კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი კაბა ეცვა თაკო ცქვიტინიძეს ქორწილში და რატომ იყო მისი და ნიკა კუჭავას ხელისმოწერა ფიქტიური

 

თბილისში ეს ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია – ლამაზმანი და გოგონების გულთამპყრობელი... მართალია დიდი ხანია, იმ დოზით აღარ ჩანან ეკრანზე როგორც ეს ადრე იყო, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი ოდნავაც არ განელებულა, მით უფრო მას შემდეგ, რაც დაწყვილდნენ. თაკო ცქვიტინიძე და ნიკა კუჭავა უკვე ერთი წელია, ერთად არიან, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ ახლა დააკანონეს.  

 ტრადიციული ქართული ქორწილი სიძის მიერ პატარძლის სახლიდან წამოყვანით დაიწყო. თაკო მართლა, ულამაზესი იყო. პირველი იდეა კი ის გახლდათ, რომ მას ყველაზე ცნობილი მოგვარე დიზაინერის, ავთო ცქვიტინიძის შექმნილი კაბა ეცმებოდა, მაგრამ შევცდი. თაკო „მარი გოლდის” კაბაში იყო გამოწყობილი. „მარი გოლდი” გამოირჩევა პომპეზური, დიდი, მასშტაბური კაბებით, თუმცა თაკოს კაბა საკმაოდ სადა, ნაზი იყო და საოცრად უხდებოდა წამყვანის საკმაოდ მიმზიდველ, ეშხიან, სექსუალურ გარეგნობას. დარწმუნებული ვარ, ნიკას თაკო იმ დღეს ხელახლა შეუყვარდებოდა. წყვილს ჯვრისწერა „შანხაის” ტერიტორიაზე მდებარე, ახალაშენებულ ეკლესიაში ჰქონდა. თაკოს განსაკუთრებით უხდებოდა ნაზი თავსაბურავი და გვირგვინი ჯვრისწერისას. თაკოს და ნიკას სამ-სამი მეჯვარე ჰყავთ, მათ შორის არიან ყველასთვის საყვარელი – ზურა ბერიკაშვილი და როლიკო ოქროპირიძე. 

 ჯვისწერის შემდეგ ნეფე-პატარძალმა სტუმრებთან ერთად რესტორან „ქალაქურში” გადაინაცვლეს, სადაც დაიწყო ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სახალისო ამბავი. როგორც აღმოჩნდა, ნიკას და თაკოს ხელი ერთი თვით ადრე მოუწერიათ და იმ დღეს „ქალაქურში” ხელი მხოლოდ ფიქტიურად მოაწერეს. მმაჩის ბიუროს ნაცვლად, რიტუალის აღსასრულებლად მარჯანიშვილის თეატრიდან ეკა ნიჟარაძე მოვიდა. ეკამ ჯერ ტექსტი იპოვა გაჭირვებით, შემდეგ ცერემონია დაიწყო, მაგრამ ამაზე ყველამ ძალიან ბევრი იცინა. 

 თაკოს და ნიკას ქორწილი „ქალაქურის” მეორე სართულზე ნამდვილ წარმოდგენად გადაიქცა. მარჯანიშვილის თეატრის დასის დიდი ნაწილი ქორწილში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს ჯანსაღი, ლაღი იუმორი, კარგი სიმღერა და ცეკვა არ მოჰკლებიათ. მანანა კოზაკოვა, ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ეკა მაზმიშვილი (მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი) და კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იზიარებდა ნიკას და თაკოს სიყვარულის „ლეგალიზებას”. ყველამ არაჩვეულებრივად მოილხინა, ყველაზე მეტად კი თავად ნეფე-პატარძალმა. თაკომ საპატარძლო კაბა გამოიცვალა და მოკლე, ულამაზესი, ღია კაკაოსფერი კაბითა და თეთრი ჩექმით დაუბრუნდა ქორწილს და ძალიან ბევრი იცეკვა. ჩვენი ყურადღება როლიკო ოქროპირიძისა და სოფო გორელაშვილის წყვილმა მიიქცია, რომლებიც მთელი საღამოს განმავლობაში შორიდან ისე უყურებდნენ ერთმანეთს, აშკარა იყო, გარშემო ერთმანეთის გარდა ბევრს ვერაფერს აღიქვამდნენ. კულმინაცია მათი საოცარი ცეკვა და ნიკო გომელაურის ლექსი იყო, რომელიც უკვე კარგად ნასვამმა როლიკომ ცოლს მიუძღვნა. მთელი დღის მხიარულებაში ეს იყო წუთები, როდესაც ყველა სტუმარს თვალზე ცრემლი მოადგა. ნამდვილი სანახაობა იყო მანანა კოზაკოვას და ბაია დვალიშვილის ცეკვა. 

 ერთი სიტყვით, ეს არ იყო ქორწილი, საიდანაც სტუმრები ათ საათზე გარბიან. მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. ეს იყო ქორწილი, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს და მხოლოდ რჩეული ბიჭები უხდენენ მას საყვარელ ადამიანს.

 

 

скачать dle 11.3