კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მახეში ებმება მამაკაცი საკუთარი ნებით, როცა თავს ვერ აკონტროლებს

ხშირად მამაკაცი, რომელიც ღალატობს პარტნიორს, საკუთარი დანაშაულის (თუკი, საერთოდ მიიჩნევს ამას დანაშაულად) გამართლებას ზოგადად მამაკაცების სისუსტით ცდილობს, რომ ის ერთი შეხედვით არის ძლიერი სქესი, სინამდვილეში კი ემოციური და ადვილად დამყოლი არსებაა, უკეთ რომ ვთქვათ – „ამყოლი,” ანუ, ადვილად აჰყვება ცდუნებას, ვნებასა თუ საკუთარი ინსტინქტის ძახილს. არის თუ არა ეს შემამსუბუქებელი გარემოება, ალბათ, იმ პარტნიორ ქალბატონებს უნდა ვკითხოთ, რომლებსაც უღალატეს. თუმცა, არცთუ იშვიათად, მამაკაცებს პატიობენ „სისუსტეს”, ანუ იმას, რასაც სუსტ ქალს გამოუსწორებელ, საბედისწერო შეცდომაში უთვლიან, ნაკლებად პატიობენ და მეტად კიცხავენ. მაგრამ, თუ კაცი გულწრფელად ინანიებს?! ერთი სიტყვით, ალბათ, ვერავის მსაჯულებად ვერ გამოვდგებით, თუმცა, დასკვნების გაკეთება შეიძლება.

 

ვახო (43 წლის): თავიდანვე გეტყვით, რომ თქვენთან სალაპარაკოდ საკუთარი სინდისის კარნახით მოვედი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვიცი, ეს შეგრძნება კარგა ხანს არ გამივლის, მიუხედავად იმისა, რომ ცოლისგან პატიება მივიღე. სამწუხაროდ, ამან არ დამამშვიდა, უფრო – პირიქით, უარესად დავკარგე მოსვენება. მშურს იმ მამაკაცების, რომლებსაც ღალატი არაფრად უღირთ. მე თავი ჩვეულებრივი კაცი  მეგონა, ანუ, მათი მსგავსი, მაგრამ შევცდი.

– ანუ, მამაკაცებში რამდენიმე კატეგორია არსებობს?

– მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, უფრო სწორად, ფსიქოლოგები უკეთ გიპასუხებენ. მე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს. მოსაზრება  – ყველა კაცი ერთნაირია – მცდარად მიმაჩნია.

– ქალები ამას ამბობენ იმიტომ, რომ დაამტკიცონ, ყველა კაცი ერთნაირად მოღალატეაო.

– ჰო, ვიცი. რაღაც კუთხით, შეიძლება, ვეთანხმებოდე კიდეც, მაგრამ, მარტო მამაკაცი ვერაფერს იზამდა, ქალიც რომ არ ეხმარებოდეს.

– ამით რისი თქმა გინდათ?

– ჩემს ამბავს რომ მოვყვები, მიხვდებით, რაც ვიგულისხმე. ქალები არ გადაირიოთ, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ქალბატონები ბრძანდებიან ღალატის მაპროვოცირებლები. მე არ ვამტკიცებ, რომ ანგელოზი ვარ – ამის თქმაც კი, სისულელე იქნებოდა, მაგრამ, იმ გოგომ თვითონ გააკეთა ყველაფერი. იქნებ, ვინმემ თქვას, რომ მე ახლა არაკაცურად ვიქცევი, თუმცა, მაინც სიმართლე უნდა ვთქვა, ოღონდ, იმიტომ არა, რომ თავის გამართლება მინდა, მიზეზი ეს არ არის. ხომ გითხარით, ცოლისგან პატიება უკვე მივიღე-მეთქი. ჩემი მონაყოლი სხვა მამაკაცებისთვის იქნება სასარგებლო. როგორც იტყვიან, ჭკუის სასწავლებელი მაგალითი. კაცს იმდენი გონიერება უნდა ეყოს, ქალის, მით უმეტეს, ლაწირაკის მახეში არ გაებას. მე ამას მოურიდებლად ვამბობ – დიახ. ლაწირაკმა გოგომ გამაბა მახეში, თანაც, ორივე ფეხით. საშინელებაა, როცა კაცი საკუთარ ინსტინქტებს ვერ იმორჩილებს.

