კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ორსული ძაღლი აგრესიული და რატომ უნდა დავასწროთ მის მშობიარობას აუცილებლად ვეტერინარი ექიმი


სანამ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ლეკვების მოლოდინში იქნება, თქვენზე, ანუ პატრონზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორსულობის პერიოდში, ისევე როგორც ადამიანს, ძაღლსაც სჭირდება ანალოგიურად მოვლა და გაფრთხილება. თუ ეს ყველაფერი თქვენ გაითავისეთ და თქვენი ოთხფეხა მეგობარი ყველანაირი პირობით უზრუნველყავით, ყველაფერი კარგად ჩაივლის და შედეგიც სასურველი იქნება. ამ თემასთან დაკავშირებით კი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.

ბექა მეტრეველი: სანამ ძაღლს დავაწყვილებთ, ის მაქსიმალურად უნდა ვამოძრაოთ, რომ ცოტა შეიფერთხოს და წონაში მომატებული არ იყოს, მოკლედ, სპორტულ ფორმაში ჩავაყენოთ. ორსულობის დროს ძაღლი ხშირად უნდა ვასეირნოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის სასურველი მისი ხტუნაობა და არაზომიერად სირბილი. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 62-64-66 დღე გრძელდება, შესაბამისად, განაყოფიერება მოკლე ვადაში ხდება. დიდი ტანის ძაღლები, როგორიც არის, მაგალითად, დოგი, კანე კორსო, მასტიფი და ასე შემდეგ, ზრდასრულ ასაკში 50-დან 80 კილოგრამამდე იწონიან. ორსულობის პერიოდში მათ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდებათ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლებს. ჩიხუახუას 40 ნაბიჯი დოგის ერთი ნაბიჯის ტოლია და, შესაბამისად, ენერგიაც მეტი იხარჯება.

– მუცელი რა ასაკიდან ეტყობათ?

– მუცელი დაახლოებით ერთი თვის მერე ეტყობათ, მანამდე, შეიძლება, საერთოდ ვერ შეამჩნიო. თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, შეიძლება, მუცელი უფრო ადრეულ ასაკშიც დაეტყოთ და, ბოლოს, ანუ მესამოცე დღეს, ძალიან გაებეროთ. თუ ლეკვების რაოდენობა ცოტაა, ძაღლს, შეიძლება, მუცელი საერთოდ არ ეტყობოდეს. ერთ ფაქტს მოვიყვან მაგალითად: ჩემს დეიდაშვილს თავისი ძაღლი ზაფხულში სოფელში ჰყავდა წაყვანილი. უკან რომ დაბრუნდნენ, ძაღლმა გარკვეული დროის შემდეგ სამი ლეკვი დაბადა. მას მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლი ისე დაწყვილდა, რომ ყურადღება ვერ მიაქციეს. მუცელი იმდენად არ ეტყობოდა, რომ მეც კი გამომეპარა მისი ორსულობა, მაგრამ მას რომ 5-6 ან 8 ლეკვი ჰყოლოდა, მუცელი აუცილებლად დაეტყობოდა.

– ძაღლებში თუ არსებობს ცრუ ფეხმძიმობა?

– ცრუ ფეხმძიმობა ჩვეულებრივი მომენტია, რომელიც ძირითადად დეკორატიულ ძაღლებს, განსაკუთრებით კი პუდელებს ემართებათ.

– რაც შეეხება ორსული ძაღლის კვებას?

– სასურველია, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ლეკვების, ან სპეციალურად დამზადებულ საკვებზე გადავიყვანთ. თუ დავუშვათ, რომელიმე კონკრეტულ ბრენდზე ვართ ორიენტირებულები, არ არის სასურველი მისი გარკვეული პერიოდით შეცვლა. თუ თქვენს ბრენდს არ აქვს ორსული ძაღლებისთვის სპეციალიზებული ხაზი, მაშინ ძაღლს ლეკვის საკვები მიეცით. ხოლო თუ აქვს მაშინ, რა თქმა უნდა, ორსული ძაღლის საკვები უნდა მისცეთ. სასურველი არ არის ამის გამო ერთი ბრენდიდან მეორე ბრენდზე გადაიყვანოთ და მერე ისევ ძველს დაუბრუნოთ. ორსულობის დროს სასურველია, თუ კომპლექსურ ვიტამინებს დავუმატებთ, მაგრამ არა ნემსის სახით.

