხდება. ადრე იყო რაღაცეები, მაგრამ, ახლა თავისუფალი ვარ. თუმცა, როდესაც საკუთარ თავს რამე სერიოზულს შევატყობ, ანუ, თუ ვინმე მაგრად შემიყვარდა, მერე სხვისკენ აღარ ვიხედები. ახლა თავისუფალი ვარ, თუმცა, არავინ იცის, როდის მოვა ეს გრძნობა.

– როგორია შეყვარებული ანდრია? ალბათ, თამამად გამოხატავს თავის გრძნობებს.

– ბევრი ორიგინალური რამ გამიკეთებია. როცა გოგონა მართლა გიყვარს, ვერაფერს დაგეგმავ წინასწარ, ეს სიგიჟეები და რაღაცეების გაკეთების სურვილიც თავისით მოდის. სიყვარული არასდროს არაფერში არ მიშლის ხელს. როცა გიყვარს თვალებგაბრწყინებული დადიხარ – მასთან ერთად სხვებიც, ყველა გიყვარს. დიდ მუხტს გაძლევს, როდესაც გვერდით გყავს გოგონა, რომელიც ძალიან გიყვარს.

 

 

скачать dle 11.3