კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიძლება დაემუქროს საფრთხე ციმბიდიუმს და რამდენ გრადუსზე ვამყოფოთ ფილიტისი

ზამთრის სეზონზე თითქმის ყველა მცენარეს ემუქრება გაყინვისა და გაფუჭების საფრთხე. ამიტომ, „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკს, ბატონ ამირან ბიწაძეს ვკითხეთ რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ ციმბიდიუმსა და ფილიტისს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე, განსაკუთრებით კი – ზამთარში.

 

–  ბატონო ამირან, მოგვიყევით ფილიტისის შესახებ, იოლია თუ არა მისი გაზრდა და როგორი მცენარეა ის?

– ეს მცენარე ძალიან პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ის ძალიან პრეტენზიული არ არის. მისი სამშობლო ახალი ზელანდიაა და ტროპიკულ ტყეებში მშვენივრად ხარობს. ფილიტისი ფოთლოვანი გვიმრაა, რომლის სიმაღლე 35-40 სანტიმეტრს აღწევს. მისი ხასხასა მწვანე ფოთლები ამშვენებს ტროპიკულ ტყეებს. მცენარე ხარობს როგორც ხეებზე, ასევე, ხავსიან ნიადაგზე. 

– ბინაში როგორი პირობები სჭირდება ამ მცენარეს?

– მას უყვარს ჩრდილიანი ადგილი. ზაფხულში გაიტანეთ გარეთ და დადგით ჩრდილში, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. ვერ იტანს ორპირ ქარს, ამიტომ, მყუდრო ადგილას უნდა იდგას. ზაფხულში, შეგიძლიათ, დანამოთ. მისი მიწა მუდამ ნესტიანი უნდა იყოს ზაფხულის სეზონზე, ზამთარში სახლში შეიტანეთ.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– მისთვის შესაფერისი ტემპერატურა ზამთრის სეზონზე 18-20 გრადუსია, ხოლო ზაფხულში არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურა იქნება გარეთ, მთავარია, მცენარეს ნორმალურად მოუაროთ. 

– რით მრავლდება ეს მცენარე და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?

– ფილიტისი ვერ იტანს გასხვლას, რადგან მას თავისით სცვივა ზედმეტი ფოთლები. ამიტომ, ძალით არ შეაჭრათ. მცენარე მრავლდება თავისივე სპორებით, თუმცა, ოთახის პირობებში გაგიჭირდებათ მისი გამრავლება. კარგი მოვლის შედეგად, შესაძლებელია, ძირში შვილობილები გაუჩნდეს და სწორედ ისინი გადარგეთ გასამრავლებლად ახალ ქოთანში. 

–  როგორ ქოთანში გვირჩევთ ამ მცენარის ჩარგვას?

–  ფილიტისს სჭირდება განიერი და ტანდაბალი ქოთანი –  ასეთ ჭურჭელში თავს კარგად იგრძნობს და იოლად გაიზრდება. 

–  რა სიხშირით მოვრწყათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე ფილიტისი?

– მცენარე ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ხოლო ზამთარში –  10 დღეში ერთხელ. ზედმეტი წყალი ზამთარში მას ალპობს, ამიტომ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ.

– როდის სჭირდება მას დამატებითი კვება?

– ფილიტისს ყოველ გაზაფხულზე სჭირდება კარგი გამოკვება და ეს ხდება როგორც ფესვის, ისე ფოთლის მკვებავითაც. ზამთარში მცენარე დადგით ნათელ მხარეს და ხშირად ატრიალეთ, რომ მხოლოდ ერთი მხრისკენ არ წავიდეს ფოთლების ზრდა. 

– მავნებლების საფრთხე თუ ემუქრება ამ მცენარეს?

– ფილიტისს მავნებლები არ უჩნდება, რადგანაც მას არ აქვს მოტკბო ან მომჟავო სითხე. თქვენ ამ მავნებლებისგან დასვენებული იქნებით.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ფილიტისის გახარებისას?