– ორსულობის პერიოდში თუ იცვლის ძაღლი ხასიათს?

– ორსულობის დროს თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება და თავის ლეკვებს იცავს უცხო ადამიანებისაგან. მათ უნდა მოვარიდოთ ოჯახში მყოფი ბავშვებიც კი, რომ ზედმეტად არ შეაწუხონ. ჩემი დაკვირვებით, ძაღლს აგრესია ორსულობიდან ერთი თვის შემდეგ ან ლეკვების დაბადების შემდეგ ეწყება. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ დედას თავისი შვილები დაუხოცავს კიდეც.

– რატომ?

– სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, მშობიარობა ძალიან დიდი სტრესია ქალისთვის და ფსიქიკურად ძალიან დიდ ცვლილებებს იწვევს, რაც დროებითია, ანუ წუთიერი. იმ წუთას ვინ რას იზამს, არავინ იცის. ყოფილა შემთხვევა ლეკვი შეუჭამია დედას, დაუგლეჯია ან ძუძუსთან არ მიუკარებია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, 1 000-ში ერთი. თავისთავად, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, უმიზეზოდ არაფერი ხდება. ცხოველს თავისი ინსტინქტები აქვს. დედა ყოველთვის ცდილობს, ცხოველებში ძლიერი გადაარჩინოს და არა სუსტი. ყოფილა შემთხვევა, ძაღლმა იმშობიარა და 7 ლეკვიდან 3 ბრმა იყო. დედამ 30-ე დღეს სამივე ბრმა ლეკვი დახოცა. თუმცა ამ ძაღლმა მას შემდეგ რამდენჯერმე კიდევ იმშობიარა და ასეთი პრეცედენტი აღარ ყოფილა.

– კიდევ რა არის აუცილებელი ორსულობის დროს?

– გარდაუვალი და აუცილებელია, რომ ძაღლის მშობიარობას ვეტერინარი ექიმი დაესწროს. მშობიარობის დროს ხან ლეკვის გაჭედვა ხდება, ხან ჭიპლარს ვერ გადაჭრიან, რამაც, შესაძლოა, მერე არა მარტო ლეკვების, არამედ დედის დაღუპვამდეც მიგვიყვანოს. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ძაღლი გიყვართ, აუცილებლად უნდა დაასწროთ მის მშობიარობას ვეტერინარი ექიმი. დღეს თბილისში ვეტერინარული კლინიკის ბევრ ქსელს აქვს უკვე სერვისი, ურეკავ, რა დროც არ უნდა იყოს და ექიმი მოდის.

– ორსულობის დროს აცრის გაკეთება თუ არის დასაშვები?

– არავითარ შემთხვევაში. ვაქცინაციის გაკეთება ორსულობის პერიოდში კი არა, ლეკვები ძუძუზე რომ ჰყავს დედას, მაშინაც დაუშვებელია.

– ცოფის ვაქცინის გაკეთება რომ არ შეიძლება, პრობლემას ხომ არ შეუქმნის ძაღლს დაუცველობის გამო?

– თუ ვაქცინაციას სწორად ვაწარმოებთ დაწყვილებამდე გავუკეთებთ ვაქცინას და დაცული იქნება.

თბილისში თუ არის ძაღლებისთვის განკუთვნილი ექოსკოპიის კაბინეტი და სად?

– თუ არ ვცდები, ასეთი კაბინეტი სულ ორია: ერთი ნუცუბიძეზეა, ვეტერინარ ნათია ბერიძესთან, მეორე კი დიღომში, პირველ ვეტერინარულ კლინიკაში.


скачать dle 11.3