მეზღვაურს გოგონა ყველა პორტში ჰყავს‚ ინტერნეტის მომხმარებელს – ყველა პორტალში.
***
მამაკაცი ფოტოატელიეში შედის. ხედავს – ფოტოგრაფი მშვენიერი ქალია. გაიხადა ტანზე და მიმართავს:
– თუ შეიძლება‚ ეროტიკული ფოტო გადამიღეთ.
– უკაცრავად‚ მაგრამ მიკროფოტოებზე ჩვენ არ ვმუშაობთ...
***
ლექცია სამედიცინო ინსტიტუტში:
– უნდა იცოდეთ‚ რომ ახალგაზრდა‚ დამწყები ქირურგი თავის თავში მხოლოდ 8-9 გვამის... უჰ‚ 8-9 ოპერაციის შემდეგ რწმუნდება...
***
როდესაც ხელში ჩაქუჩი გიჭირავს‚ ირგვლივ ყველა ლურსმნად გეჩვენება.
***
შედის მამაკაცი ბარში‚ ერთი-ორი ჭიქა ვისკი და... ერთი საათის შემდეგ წითელ ქვედაბოლოში გამოწყობილ, მაღალ, ლამაზ გოგონასთან ერთად განცალკევდა.
გოგონა პროფესიონალური ხელის მოძრაობით იწყებს საქმეს...
– რა მაგრად გამოგდის‚ საყვარელო... – შეაქო კაცმა.
– რატომაც არა... ცოტა ხნის წინ მეც ასეთი მქონდა.
***
– ალო‚ მილიციაა?
– დიახ.
– თუ ადამიანს უბედურება შეემთხვა‚ დახმარებისთვის თქვენ უნდა მოგმართოთ?
– დიახ. რა მოხდა?
– გუშინ‚ ცოტა დავლიე და... კარტში 100 ლარი წავაგე.
***
„ეთერში იყო ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. ახლა კი მოისმინეთ მუსიკა...“
***
მთვრალი არწივი რესტორნიდან გამოვიდა. აფრენას ცდილობს‚ წვალობს‚ ვერ ახერხებს...
– ეჰ, ისევ ფეხით მომიწევს სახლში წასვლა...
***
– შესანიშნავი საღამოა‚ ჩემთან ხომ არ ავსულიყავით‚ ყავა დაგველია...
– რა ვიცი‚ გვიანი საღამოა და – ყავა?
– ძალიან გთხოვთ‚ ნახევარი წელია‚ ყავა არ მქონია...
***
ორი ქალი მაღაზიაში შედის და ტანსაცმელს არჩევს. მიუახლოვდა კონსულტანტი გოგონა:
– ხომ არ დაგეხმაროთ? თქვენი ზომები‚ თუ შეიძლება...
– 60 კილოგრამი‚ 170 სანტიმეტრი სიმაღლე‚ 60-90-60.
– ე‚ მაკუნა‚ გამოფხიზლდი‚ მაღაზიაში ვართ!..
***
– გაიგე‚ მიხოს რა უბედურება დაემართა?
– არა‚ არაფერი გამიგია!
– აბა‚ საწყალი... ჩემი ცოლი მაგასთან წავიდა...
***
წიგნის – „საჭმელი და შხამიანი სოკოების“ – შემდგენლები ბოდიშს უხდიან თავიანთ მკითხველებს და თანაგრძნობას უცხადებენ მათ ოჯახებს.
***
განცხადება:
„ფიტნესკლუბი კლიენტების კომპლექსური მომსახურებისთვის სამსახურში იწვევს უკომპლექსო გოგონებს“.
***
– ექიმო‚ იქნებ დამეხმაროთ‚ სხვისი ცოლები მიზიდავენ და... სულ ნაცემი დავდივარ.
– იქნებ, ჯარში წასულიყავით‚ ცოტას დამშვიდდებით‚ განელდებით...
