კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანდარინი კუჭისთვის, ხურმა კი მხედველობისთვის შეუცვლელი ხილია

 

მანდარინი სასიამოვნო, ნატურალური „წამალია“. მისი მიღება ჭამის შემდეგ კუჭს სიმძიმის შეგრძნებისგან ათავისუფლებს. ის C ვიტამინის წყაროა, ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად გაციების და გრიპის პერიოდში. ის აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობასაც.

მანდარინის ზომიერად მიღება ადამიანს დეპრესიისგან ათავისუფლებს და ადვილად უმკლავდება ზამთრით გამოწვეულ აპათიას. ამ ციტრუსს არაფრით ჩამოუვარდება ხურმაც. 

მწიფე ხურმას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მასში ბევრია ნახშირწყალი, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ადამიანს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა ეუფლება, როცა ხურმას მიირთმევს. 1 ცალ საშუალო ზომის ხურმაში 80 კილოკალორიაა, ვიტამინების შემცველობით კი, ეს ხილი ოდნავ ჩამოუვარდება მანდარინს. სამაგიეროდ, მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს სიბერის პროცესს. გარდა ამისა, ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და კალიუმს. ამიტომ, დღეში ორი ცალი ხურმის მიღება სავსებით საკმარისია.

ხურმაში, აგრეთვე, დიდი რაოდენობით მაგნიუმია. ეს ელემენტი ამაღლებს, კუნთების ტონუსს, მისი მარილები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ხურმა კარგად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს კი ეს ხილი შეუცვლელია, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

 

скачать dle 11.3