კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი ქობულეთში ცხოვრების შემდეგ და ვის ეძებენ ქუთაისიდან თბილისში

 

55 წლის რუსუდან ვასილის ასული ხომერიკი (ქალიშვილობის გვარი) ეძებს 55 წლის ვიოლა ვანოს ასულ ცევრენიდის.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბავშვობის მეგობარს; 55 წლის ვიოლა ვანოს ასულ ცევრენიდის (ქალიშვილობის გვარი). მე და ვიოლა ბავშვობიდან ვმეგობრობდით და მეზობლად ვცხოვრობდით ქობულეთში. 1972 წლის შემდეგ ჩემი მეგობარი აღარ მინახავს, ვიცი, რომ ის საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ, წლების განმავლობაში მას ვერანაირად ვერ დავუკავშირდი. ძალიან მინდა ვიოლას პოვნა. პირადად მე, უკვე შვილიშვილიც მყავს. ვიცი, რომ ისიც გათხოვდა და, ჩემი აზრით, ახლაც თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ქობულეთში ვიოლას მშობლებმა სახლი დიდი ხნის წინ გაყიდეს და ვერც მის ნათესავებს ვუკავშირდები. გთხოვთ, დამეხმაროთ მეგობრის მოძებნაში. ვიოლას მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს, რომელიც ქობულეთში ერთად გადავიღეთ. თუკი ვინმე იცნობს ჩემს ამხანაგს, ვთხოვ, გამომეხმაუროს.

– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მე და ვიოლა ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მასთან დაკავშირებულია ჩემი თითქმის ყველა ბავშვური მოგონება. ძალიან ვაფასებდი მას და მის ოჯახს. ვიოლა ეროვნებით ბერძენია. მას ჰყავდა ორი და, უმცროს დას დიანა ჰქვია. მეც და ჩემი მეგობარიც დავიბადეთ და გავიზარდეთ ქობულეთში, სადაც ორივე 1972 წლამდე ვცხოვრობდით, შემდგომ კი მე გავთხოვდი, საცხოვრებლად ქუთაისში გადავედი და ამხანაგთან კავშირი შემიწყდა. მისი მოძებნა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ, ამის საშუალება დღემდე არ მქონია. ვიოლას ბოლო ცნობილი მისამართი ზოგადად თბილისი, დიღმის მასივი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ მისამართზე მას ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. არაა გამორიცხული, რომ ის იქ აღარ ცხოვრობს. ვიოლა დადიოდა რუსულ სკოლაში, მე კი – ქართულში, მაგრამ  სკოლის შემდეგ სულ ერთად ვიყავით, ხასიათებით ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. ბავშვობის მეგობრებს ხშირად კარგავენ, მაგრამ, როდესაც გადის წლები და დიდი სურვილი გიჩნდება, ბავშვობის მეგობართან ურთიერთობა განაახლო, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოძებნო და განაგრძო მეგობრობა. ჩვენს ასაკში რთულია ახალი მეგობრების შეძენა და უნდა გაუფრთხილდე იმას, ვინც გყავს.

– კიდევ რა იცით დაკარგული მეგობრის შესახებ?

– ვიცი, რომ ვიოლას მეუღლის გვარი სირაძეა, სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. დიდი დროა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გასული და, ბუნებრივია, ამჟამად ვიოლას უკვე შვილებიც ჰყავს. ძალიან მინდა, გავიგო, როგორაა, როგორ აეწყო ცხოვრება, რას საქმიანობს ამჟამად. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, მე ვერ ვივიწყებ ჩემს მეგობარს და მინდა მისი პოვნა.

დარწმუნებული ვარ, მასაც ვახსოვარ და ძალიან გაუხარდება, თუკი ვიპოვით ერთმანეთს. დიდი სურვილი მაქვს ოჯახებით ვიმეგობროთ. ქობულეთში ვიოლას ნათესავები აღარ ცხოვრობენ. სავარაუდოდ, ისინი საბერძნეთში წავიდნენ. ვიოლასთან ერთად მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს გადაღებული, სადაც ჩვენ ორივე 16 წლისები ვართ. ბუნებრვია, ის შეცვლილია, ისევე, როგორც მე, მაგრამ, ამ ფოტოს აუცილებლად იცნობს.

– ეძებდით თუ არა მეგობარს დამოუკიდებლად და შეიძლება თუ არა, რომ ის საცხოვრებლად საბერძნეთში გადასულიყო?

– თბილისში, როგორც გითხარით, მე ის ვერ ვიპოვე, მაგრამ, არ არის გამორიცხული, მას, უბრალოდ, მისამართი შეეცვალა. იმაზეც მიფიქრია, საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდოდა თუ არა, რთულია ამის თქმა დაუსაბუთებლად. თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუკი ერთმანეთს ვიპოვით, საბერძნეთშიც რომ იყოს, ძალიან მოვინდომებდი მის ნახვას.

– როგორ ფიქრობთ, ვიოლას ისევ ახსოვხართ და შეიძლება თუ არა, რომ ისიც გეძებდეთ?

– გამორიცხული არაა, რომ ვიოლასაც უნდოდეს ჩემი პოვნა. ჩემი ამჟამინდელი მისამართი მან არ იცის, არც ის ეცოდინება, რომ ქუთაისში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ისიც მეძებს, მაგრამ, რა ხერხებით, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის პოვნა ორივეს გაგვახარებს. 16 წლამდე ერთად ვიყავით და, რა თქმა უნდა, ვახსოვარ. სამწუხაროდ, ინტერნეტთან არანაირი შეხება არ მაქვს და თუკი ის ამ გზით გადაწყვეტს ჩემს მოძებნას, ვერ მიპოვის.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3