ლარინ ფრანკოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს
პარაგვაელმა სპორტსმენმა და პლანეტის ყველაზე სექსუალურმა შუბის მტყორცნელმა, ლარინ ფრანკომ პანამერიკული თამაშების გახსნის ცერემონიალი გამოტოვა. მექსიკურ გვადალახარაში დაწყებულ თამაშებს პოპულარული სპორტსმენი გაციების გამო გამოტოვებს. გრიპის ნიშნები ლამაზმანს ჯერ კიდევ თამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე აღმოაჩნდა და ჯანმრთელობის გაუარესების შიშით, ლარინ ფრანკომ თამაშების გამოტოვება და სახლის პირობებში მკურნალობის კურსის გავლა ამჯობინა.