კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოდიპლომატიურებული მეგობრები

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“

 

იყო დრო, როდესაც უკრაინული „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი აწ უკვე პატიმარი იულია ტიმოშენკო და ჩვენებური ვარდების რევოლუციის შემოქმედი ელიტა ერთმანეთისთვის სულსა და გულს არ იშურებდნენ, ოღონდ, ეს მანამ იყო, სანამ მათ შორის უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩადგებოდა. და იმას, რომ ეს მართლაც იყო (და ვაი, რომ აღარ არის), საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი ბარამიძის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განმარტებაც მოწმობს.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გისოსებს მიღმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოთავსებაზე ცივილიზებულ მსოფლიოს მეტად ერთგვაროვანი პოზიცია აქვს. სახელდობრ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და დამრიგებლები უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადახედოს განაჩენს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლამის ურთიერთობების გაყინვითაც იმუქრებიან. ამის ფონზე, ჩვენებური ბ-ნი ბარამიძე აცხადებს, რომ  „უკრაინის ექსპრემიერის პროცესი უკრაინის შიდა საქმეა.“ ვიცე-პრემიერი უფრო შორსაც მიდის და დარწმუნებულია, რომ „ტიმოშენკოს საქმე უკრაინის კანონმდებლობას შეესაბამება და ეს საკითხი უკრაინის საზოგადოების ინტერესების მიხედვით გადაწყდება.“

მეორე მხრივ, შესაძლოა, ასეთი სიფრთხილე ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევნებზე კუდის მოწვითაც იყოს განპირობებული (იმ ამბავს ვგულისხმობ, ლამის მთელი საქართველო რომ აკვირდებოდა უკრაინულ არჩევნებს), ან, სულაც, მართლაც, დიპლომატიური მოსაზრებებით (იქნებ, ევროპაზე მეტად გამოვდიპლომატიურდით?!). მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ, არა მხოლოდ პოლიტიკური, რევოლუციური მეგობრობისთვისაც უცხოა რუსთაველის სწავლება: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“, ოღონდ ძალიან ახლოს – ოკუპანტთა შეგონება: „მოია ხატა ს კრაიუ“…

 

скачать dle 11.3