ესტონელების საჩუქარი ჰანდანოვიჩს
ერთ-ერთმა ესტონურმა ლუდსახარშმა სლოვენიის ნაკრების მეკარეს, სამირ ჰანდანოვიჩს, მოგერიებული პენალტისთვის, რომელმაც ესტონეთი „ევრო-2012-ის“ პლეიოფში გაიყვანა, საჩუქრად ერთი ყუთი ლუდი გაუგზავნა. ჰანდანოვიჩი სერბეთის ნაკრების კაპიტანია და „მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველის, ნემანია ვიდიჩის დარტყმული პენალტი მოიგერია და თავის გუნდს მოაგებინა. თუმცა, ამ მოგებამ, სლოვენიელებზე მეტად ესტონელები გაახარა, რადგან ისინი, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში მოხვდნენ, სადაც ესტონეთის ნაკრები ირლანდიის ნაკრებს შეხვდება ორმატჩიან დუელში.