კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1000 წლის დადგომისას ევროპაში მეორედ მოსვლას ელოდნენ, ამიტომ არის, რომ იმ პერიოდში აგებული შენობები და ტაძრები მდარე გემოვნებით გამოირჩევა.

* ბენგალიური ცეცხლის შემოსვლამდე ევროპაში იყენებდნენ ბერძნულ ცეცხლს, რომლის ერთ-ერთი ვარიანტისთვის საჭირო იყო საკმეველი, ძენძი, წიწვოვან მცენარეთა ნახერხი, გოგირდი და კუპრი.

* შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში დგას უჩვეულო მაჩვენებელი: მისი ისრები მიმართულია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მისი სეხნია ქალაქებისკენ, მითითებულია აგრეთვე მანძილი ამ ქალაქებამდე.

* ბეთჰოვენს სიმებიანი კვარტეტისთვის ბოლო დროს შექმნილი ერთ-ერთი მუსიკალური თემა ორი ფრაზის ჟღერადობამ უკარნახა: „MUSS ES SEIN“ – „ასე უნდა იყოს“? და „ES MUSS SEIN“ – „უნდა იყოს“.

* ძველ დროში რუსეთში ახალ სახლში გადასვლისას თან მიჰყავდათ არა მარტო კატა, არამედ შავი ტარაკნებიც. ისინი ფულის, ბარაქის მომტანად მიიჩნეოდა.

* ზამბიისა და ტანზანიის დამაკავშირებელი რკინიგზა ჩინელების დახმარებით აიგო, თანაც ისე, რომ სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობები მხოლოდ მათგან შეიძლებოდა შეეძინათ. რა თქმა უნდა, რკინიგზის გამტარუნარიანობა მცირე აღმოჩნდა, ხშირად ფუჭდება და ტყდება ვაგონები და ლოკომოტივები, ავარიები კი თითქმის ყოველდღე ხდება. მას სიმბოლურად „თეთრი სპილო“ დაარქვეს, ანუ, „ბევრის მჭამელი და არაფრის მაქნისი“.

* 1896 წელს ავტომობილის მძღოლებს უფლება მიეცათ, ემოძრავათ საათში 20 კილომეტრის სიჩქარით. ამის შემდეგ შეძლეს მათ კონკურენცია გაეწიათ ცხენებისთვის. ინგლისში ეს თარიღი ყოველ წელს ავტორბოლით აღინიშნება.

* ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000-იან წლებში ზღვაოსნებს ბორტზე ჰქონდათ სასმელი წყლის მისაღები სპეციალური მოწყობილობა: ეს იყო ცხვრის ტყავი, რომელიც ღამის ნესტს ისრუტავდა.

* აზოვის ზღვაში ბადით შემოღობილი იყო ადგილი, სადაც თევზს აშენებდნენ. დროდადრო ბადეებს წყლიდან იღებდნენ, ასფალტზე შლიდნენ და რამდენჯერმე გადაატარებდნენ მძიმეწონიან საბარგო მანქანას – ასე ასუფთავებდნენ ბადეებს მოლუსკების ნიჟარებისგან.

* ადრე სამხრეთ ინდოეთში, ბრინჯის შემოსვლის დროს, ტრადიციულად, ქალები და გოგონები ყანებში გადიოდნენ და ბრინჯის აღებამდე მთელ დღეებს იქ თამაშსა და ცეკვაში ატარებდნენ. ამით ისინი ფრინველებს აფრთხობდნენ.

* ფირმა „არმეტის“ მიერ გამოშვებულ, ინკასატორებისთვის განკუთვნილ ჯავშნიან სპეცავტომობილს უკან ჰალოგენური ფარები აქვს, რომელიც მდევარს „აბრმავებს“.

* შუა საუკუნეებში იესო ქრისტეს ნაცვლად ჯვარცმაზე ხშირად კრავს, ბატკანს გამოხატავდნენ.


скачать dle 11.3