რა მოხდა ამ დღეს
31 ოქტომბერი
1815 – ინგლისელმა მეცნიერმა ჰემპფრი დევიმ დააპატენტა მეშახტეთა უსაფრთხო ფანარი (რკინის ცხაურით დაფარული).
1888 – შოტლანდიელმა ჯონ დანლოპმა დააპატენტმა ველოსიპედის რეზინის საბურავები.
1915 – პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ინგლისელმა ჯარისკაცებმა თავის დასაცავად პირველად გამოიყენეს ფოლადის მუზარადები.
1951 – ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი „ზებრა“.
1961 – სტალინის ნეშტი გამოიტანეს მავზოლეუმიდან.
1992 – რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია – მოხსნა ყველა ბრალდება, რაც თავის დროზე (1633 წელს) მას ინკვიზიციამ წაუყენა.
1 ნოემბერი
1512 – მიქელანჯელომ დაასრულა მუშაობა „სიქსტის კაპელაზე“.
1604 – ლონდონში განხორციელდა შექსპირის „ოტელოს“ პირველი დადგმა.
1755 – უძლიერესმა მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.
1897 – ტურინში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“.
1922 – არსებობა შეწყვიტა ოსმალეთის იმპერიამ, თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.
2 ნოემბერი
1871 – ინგლისში პირველად დაიწყეს დამნაშავეთა კარტოთეკის შექმნა.
1947 – თავისი პირველი და უკანასკნელი ფრენა განახორციელა მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა – ჰოვარდ ჰიუზის „ჰერკულესმა“.
3 ნოემბერი
1888 – ამ დღეს ლონდონში „ჯეკ მფატრავმა“ ჩაიდინა თავისი უკანასკნელი მკვლელობა.
1954 – იაპონიის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „გოძილა“.
1957 – საბჭოთა კავშირმა პირველად გაუშვა თანამგზავრი მასზე მყოფი ცოცხალი არსებით – ძაღლით.
4 ნოემბერი
1873 – დანტისტმა ჯონ ბირსმა დააპატენტა ოქროს კბილები.
1879 – ამერიკელმა ჯეიმს რიტიმ დააპატენტა პირველი სალაროს აპარატი.
1899 – გამოვიდა ზიგმუნდ ფროიდის წიგნი „სიზმრების ახსნა“.
1922 – ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამა.
1939 – ჩიკაგოს ავტოშოუზე პირველად წარმოადგინეს ავტომობილი კონდიციონერით.
5 ნოემბერი
1967 – მოსკოვში მუშაობა დაიწყო ოსტანკინოს ტელეანძამ.
2000 – ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გახდა ვლადიმირ კრამნიკი.
6 ნოემბერი
1315 – ფლორენციის ხელისუფლებამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა დანტე ალიგიერის, თუმცა პოეტი ვერ შეიპყრეს.
1887 – პოლკოვნიკმა ჯაიკობ პიკმა დააპატენტა წვერის ელექტრო საპარსი.
1941 – ამ დღეს ნაცისტური გერმანიის სამხედრო ნაწილები ყველაზე ახლოს იყვნენ მოსკოვთან.
1960 – ექსპლუატაციაში შევიდა კიევის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი.