კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ყაზახეთში მცხოვრებმა 31 წლის ქალმა მამა ქალაქ მოზდოკში

 

31 წლის აისელ შოთას ასული ალმენევა ეძებდა დაახლოებით 51 წლის შოთა თედეიშვილს

ისტორია: ვეძებ მამას, შოთა თედეიშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ).  ვიცი, რომ ის ცხოვრობს საქართველოში და, შეიძლება, ახლა მას აქვს თავისი ოჯახი. ძალიან მინდა მისი პოვნა. წარმოუდგენელია, მაგრამ, მამა არასდროს მინახავს. ვოცნებობ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ჩემი მშობელი მამა.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ სექტემბრის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. ყაზახეთში მცხოვრები აისელ ალმენევა ეძებდა მამას საქართველოში. გოგონას მამა, შოთა თედეშვილი (და არა თედეიშვილი), ნაპოვნია რუსეთში, ქალაქ მოზდოკში, სადაც ის მეცხრე წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბატონ შოთას ძალიან გაუხარდა შვილის, აისელის გამოჩენა, რადგან აღმოჩნდა, რომ ისიც დიდი ხანია, ეძებდა. აისელს ჰყავს ერთი ნახევარდა – 27 წლის შორენა შოთას ასული თედეშვილი და ერთი ძმა – 24 წლის ლევან შოთას ძე თედეშვილი. დღესდღეობით ნახევარ დაძმებს შორის კავშირი უკვე აღდგენილია, თუმცა, მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ არ უნახავთ.

აისელ ალმენევა: დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ყველაზე საოცნებო სურვილი ასრულდა და მე ვიპოვე მამა, რომელიც არასდროს მინახავს. ყველაფერი, რაც მამის შესახებ ვიცოდი, დედის მონაყოლიდან იყო. ბუნებრივია, თქვენი დახმარების გარეშე, ალბათ, მას ვერასდროს ვიპოვიდი. როგორც გითხარით, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი დაახლოებით 1978-1979 წლებში გაიცნეს. მათი შეხვედრა და გაცნობა ყაზახეთში მოხდა. მამაჩემი და დედაჩემი – ბაუზია ალმენევა ერთად ცხოვრობდნენ ყაზახეთში, ქალაქ სემიპალატინსკში. შემდგომ მამამ დედა საქართველოშიც კი წაიყვანა. 1980 წელს დავიბადე მე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი იყო, ჩემს ბაბუას (მამის მხრიდან) დედაჩემი რძლად არ უნდოდა. ამის გამო დედა დაბრუნდა თავის სამშობლოში და მას შემდეგ დედ-მამას ერთმანეთი აღარ უნახავს, შესაბამისად, მეც არასდროს მინახავს მამაჩემი. სანამ დახმარებისთვის მოგმართავდით, ბევრი ვიფიქრე, მომეძებნა თუ არა მამა, რადგან, ვიცოდი, რომ ამდენი წლის შემდეგ მას უკვე სხვა ოჯახი ეყოლებოდა. მაგრამ, ბოლოს მამის მოძებნა მაინც გადავწყვიტე და, პირველ ყოვლისა, მივმართე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტს, სადაც ჩემი განაცხადი დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ იყო. შემდგომ კი იმავე საიტზე მირჩიეს, თქვენთვის მომემართა. მამაჩემის პოვნა დიდ სასწაულად მიმაჩნია, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოში აღარ იმყოფება და, თურმე, მეცხრე წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარების გარეშე მას ვერ ვიპოვიდი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი ისტორიის გულთან მიტანისა და დახმარებისთვის.

– აისელ, აღმოჩნდა, რომ შენ გყავს ნახევარდა და ნახევარძმა. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს, როგორ მიგიღეს?

– დიახ, მამას ჰყოლია ცოლი და ორი შვილი: 27 წლის შორენა და 24 წლის ლევანი. ჩემდა საბედნიეროდ, მათ იციან რუსული ენა (რადგან, წლებია, მოზდოკში ცხოვრობენ). ორივეს ძალიან გაუხარდა ჩემი გამოჩენა. აღმოჩნდა, რომ მათ იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ და ძალიან უნდოდათ ჩემი პოვნა. მაგრამ, დამოუკიდებლად ეს ვერანაირად მოახერხეს. მამაჩემი, ღმერთის წყალობით, ცოცხალია და ამჟამად კარგადაა. მათი ნახვა ჩვემთვის ყველაზე  მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ, ან სად მოხდება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ, ის უკვე ვიცი, რომ მე მაქვს კიდევ ერთი ოჯახი და მყავს ჩემთვის საყვარელი ხალხი. 

– მამაშენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც პირველად გესაუბრა?

– სიმართლეს გეტყვით: მას ისე უხაროდა, რომ თავს ვერ იკავებდა და სიხარულისგან ტიროდა. ასაკიც უკვე ისეთი აქვს (52 წლისაა), რომ მისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩემი პოვნა. ჩემსავით სამძებრო საიტებით რომ მოვეძებნე, მაინც ვერ მიპოვიდა, რადგან, სამი წელია, გავთხოვდი და მეუღლის გვარზე ვარ. 

– მამაშენს საქართველოში ეძებდი. გეგონა თუ არა, რომ ის რუსეთში აღმოჩნდებოდა?

– როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ მამა ნაპოვნია და მისი მისამართი მიკარნახეთ, მართლაც გავოცდი. მამაჩემის ბოლო ცნობილი მისამართი ხომ საქართველო, სოფელი ჯუგაანი იყო. რატომღაც, მეგონა, რომ ის დღემდე საქართველოში იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ცხრა წლის წინ ბიძაჩემმა (მამის მხრიდან), ზაზამ, მამაჩემი მოზდოკში დაპატიჟა, სადაც თავად უკვე ცხოვრობდა. ზაზა ბიძია დაეხმარა მამაჩემს და დღესდღეობით ორივე მოზდოკში ცხოვრობს. 

 

скачать dle 11.3