კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულასაჩუყებლები

ანუ „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები“

 

ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებებით ვხარობთ, მეორე მხრივ კი, ქართველი მეზღვაურები კვლავაც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან. გასულ კვირას „სომალი რეპორტმა“ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელზეც დატყვევებული ქართველები არიან გამოსახული (შეგახსენებთ, მათი ტყვეობა უკვე წელიწადზე მეტს ითვლის). ვიდეორგოლში ერთ-ერთი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს: „მეკობრეები ძალიან გაბრაზებული არიან (აბა, კარგ გუნებაზე რა დააყენებთ, ალბათ, პირველი შემთხვევაა, რომ ტყვეებს მიმკითხველი არ ჰყავთ?!), გვცემენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. საჭმელი და წყალი, რაც ჩევნთვის მოაქვთ, არ არის საკმარისი ნორმალური ცხოვრებისთვის. ზოგიერთი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ, ვერ ვეხმარებით, რადგან მედიკამენტები არ გვაქვს.“ 

რაკი გემის მფლობელი არ აპირებს გამოსასყიდის (9 მილიონი აშშ დოლარის) გადახდას, ბუნებრივია, ჯერი ქართულ მთავრობაზეა, თუმცა, ეს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარსაც არ აკეთებს, მოტივით, მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროსო  (ნეტავ, მეტი რაღა უნდა დაემუქროთ?!). სამაგიეროდ, კომენტარს აკეთებს დამტყვევებელი მეკობრე (როგორც ჩანს, ისინიც დაიღალნენ და, ვისაც ეხება, იმის გულის ასაჩუყებლადაც გადაიღეს ეს ვიდეორგოლი): „ეკიპაჟი კარგად არის, თუმცა, ძნელი სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ ისინი.“

ჩვენ არ ვიცით, აუჩუყებს თუ არა გულს ეს კადრები, ვისაც გატაცებული მეზღვაურების გამოხსნა ევალება, იმის თქმა კი შეიძლება, რომ, სავარაუდოდ, სომალელი მეკობრეები საქართველოს მოქალაქეებს ტყვედ ნაკლებად აიყვანენ! 

 

скачать dle 11.3