კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წარსულის სურნელი

„ყამირი“ და „მცირე მიწა“ – ახალქართულად

 

შესაძლოა, იმიტომ, რომ მისი სული კვლავაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში ტრიალებს, თუმცა სხეული კარგა ხანია, გაეროშია დავანებული (მიმიხვდებოდით, რომ საქმე ბ-ნ ალექსანდრე ლომაიას ეხება), ბ-ნი შაშკინიც საგანმანათლებლო საქმიანობას აქტიურად უთავსებს საქვეყნო საქმეებს. ხოლო, რაკი უთავსებს, არც გასული კვირა ჩაუგდია. იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენმა მინისტრთა კაბინეტმა (რომელსაც ჯერაც არ განელებია სიხარული პენსიონერებისთვის პენსიის 100-ლარიანი გათანაბრების გამო, მიუხედავად მათი კუთხური წარმოშობისა) გასულ კვირას ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. როგორც ჩანს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საკუთარ მოვალეობად მიიჩნია  ამ სამოქმედო გეგმის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გაცნობა. თუმცა, რაღა მიიჩნია, უკვე გააცნო (მეორე მხრივ, თუ საატესტატო გამოცდების კომპეტენციის ზღვრის სიდაბლეს გავიხსენებთ, ცოტა უფრო მარტივიდან ხომ არ უნდა დაეწყო?!).

ასეა თუ ისე, ოფიციალური ინფორმაციით, „დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა მომდევნო წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა მიზანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის შექმნაა.“ მეტიც, მინისტრს ძირითადი ყურადღება სკოლებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე გაუმახვილებია.

ბუნებრივია, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ამ ჩვენს განათლებას ჩალის ფასი ექნება (მით უფრო, რომ ეს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიო რეიტინგებში ნომრად 5 000-ს იქით არიან), თუმცა, ჯერჯერობით, ამ ყოველივეს უფრო წარსულის სურნელი ასდის (თუ რატომ, ვგონებ, არ საჭიროებს განმარტებას).  ხოლო, რაკი ამ ჩვენს პოსტრევოლუციურ ყოფას ზემოხსენებული სუნი მოსძალებია, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ სასწავლო პროგრამებში „ყამირისა“ და „მცირე მიწის“ სწავლებაც შემოიღონ (ცხადია, მოქართულებულების).

 

скачать dle 11.3