კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განიკურნა კაზინოების მოყვარული კაცი კომბოსტოს დახმარებით

 

ახალგაზრდობაში ძალიან აზარტული ადამიანი ვიყავი. მოსკოვში ვცხოვრობდი და არც ერთ კაზინოს და სათამაშო აპარატს გვერდს არ ვუვლიდი. ვიცოდი, რომ შვედეთში არსებობს კლინიკა, სადაც ჩემნაირი სენით დაავადებულ ადამიანებს კურნავენ და უკვე მზად ვიყავი, იქ წავსულიყავი და მემკურნალა.

ერთხელაც, მოვხვდი მდიდარ მოსკოველთა კორპორაციულ საღამოზე, სადაც მოიწვიეს ცნობილი შოუმენი ლეონიდ იაკუბოვიჩი. მან დამსწრეებს მოგვიწყო თავისებური „პოლე ჩუდესისეული“ შოუ: მსურველები მაგიდის ირგვლივ დგებოდნენ და იაკუბოვიჩი ისარს ატრიალებდა. ერთმა სამოთახიანი ბინა მოიგო, მეორემ  – მანქანა, მესამემ – არაფერი. ჩემი რიგიც დადგა. შოუმენმა დაატრიალა ისარი და ის გაჩერდა წარწერაზე – „კომბოსტოს თავი“. იაკუბოვიჩმა ამოიღო შავი ყუთიდან აგრარული მეურნეობის დამჭკნარი პროდუქტი და მე გამომიწოდა.

– თქვენთვის მიჩუქნია ეს საძაგლობა! – ვუთხარი გაწბილებულმა.

– კეთილი და პატიოსანი! – გულფიცხობდა ლეონიდი, – თქვენ არ გადაიფიქრებთ? ნახეთ, რა შესანიშნავი კომბოსტოა, ბორშჩს მოიხარშავთ. წაიღეთ სახლში, ყველაფერი გამოგადგებათ. მკვდარ თაგვს რომ იპოვით, ისიც საჭიროა – თქვენი მეზობლის კატას შეაჭმევთ.

– ღმერთო ჩემო, რად მინდა მე ეს დამპლობა? – წამოვიყვირე, – არ მჭირდება, შეეშვით შაყირს!..

იაკუბოვიჩი მიუბრუნდა დამსწრეებს და გამოაცხადა: ვითვლი სამამდე: ერთი.... იცოდეთ, თუ უარს ამბობთ, პრიზს აღარ დაგიბრუნებთ! ორი... ველი თქვენს პასუხს.

– თქვენს ცოლს წაუღეთ ბორშჩისთვის! – მივაძახე მე.

– სამი! ესე იგი, მე მიტოვებთ. ეს თქვენი ბოლო სიტყვაა?

მე ლაპარაკის სურვილიც კი არ მქონდა და თავი დავუქნიე.

მან აიღო კომბოსტოს თავი, დადო მაგიდაზე და მეთოდურად დაუწყო ნახევრად დამპალი ფურცლების მოცლა.

– რატომ თქვით უარი? მე თანახმა ვარ, ზემოდან კომბოსტოს თავი ცოტათი გაფუჭდა, მაგრამ შიგნით ნორმალურია... ეს რაღაა? –  მან ნელი მოძრაობით ამოაძრო კომბოსტოს თავიდან ფურცელი. გადაშალა, ასწია თავს ზემოთ და ხმამაღლა გამოაცხადა:

– ესაა პრიზი ჩვენი სპონსორისგან – „ვოლგა-ბანკისგან“ – ჩეკი ასი ათას ამერიკულ დოლარზე!

ინფარქტმა როგორ არ დამარტყა, არ ვიცი! და ამის შემდეგ, ლეონიდ იაკუბოვიჩის წყალობით, განვიკურნე. 11 წელი გავიდა და არანაირ აზარტულ თამაშს ახლოს არ ვეკარები. 

 

 

скачать dle 11.3