კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასათიბები

„არა მწადიან ცელობა“

 

მართალია, ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ თანამდებობიდან გადააყენა (ვერც ხალხის იმედები გაამართლა და ვერც ჩვენ მიერ მიცემული შანსი გამოიყენაო!), თუმცა, ის არ ცხრება და გასულ კვირას კოლეგა ოპოზიციონერ ქ-ნ ხიდაშელთან ერთად საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგიც გამართა იმ მარტივი მიზეზით, რომ ზემომოხსენიებულ სასამართლოს, თურმე, აგერ უკვე სამი თვეა, არ განუხილავს მათ მიერ ამა წლის 21 ივლისს შეტანილი სარჩელი, რომელიც  დასუფთავების გადასახდელის ელექტროენერგიის საფასურზე მიბმას ეხებოდა (რაღა ეხებოდა, ეხება!).

სარჩელის ავტორებმა განუხილველობის საკუთარი ვერსიაც გაგვანდეს: „აღნიშნული სარჩელი, კანონის თვალსაზრისით, გამართული და მოწესრიგებულია და, განხილვის შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილება გარდაუვალია, არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი მოსამართლე ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. ის დაამტკიცებს, რომ აღნიშნულ უსამართლობაში ხელისუფლების თანამონაწილეა.“

საქალაქო სასამართლო არც ამ ბრიფინგს და არც სარჩელის შემტანთა არგუმენტებს არ გამოხმაურებია, ან კი როგორ გამოეხმაურებოდა, როდესაც გასულ კვირასვე გახდა ცნობილი (და მერე რა, რომ თავად სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევით), რომ მოქალაქეთა 72 პროცენტი ქართული სასამართლოსადმი ნდობითაა გამსჭვალული. ამ კვლევის გათვალისწინებით კი, სულაც არ არის გამორიცხული, ისეც გამოვიდეს, რომ  ქართველ ხალხს (შესაძლოა, ამის დასადგენად ჩვენს სასამართლოში კიდევ ერთი კვლევაც ჩატარდეს), თურმე, მოსწონს კიდეც დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის საფასურზე მიბმა და კომუნალური გადასახდელების ტარიფებს პოეტური სიმაღლიდან ჭვრეტს: „ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა.“ თანაც, რა დიდი განსხვავება უნდა იყოს: სიცივე და სიბნელე „გაგთიბავს“ თუ ჯიბის დაცარიელება, თუ მაინც გასათიბად ხარ გამზადებული?!

 

скачать dle 11.3