კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონელებმა ადამიანების სახის კოპირება ისწავლეს

 

 

იაპონელი გამომგონებლები ცდილობენ, მოდაში დაამკვიდრონ ხელოვნური სახეები. ახლახან ბაზარზე გამოსული კომპანია Real-f ნებისმიერ მსურველს სთავაზობს, შეუკვეთოს საკუთარი თავის სამგანზომილებიანი ასლი. კომპანიის საიტზე განთავსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ასლები იმდენად ახლოსაა რეალურთან, რომ, შეიძლება, ადამიანს შეეშინდეს.

ერთი ასეთი „ნიღაბი“ 3 920 ამერიკული დოლარი ღირს. ამ თანხით სპეციალისტები იღებენ ადამიანის სახის ზუსტ ზომას, ხოლო შემდეგ მყარი ვანილისგან მის სამგანზომილებიან მოდელს ამზადებენ. ვისთვისაც ეს ცოტაა, შეუძლიათ, შეუკვეთონ თავისი თავისა და მხრების ვანილის ასლი. ეს „ბიუსტი“ უკვე 5 875 დოლარი ეღირება. შეკვეთას კომპანიის წარმომადგენლები ორ კვირაში ამზადებენ.

გამომგონებლები მიღებულ მოდელს „სამგანზომილებიან ფოტოგრაფიას“ უწოდებენ, თვით პროცესს კი – „ადამიანის ფოტოკოპირებას“. როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ სამგანზომილებიანი მოდელები ტრადიციული ფოტოგრაფიის განვითარებაა.

მსგავსი „ნიღბების“ ბაზარზე გამოჩენა პირველი არ არის. საქმე ისაა, რომ იაპონელების მიერ შეთავაზებული ასლები გაცილებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე მათი კონკურენტების მიერ დამზადებული. ერთადერთი, რაც ვერ აუხსნიათ გამომგონებლებს – რა მიზნით შეიძენენ ადამიანები მათ „ფოტოასლებს“. ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ Real-f-ის პროდუქცია მნახველს აშინებს, ხოლო განსაკუთრებით ნერვული ადამიანები აღიარებენ, რომ ვერ შეძლებენ, დაიძინონ იმ ოთახში, სადაც მსგავსი ნიღაბი იქნება.

 

скачать dle 11.3