ორი წლის შემდეგ:
– ექიმო, დიდი მადლობა‚ კარგი რჩევა მომეცით...
– რა, აღარ გიზიდავენ სხვისი ცოლები?
– როგორ არა‚ მაგრამ, 45 წამში ვიცვამ.
***
ალპინისტის უკანასკნელი ფიქრი: „მართალი იყო მამაჩემი‚ გამოვსულიყავი მოჭადრაკე...“
***
თუ შვილი უსმენს მშობლებს‚ ის თავის ფიქრებშია წასული.
თუ ცოლი უსმენს ქმარს‚ ესე იგი, ქმარი ხელფასის მომატებაზე ელაპარაკება.
თუ ქმარი უსმენს ცოლს‚ ესე იგი, ფეხბურთი დამთავრდა და საინფორმაციო ჯერ არ დაწყებულა.
თუ სიდედრი უსმენს სიძეს‚ ესე იგი, ის სხვისი სიძეა.
თუ სიძე უსმენს სიდედრს‚ ესე იგი, ის მემკვიდრეობაზე ლაპარაკობს.
***
– ბიჭო‚ წუხელ ბილ გეითსი დამესიზმრა. საინტერესოა‚ ეს ფულს ნიშნავს თუ ვირუსს?
***
„მარტოხელა საფეხბურთო გუნდს დიდი სურვილი აქვს‚ გაიცნოს თავისი ოცნების ოლიგარქი“.
***
„ვცვლი შავ პურსა და თეთრ ზღვას თეთრ პურსა და შავ ზღვაზე“.
***
რეკლამა:
„ძვირფასო სტუმრებო! თუ თქვენ დაკარგეთ საფულე‚ შეიარეთ პირველ სართულზე გახსნილ ტყავეულის მაღაზიაში „უცხო მოყმე“‚ სადაც შემოგთავაზებენ მაღალი ხარისხის ტყავის ნაწარმს‚ მათ შორის, საფულეებისა და ჩანთების ფართო არჩევანს“.
***
– დედი‚ რატომ მეძახის სკოლაში ყველა მაიმუნს?
– აბა‚ ახლავე დაბლა ჩამოდი‚ ფარდაზე ნუ ჰკიდიხარ და, ბანანი თუ გინდა, კარადის თავზე დევს‚ აძვერი და აიღე!
***
– არ ვიცი, რას მოვიფიქრებ‚ მაგრამ, ეკას რაღაც საშინელება უნდა გავუკეთო... იცი‚ რატომ? მთელი ქალაქი ჩემზე ჭორაობს.
– კი მაგრამ‚ შეიძლება, ის სულაც არ ავრცელებს ამ ჭორებს.
– შეიძლება‚ მაგრამ, საშინელება ეკას მინდა, რომ გავუკეთო...
***
– რამდენია შენი ინტელექტის კოეფიციენტი?
– ზუსტად არ ვიცი‚ მაგრამ, მგონი, საკმარისი; ყოველ შემთხვევაში, ცხოვრებაში მეტი არ მჭირდება.
***
– ცხოვრებაში ორი სისუსტე მაქვს: ქალები და სექსუალური სისუსტე.
***
ექიმი ეუბნება ავადმყოფის ცოლს:
– ვწუხვარ‚ მაგრამ თქვენს მეუღლეს მხოლოდ რამდენიმე საათის სიცოცხლე დარჩა.
– არა უშავს‚ ექიმო‚ გავუძლებ... ეს ბევრი არ არის‚ მე ხომ ამას ამდენი წელი ველოდე.
***
ხშირად ამბობენ‚ ამ ცხოვრებას იუმორით რომ არ ვუყურებდე‚ დიდი ხნის წინ გადავიდოდი ჭკუიდანო... მაგრამ‚ დაფიქრდით‚ იქნებ ჭკუიდან დიდი ხნის გადასული რომ ხართ, იმიტომ უყურებთ ცხოვრებას იუმორით?!