მოამზადეთ ორგანიზმი ზამთრისთვის
იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ, ორგანიზმმა ვიტამინების ნაკლებობა არ განიცადოს და ზამთრის მოახლოებას მომზადებული შეხვდეთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* გულის მუშაობისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კანიანად გახეხეთ ერთი ცალი ლიმონი და ერთი ცალი ფორთოხალი, შემდეგ კარგად გაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის გოგრის წვენი ან ანადუღარი ცივი წყალი. დალიეთ დღეში ერთხელ, დილის საათებში. ეს რეცეპტი ჰემოგლობინის დონესაც არეგულირებს და სისხლისთვისაც სასარგებლოა.
* 500 გრამ თაფლს დაუმატეთ 500 მილილიტრი ალოეს წვენი და 500 მილილიტრი შავი, ნატურალური ღვინო. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. მიიღეთ ოცდაათი მილილიტრი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* 1 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი გარეცხეთ, დანაყეთ, ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში და ადუღეთ ხუთი წუთი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე და 5-6 საათის შემდეგ გაწურეთ მარლაში. წვენს დაამატეთ 2 ცალი ბროწეულის წვენი, 2 ლიმონის წვენი და ერთი ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე, ყავის ჭიქით.