100 წლის სიქჰის რეკორდი
100 წლის სიქჰი ფაუჯა სინგჰი „გინესის რეკორდების წიგნის” ახალი წევრია, რომელმაც ტორონტოში გამართული მარათონული გარბენა სტარტიდან ფინიშამდე დაფარა. დისტანციის დაფარვა 100 წლის მორბენალმა რვა საათში მოახერხა, მაშინ, როდესაც გამარჯვებულმა კენიელმა მორბენალმა კენეტ მუნგარემ დისტანცია 2 საათში დაფარა. სინგჰის ფინიშამდე მისვლას ოვაციებით შეხვდნენ მისი შთამომავლები, ნათესავები და უბრალო გულშემატკივრები. სინგჰის პირადი მწვრთნელის, ჰარმენდირ სინგჰის თქმით, მისმა მოსწავლემ დავალების შესრულებას გაცილებით ნაკლები დრო მოანდომა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. 100 წლის ათლეტის ცნობით, ახლო მომავალში ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.