გაგაოცეთ?! – შეგერგოთ
მარტო შიმშილის დაკმაყოფილება რა ბედენაა?! – ამის გაკეთება ყველგან შეიძლება. მთავარია, კერძებთან ერთად, თავად რესტორანმაც გაგაოცოს...
1. თუ მალდივის კუნძულებზე აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ სასტუმრო „ჰილტონის” რესტორანში. სანამ თქვენ კერძებს შეექცევით, თქვენ გარშემო, ზვიგენები და თევზების ქარავნები იცურებენ. რესტორანი წყალქვეშ, 5 მეტრის სიღრმეზეა მოთავსებული.
2. ამსტერდამში არის რესტორანი „ქინდერ-კლეკ-კაფე.” აქ ბავშვები მუშაობენ. ისინი არიან კულინარებიც და ოფიციანტებიც. მართალია, პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობენ, მაგრამ, ძირითადად, საქმეს თვითონ ართმევენ თავს. მენიუშია საფირმო კერძი „ხუტ სპოტი” – ჩაშუშული ძროხის ხორცი ბოსტნეულით, რომელიც 120 დოლარი ღირს.
3. იაპონიაში ასეთი გამაოცებელი რესტორნების მთელი ქსელი არსებობს. მას „ნუოთაიმორი” ჰქვია. აქ შეკვეთილ კერძს გოგონას შიშველ სხეულზე „დაწყობილს” მოგართმევენ. „მაგიდა – გოგონები” ვალდებულები არიან, შიშველ მდგომარეობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვნენ. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სუში აქ 800 დოლარი დაგიჯდებათ.
4. რესტორანი „ბიგ ტექან სტიკ რანჩ ამანილო” (ამერიკაში), იმით არის გამორჩეული, რომ აქ ორკილოგრამიან სტეიკს სრულიად უფასოდ მოგართმევენ. თავისი გარნირით და პირობით, რომ ამ ყველაფერს ერთი საათის განმავლობაში შეჭამთ, რაც ბევრს არ გამოსდის.
5. ძალიან უცნაური რესტორანია ტრუსკავეცშიც (უკრაინა). ფორმით ის კუბოს მოგაგონებთ. შიდა ინტერიერი სასაფლაოს სტილშია. მენიუში ნახავთ სალათას: „მეთორმეტე დღე” და ჩაშუშული „სამოთხეში შევხვდებით”. ფასები ნორმალურია.
6. სინგაპურში განსაკუთრებული რესტორანია: „აურუმი.” მისი ინტერიერი საოპერაციო ბლოკის ზუსტი ასლია. ოფიციანტებს მედიცინის დების ფორმები აცვიათ. მენიუ კი ავადმყოფობის ისტორიის სტილშია დაბეჭდილი. კოქტეილს აქ დიდი შპრიცით მოგართმევენ. წვნიანს სასტერილიზაციო „გიბსებით.”
7. რესტორანი „დინერ ინ დი სკაი” პირდაპირ ცასა და დედამიწას შორის არის გამოკიდებული. ის სპეციალურ, გიგანტურ ამწეს უჭირავს. ბელგიაში ეს განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია. 50 მეტრის სიმაღლეზე უბრალო წვნიანსაც კი განსაკუთრებული გემო აქვს. თან, არც ისე ძვირია, სულ რაღაც 70 დოლარი.