კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში მსოფლიოში პირველი კოსმოპორტი გაიხსნა

 

ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში გაიხსნა მსოფლიოში პირველი კომერციული კოსმოპორტი – „ამერიკა“. ამ მდიდრული ტერმინალის მშენებლობა, საიდანაც მდიდარი ტურისტები კოსმოსში გაფრინდებიან, 200 მილიონი დოლარი დაჯდა. ამ თანხის ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის აღებული.

კოსმოპორტის მშენებლობის იდეა რამდენიმე წლის წინ თავში მოუვიდა ექსცენტრიკულ ბრიტანელ მილიარდერს, რიჩარდ ბრენსონს. 2005 წელს კი ნიუ-მექსიკოს ჩინოვნიკებსა და ბრენსონის კომპანიას – Virgin Galactic-ს შორის დაიდო შეთანხმება ტერმინალის მშენებლობის შესახებ, ხოლო ექვსი წლის შემდეგ, 2011 წლის 17 ოქტომბერს, ბრენსონმა მსოფლიოს საზოგადოებას წარუდგინა ძვირად ღირებული გასართობი – კოსმოპორტი „ამერიკა“.

მფრინავებისა და მეზღვაურების ტრადიციის მსგავსად, მილიარდერმა ამ მდიდრულ ფუტურისტულ შენობაზე დაამსხვრია შამპანურის ბოთლი, თანაც ეს ძალზე ორიგინალურად გააკეთა – ტერმინალის სახურავიდან ალპინისტური აღჭურვილობით ჩამოეშვა. მილიარდერის მოქმედებას თვალს ადევნებდნენ ნიუ-მექსიკოს გუბერნატორი სუსანა მარტინესი, ცნობილი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი და მრავალი პოტენციური კოსმოსური მოგზაური.

„კოსმოპორტი შესანიშნავია. ეს ნაგებობა პირდაპირი გაგებით არამიწიერია. ჩვენ პატარა ნაბიჯი დაგვრჩა კოსმოსის გზაზე“, – განაცხადა რიჩარდ ბრენსონმა. მან გამოთქვა იმედი, რომ პირველი სუბორბიტული გაფრენა 2012 წლის ბოლოსთვის შესრულდება. უნდა გავიხსენოთ, რომ საცდელი გაფრენა წარმატებით შესრულდა 2010 წელს.

1 ბილეთი კოსმოსური მოგზაურობისთვის 200 ათასი დოლარი ღირს. 450 ბილეთი უკვე გაიყიდა. ასეთი სოლიდური თანხის საფასურად ტურისტებს 2,5-საათიან ფრენასა და უწონობის 5 წუთს სთავაზობენ. როგორც რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, ის და მისი ორი შვილი პირველები იქნებიან მათ შორის, ვინც კოსმოსურ მოგზაურობაში კოსმოპორტ „ამერიკიდან“ გაემგზავრებიან.

 

скачать dle 11.3