ბიუთი – ლექსიკონი
მკითხველთა თხოვნით, გთავაზობთ რამდენიმე ტერმინის განმარტებას, რათა მათი ზუსტი მნიშვნელობის გაგებით უფრო გაგიადვილდეთ თავის მოვლა.
1) ანტიოქსიდანტები – ვიტამინები ან ნივთიერებები, რომლებიც იცავს უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან – ნაადრევი დაბერების გამომწვევი მოლეკულებისგან.
ძლიერ ანტიოქსიდანტებად ითვლება ვიტამინები E და C, ასევე, ნივთიერება სელენი, რომლებსაც დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკაში ურევენ.
2) ბაზა მაკიაჟის ქვეშ – ესაა რაღაც შუალედური ტონალურსა და დამატენიანებელ კრემებს შორის, მაგრამ მათ შემცვლელად არ გამოიყენება. ბაზა ისმევა დღის კრემის ზემოდან და აუმჯობესებს კანის რელიეფს. გარდა ამისა, ის უფრო გამძლეს ხდის ტონალურ კრემს (რომელიც ბაზის შემდეგ უნდა წაისვათ) და აადვილებს მის წასმას.
3) ვეთ ლუქი (ინგლისურად – Wet look) – ასე ჰქვია 80-იანი წლების დროინდელ (და კვლავ მოდაში შემოსულ) „სველ ტალღებს“ – თითქმის ლოკონებად დახვეულ თმას).
4) კოენზიმ Q10 – უჯრედების გაახალგაზრდავების ელექსირი, რომელიც უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ამცირებს ნაოჭების სიღრმეს.
5) პეინტინგი (ინგლისურად – painting) – ესაა თმის შეღებვის ტექნიკა, რომლის შედეგად მზეზე გამოხუნებული თმა ბუნებრივ ელფერს იძენს. პეინტინგი ითვალისწინებს გამაბაცებელი საღებავის თავისუფალი მოძრაობებით წასმას.
6) ტაუპე (გერმანულად – Taube) – საშემოდგომო მაკიაჟის ჰიტი: თმის მონაცრისფრო-მოყავისფრო ტონალობა, მსუბუქი ლილისფერი ელფერით.