– უცნაურია, რომ ამას მამაკაცი ამბობს.

– ვამბობ იმიტომ, რომ ასე ვფიქრობ. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. თანაც, რაღა აზრი აქვს დამალვას? ისედაც ყველაფერი მოხდა და უარესი აღარაფერი მემუქრება. გულახდილი ვარ და, თუ გინდათ, დავიფიცებთ, რომ იმ გოგოს „შებმა“ არ მიფიქრია. მართლა ვერ დავუშვებდი, ჩემი ცოლის დის დაქალი და ჩემი შვილის მეგობარი ლოგინში ჩამეწვინა.

– ძალიან რთული კომბინაციაა. 

– არც ისე. საქმე ისაა, რომ ჩემი ცოლისდა და ჩემი შვილი თითქმის თანატოლები არიან. ჩემი შვილი ორი წლით უმცროსია თავის დეიდაზე. ჩემმა ცოლისდამ უნივერსიტეტში რომ ჩააბარა, ის გოგო ჩვენს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა – ჩემი შვილი წაიყვანეს თავისი ჯგუფის ექსკურსიაზე და იქ დამეგობრდნენ (დღესაც გაოგნებული ვარ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ იმასთან ამათ, მაგრამ, აშკარად კარგად თამაშობს უმანკო კრავს). ერთ დღეს კი, სამსახურიდან სახლში მისულს, სტუმრად დამახვედრეს. ვაღიარებ, გარეგნობით ძალიან მომეწონა.

– და, მადაც გაგეღვიძათ?

– არა. საერთოდ არ მესმის ახლა თქვენი ირონია. კაცი ვარ და თვალი გამექცა – რა არის ამაში ამორალური და განსაკუთრებული. თან, ისე ეცვა... ჩემს ადგილზე ნებისმიერი მამაკაცი, ერთხელ მაინც აუცილებლად შეხედავდა „სხვანაირად“ მაგრამ, ეს არ იყო საგანგაშო, ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის. შევხედე და მორჩა. ჩემთვის ვაღიარე, რომ მაგარი „ნაშა” იყო, მაგრამ, მაშინვე დავივიწყე. გეფიცებით, არავითარი ინიციატივა არ ყოფილა.

– იმისგან თუ მოდიოდა „იმპულსები”?

– არა, არანაირი. საკმაოდ თავდაჭერილი იყო და სწორედ ამიტომ გავები. მისგან არავითარი საფრთხე არ მიგრძნია, არავითარი გამოწვევა.

– თორემ, ზომებს მიიღებდით და მოერიდებოდით?

– შეიძლება, ჩემი არ გჯერათ, მაგრამ, აუცილებლად ასე იქნებოდა. რაში მჭირდებოდა პრობლემები? არ არის ისე, რომ კაცებს ყველასა და ყველაფერზე მაღლა ინსტინქტები გვქონდეს დაყენებული. მართალია, საბოლოოდ მაინც ასე გამოვიდა, მაგრამ, ლოგიკურად, რატომ უნდა მდომოდა, რომანი გამება ქალთან, რომელიც შვილადაც მეკუთვნოდა და, თან ოჯახის ისეთი ახლობელი იყო, ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, გავშიფრულიყავი. არ ვარ მართალი?

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ლოგიკამ აშკარად გიღალატათ.

– ლოგიკამ კი არა, საკუთარმა თავმა მიღალატა. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა და მზად არ ვიყავი. თავს კი არ გაცოდებთ, მინდა, გაიგოთ, რომ ქალები ძალიან საშიშები არიან. ალბათ ყველა არა, მაგრამ, ძირითადად, მათგან იმღვრევა წყალი – ეს იცოდეთ.

– ეს, ალბათ, მამაკაცებმა უფრო უნდა იცოდნენ.

– გეთანხმებით. მამაკაცების უმრავლესობა ქალებს ისე ვერ აფასებს, როგორც საჭიროა, არადა, ზოგიერთი მაგარი საშიშია. მაგალითად, როგორც კი ქალი აქტიურობას იწყებს, მაშინვე უნდა გაგიჩნდეს კითხვა, რა სჭირდება მას შენგან. ხომ იცით, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. თუ გნებავთ, უკეთ განგიმარტავთ, რა შეიძლება ქალს კაცისგან უნდოდეს.

