კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვლინდება ადამიანში არაბუნებრივი ნიჭიერება და არის თუ არა ეს წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილი გამოცდილების შედეგი

ბევრი ადამიანი ისეთ ზებუნებრივ ნიჭს ავლენს, რომ გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. მაგალითად, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც უცხო ენების შესწავლას დიდ დროს არ უთმობს, თუმცა რამდენიმე ენაზე გამართულად ლაპარაკობს. ასევე, მუსიკალური განათლების გარეშე აღწევენ იმას, რომ მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსთა სიაში არიან შეყვანილი. ან თუნდაც ისეთ მათემატიკურ ნიჭს ავლენენ და ისე შეუძლიათ ეგრეთ წოდებული „კალკულატორის” დახმარების გარეშე გადაამრავლონ ან გაყონ ექვსნიშნა ციფრებიც, რომ სრული შოკი გამოიწვიონ. ხშირ შემთხვევაში, ნიჭიერება გენეტიკურად მშობლიდან შვილზე გადადის. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს ბევრი გენეტიკოსი. თუმცა, თუ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგ, ბატონ დავითს დავუჯერებთ, ეს არა მხოლოდ გენეტიკის, არამედ სულის რეინკარნაციის ბრალია. თუ თქვენ წინა ცხოვრებაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით ან სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდით, სხეულში სულის განმეორებითი ჩასახვისას, ის ნიჭი თქვენზე გადმოდის.

 

დავითი: დღეს ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, გადადის თუ არა რეალურად ნიჭი მშობლებიდან შვილებზე, ანუ არის თუ არა ის გენეტიკური. ასევე არის თუ არა სულში დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭისა და ინსტინქტების საფუძველი, შეუძლია თუ არა სულს დროებით დატოვოს სხეული და სხვა განზომილებაში იმოგზაუროს და ასე შემდეგ. ამ კითხვებით ბევრი მომმართავს და ხშირ შემთხვევაში ის, ვისაც გარკვეული მიდრეკილება და ნიჭი აქვს და ეს მისი წინაპრების გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. ამას წინათ, ერთმა საკმაოდ სოლიდურმა ადამიანმა მომმართა და მითხრა, რომ თურმე ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა 40 წლის ასაკში, არადა მანამდე არაფერი დაუხატავს. რასაკვირველია, მე სერიოზულ შემოქმედებით შედევრს ვგულისხმობ, თორემ რვეულის ფურცელზე, დამეთანხმებით, ყველა ბავშვი და მოზარდი ხატავს და თავის ფანტაზიასა და ჩანაფიქრს თავისებურად ხაზავს – ზოგი აბსტრაქტულად და ზოგიც ირაციონალურად. მოკლედ, გამოკითხვის შემდეგ გავიგე, რომ მის წინაპრებში, მსგავსი ნიჭით არავინ ყოფილა დაჯილდოებული. თავად, ის უკვირდა, აქამდე სწორ ხაზსაც ვერ ვავლებდი ქაღალდზე და ახლა, ისე მომეძალება რაიმეს შექმნის სურვილი და ისეთ რამეს დავხატავ ხოლმე, ოჯახის წევრები გაოცებულები მიყურებენო. პირად მე, აღმოსავლური სიბრძნითა და ეზოთერიკით სტუდენტობის დროს დავინტერესდი. მერე ამ ქვეყნებში ვიმოგზაურე, გარკვეული დროით ვცხოვრობდი კიდეც და ამგვარი საკითხების შესახებ ჩემებური, ანუ აღმოსავლურ-ეზოთერიკული ხედვა ჩამომიყალიბდა. მოკლედ, როგორც გაირკვა, ამ კონკრეტულ ადამიანს ხატვის ნიჭი გენეტიკურად კი არ დაჰყვა, არამედ რეინკარნაციულად.

– ეს როგორ გავიგოთ?

– ახლავე აგიხსნით. ადამიანის სულის სრულყოფისთვის ერთი სიცოცხლე დედამიწაზე არ არის საკმარისი. სული დედამიწაზე რამდენჯერმე ახერხებს დაბრუნებას და სიცოცხლეს სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული განაგრძობს. სულსა და ხორცს შორის ბრძოლა კი, დედამიწაზე მიმდინარეობს. მიწიერი ცდუნებების დათრგუნვისა და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ჩვენი სული, ამისთვის კი ერთი სიცოცხლე არ კმარა. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება. ის რამდენიმე სხეულს იცვლის და თითოეულ სხეულში ჩასახლებული უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება ჭკუა და იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და ვინ პირიქით – ბოროტად. ასე რომ, აღმოსავლური ეზოთერიკის მიხედვით, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია. თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტში და ასე შემდეგ, ესე იგი ჩათვალეთ, რომ თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა. თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ფლობთ, სავარაუდოა, რომ თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში საუბრობდით, ანუ სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით, როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო ჩაბუდებული. 

– ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებული, გამძაფებული ინტუიციით გამოირჩევა, ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ეს ყოველივე, წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთან, რაიმე კავშირშია?

–  რასაკვირველია, კავშირშია. საერთოდ, ადამიანის სული იყოფა კატეგორიებად ანუ ტიპებად. სულ ასეთი სამი ტიპია გამოკვეთილი. პირველ ტიპს განეკუთვნება ბრძენი სული. ასეთ ადამიანებს გამძაფრებული ინტუიცია აქვთ და გამოირჩევიან სწორი ცხოვრებისეული ხედვითა და ნებისყოფით. მეორე კატეგორია გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდილებით. ისინი მუდმივად ძიებაში არიან, არ აკმაყოფილებთ უკვე განცდილი და მოძიებული.  მესამე ტიპს კი განეკუთვნებიან ისინი, ვინც ახლა დადგნენ ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე, განვითარების ადრეულ საფეხურებს გადიან და ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და ასათვისებელი. ამ უკანასკნელი კატეგორიის წარმომადგენლები ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ, გამოირჩევიან ცუდი მიდრეკილებებითა და ჩვევებით, არიან ფეთქებადი ხასიათის და აგრესიული ტიპები. ახალ სხეულში ჩასახლებული სული კი გვაძლევს არა კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, რაც გამოვლინდება მიდრეკილებებსა და ნიჭიერებაში. აღმოსავლეთში სჯერათ სულის რეინკარნაციის და მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი ისეთ სულის ჩასახლებას იმსახურებს დაბადების მომენტში, როგორითაც აჯილდოებს მას განგება. ამის გაგება ცოტა რთულია და ბევრისთვის დაუჯერებელი, მაგრამ მე ამის სავსებით მჯერა. თუმცა, თუ მსგავს საკითხებში ვერ ერკვევი და მით უმეტეს გარკვეული ცოდნა არ გაქვს მიღებული, არარეალურად გეჩვენება სულის განმეორებითი მოვლენა დედამიწაზე. უფრო მეტსაც გეტყვით, არის შემთხვევები, როცა წინაპრები განსაკუთრებულად ნიჭიერები და ცნობილი ადამიანები იყვნენ, თუმცა მათი შთამომავლები საკმაოდ ცუდი ჩვევების მქონე და უნიჭოები გამოვიდნენ. ალბათ ასეთი ადამიანები თქვენს გარშემოც არსებობენ. თუ ვამბობთ, რომ ნიჭი მხოლოდ გენეტიკურად გადადის, მაშინ ასე რატომ ხდება? ან პირიქით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავადაც გაოცებულია, საიდან დაჰყვა მსგავსი ნიჭიერება, როცა მისი მშობლები უბრალო,  არასრული განათლების მქონენი არიან. ამაზე დაფიქრდით, და თავად მიხვდებით, რომ ჩემს ზემოთ ნათქვამში ჭეშმარიტება ნამდვილად დევს. მართალია, არ აღიარებთ, თუმცა მაინც ფიქრდებით ამაზე. შემიძლია ჩემი მეგობრის მაგალითი მოგიყვანოთ. ისიც და მისი მეუღლეც მათემატიკოსები არიან, საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ცოლ-ქმარია, რომ იტყვიან, ტვინით „გაძეძგილები”. შვილებს კი, რომ ჰკითხოთ, ორჯერ ორი რამდენიაო, დაფიქრდებიან და შესაძლოა, ვერც გიპასუხონ. თავად, არ სჯერათ სულის დედამიწაზე რამდენჯერმე განმეორების და მით უმეტეს რეინკარნაციაზე რომ დავიწყებ ლაპარაკს, მაჩერებენ, მაგ ზღაპრებს ნუ გვიყვებიო. მაგრამ, თავიანთი შვილების მაგალითს რომ მოვუყვან, მერე ჩუმდებიან და გადახედავენ ხოლმე ერთმანეთს, მგონი, მართალს ამბობს ეს კაციო.

– ბატონო დავით, თუ ადამიანი რამდენიმე საგნის მიმართ ავლენს განსაკუთრებულ ნიჭიერებას, ან ხატვასთან ერთად სიმღერა და ლექსის წერაც ეხერხება? 

– ნიჭიერებას თავისი დოზა აქვს, ჩემო კარგო. თუ სული მეოთხედ მოხვდა დედამიწაზე კონკრეტული ადამიანის სხეულში და ის პირველი სიცოცხლის დროს მხატვარი იყო, მეორეჯერ დედამიწაზე დაბრუნებული – მუსიკოსი, მესამედ კი – პოეტი, რა გასაკვირია თუ ნიჭი ამ სამივე დარგში, ერთ ადამიანში მოიყრის თავს? ეს ბუნებრივია და ასეთი უამრავი ადამიანი არსებობს. მათმა სულმა მსგავს რამეებში დააგროვა გამოცდილება წარსულ ცხოვრებაში და ახლა ამ გამოცდილებას მორიგ, ჩასახლებულ ადამიანის სხეულში „აფრქვევს”.  

 

 

скачать dle 11.3