– ამ მცენარეს ხშირად უყვითლდება ფოთლის ბოლოები და ეს ნუ შეგაშინებთ, არავითარ შემთხვევაში არ მოაწყვიტოთ და არ შეეხოთ, ფოთლების გაყვითლება ფილიტისის დამახასიათებელი თვისებაა.

 გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: მცენარე ხშირად არ გადარგოთ. გადარგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი მისი ნიადაგი ფესვთა სისტემით დაიფარება. გადარგეთ მიწიანად და გადარგვისას არ შეეხოთ მის ფესვებს.

– ბატონო ამირან, ციმბიდიუმს როგორ დაგვიხასიათებთ...

– ციმბიდიუმი ორქიდეების ოჯახში შედის. მას აქვს ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ყვავილები, რაც კი ჩვენს პლანეტაზე იზრდება. ეს ორქიდეა საკმაოდ იოლი გასაზრდელი ოთახის მცენარეა. მისი ბევრი ჰიბრიდი არსებობს, მაგრამ ხშირად ჯიშის სახელწოდების მითითების გარეშე ყიდიან. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ციმბიდიუმი-ჰიბრიდი. წლების განმავლობაში ცდილობდნენ, უფრო მეტად გაელამაზებინათ ეს მცენარე. მას აქვს მწვანე, ღეროებივით მაგარი და ცოტა ეკლიანი ფოთლები. მისი ათი-თხუთმეტი ცალი ყვავილი განლაგებულია გრძელ ღეროზე და ყველანაირი ფერის შეიძლება იყოს: თეთრი, მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, ყავისფერი და წითელი. მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ამ ყვავილებით ტკბობა, მაგრამ, მაღაზიებში მხოლოდ მინიატურული ციმბიდიუმი იყიდება.

 ციმბიდიუმის ჯიშები განსხვავდება ერთმანეთისგან სიგრძით, ყვავილების ფერით და თითოეული მათგანი ეგზოტიკური შესახედაობისაა.

 გაითვალისწინეთ, რომ სუსტი განათება ციმბიდიუმზე ცუდად იმოქმედებს და ყვავილობას შეუშლის ხელს. ამიტომ, სინათლეში დადგით, მაგრამ, მწველ მზეს მოარიდეთ. ის აუცილებლად უნდა იყოს გრილ, ნათელ და ტენიან ოთახში, იქ, სადაც ხშირად შედის სუფთა ჰაერი. ზაფხულში შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, მაგრამ არა მწველ მზეზე.

– რა ტემპერატურაზე ძლებს მცენარე და რა რაოდენობის წყალს ითხოვს ის?

–  ციმბიდიუმი ზამთარში 6-7 კვირის განმავლობაში 10 გრადუსზე ამყოფეთ, შემდეგ კი ოთახში გადაიტანეთ.

 ამ მცენარეს ბევრი წყალი ვნებს, ამიტომ ზამთრობით მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზაფხულშიც მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება. ზრდის პერიოდში კი, დაახლოებით მაისიდან სექტემბრამდე, შედარებით უხვად მორწყეთ. 

 ფოთლების დანამვისას, ეცადეთ, ყვავილები არ დაგისველდეთ, რადგან წყალი ლაქებად დააჩნდება, თანაც, შეიძლება, მცენარეს საფრთხე დაემუქროს და დალპეს.

 ორქიდეას მაღალი ტენიანობა უყვარს. რეგულარულად დადგით სველკენჭებიან ლანგარზე და დანამეთ. მორწყეთ მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქით. 

 ციმბიდიუმს გადარგვა სამ წელიწადში ერთხელ დასჭირდება. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი იქნება ნათელი სასტუმრო ოთახი. სიმაღლეში ის დაახლოებით 65 სანტიმეტრი იზრდება.

 

скачать dle 11.3