კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბარბაროსა“

„შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი? ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება!“

 

რაკი ჯერაც არ შემწყდარა სჯა-ბაასი აწ უკვე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახლად გამოჩენილი  ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის ირგვლივ, ბუნებრივია, ამ ფაქტს გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. მით უფრო, რომ თვით აშშ-ის ელჩიც კი აღაშფოთა ქართველი ჟურნალისტების ქცევამ (ბ-ნმა ბასმა არც რჩევა დაგვამადლა: მეტი კითხვა დასვით და ნაკლებად აფრქვიეთ საკუთარი აზრებიო). მართალია, პრესკონფერენცია საათ-ნახევარს გაგრძელდა, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ინფორმაციული ეს შეხვედრა ვერ გამოდგა. ხოლო, რაკი ვერ გამოდგა, ინფორმაციის ამოღება კი სწორედ ჟურნალისტის პრეროგატივაა (რადგან რესპონდენტებს მხოლოდ ჟურნალისტებისთვის თვალის ერთი შევლებით  არ ეშლებათ ლაპარაკის საღერღელი), ჩნდება ეჭვი (კორექტულად ვამბობ, თორემ რაღა ეჭვი, აშკარაა), რომ ქართული ჟურნალისტიკა ვერ ასრულებს თავის მთავარ მოვალეობას: მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჰოდა, რაკი ვერ ავრცელებს, ბევრი ვერაფერიც შევიტყვეთ პიროვნებაზე, რომელიც ამ ჩვენი ქართული პოლიტიკის მორევში აპირებს გადაშვებას.

ხოლო, თუ ამ ყოველივეს დავამატებთ იქ გამართულ ბრძოლას მიკროფონებისთვის, რომელსაც, პირობითად, თუ მთლად „ბარბაროსა“ არა, კოდური სახელწოდება: „დამითმე-არ დაგითმობ“, ნაღდად მოუხდებოდა, ნატოსა და ევროკავშირს ვინღა ჩივის, ვითომ ბოსელში კი შეგვიშვებდა თავმოყვარე საქონელი?! იმას გარდა, რომ, თურმე, კვლავაც  აქტუალურია ჩივილი გლეხისა: „შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი? ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება!“

 

скачать dle 11.3