– ალბათ, სიყვარული.

– ეგ – უკეთეს შემთხვევაში. თუმცა, სიყვარული როცა უნდათ, მაშინაც არ არის ხოლმე საქმე მარტივად – „ლავ სთორით” იწყება და დილაობით ნაგვის გადაყრით მთავრდება.

– მერე, ეს ცუდია?

– არა, ცუდი რატომ არის? მე მაგას არ ვამბობ. ოჯახი, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, თუკი კაციც მზად არის ამისთვის. ზოგჯერ ქალი ისე აქტიურობს ხოლმე, რომ კაცს გასაქანს არ აძლევს და ისიც მექანიკურად ნებდება, ისე, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, უნდა თუ არა „ლავ სთორის” გასერიოზულება.

– ეს მამაკაცების უპასუხისმგებლობაზე არ მიუთითებს?

– შეიძლება, მიუთითებს კიდეც. აბა, მე რატომ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში? სწორედ მაგას ვჩივი, რომ ზოგჯერ ვერც საჭირო პასუხისმგებლობას ვიჩენთ და ვერც წინდახედულებას – გვჯობნის ის „რაღაც”. რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ, ფაქტებს ვერსად წაუხვალთ – ქალის მიერ გამოჭერილი მამაკაცების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით, თუმცა, „შეუიარაღებელი” თვალით ასე არ ჩანს.

– კიდევ რა შეიძლება ქალს კაცისგან უნდოდეს?

– თქვენც ხომ იცით? – ფული, უზრუნველყოფილი ცხოვრება, სექსი... რაც ზოგჯერ მარტო სექსი არც არის ხოლმე, კაცებს კი ჰგონიათ, რა მაგარი ტიპი ვარ, დაფეთდნენ ჩემზეო. მე ასე არ ვიფიქრე, მაგრამ, აღარც არაფერი დამაკლდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საერთოდ არაფერზე მიფიქრია. დრო არ დამიტოვეს ამისთვის. მანამდე კი დიდად არ მომწონდა და არ მივესალმებოდი იმ გოგოს ჩვენს ოჯახში სიარულს.

– რატომ? აკი მასში საფრთხეს ვერ ხედავდით?

– რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არ იყო ეს სასურველი, თუნდაც იმიტომ, რომ მეტისმეტად თამამად და გამომწვევად იცვამდა – თვალში მოსახვედრად გამომწვევად. მართალია, ჩემკენ საერთოდ არ იყურებოდა, მაგრამ, ჩემი შვილი პატარა იყო ღამის კლუბებში სარბენად. დავაპირე კიდეც, ჩემი ცოლისთვის მეთქვა, რამენაირად შეზღუდე მათი მეგობრობა-მეთქი, მაგრამ, ბოლო წუთს თავი შევიკავე, თუმცა, მეც არ ვიცი, რატომ. ახლა უკვე გვიანია, იმის ვარაუდი, რა იქნებოდა, ცოლისთვის ეჭვი რომ ჩამენერგა გულში, მაგრამ, შეიძლება, უარესიც მომხდარიყო. ეს იმისთანა „იგროკია,” ყველას დააჯერებდა, რომ ტყუილუბრალოდ სდებენ ბრალს. მოკლედ, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, სხვას ვის დავაბრალო. ვითომ თავს  ვირწმუნებდი, მაინც ჯერ კიდევ ბავშვია-მეთქი, მაგრამ, ამ „ბავშვმა“ ისეთები დამმართა?!. ჩემი შვილის დაბადების დღე რესტორანში აღვნიშნეთ. ისიც იქ ბრძანდებოდა, რა თქმა უნდა... ახლავე გეტყვით – არ ვყოფილვარ ნასვამი, არ დამილევია. ვიცოდი, ბავშვები მეყოლებოდნენ სახლებში ჩამოსარიგებელი და ვერ დავლიე. სიმთვრალეს ვერაფერს დავაბრალებ. ჩემმა შვილმა მთხოვა, იქნებ სახლში წაიყვანოო. შეყვარებულს უნდა მოეკითხა მისთვის და ვეღარ მოდისო. არ მესიამოვნა.

– გაწყვეტინებთ, მაგრამ, შეგიძლიათ, მითხრათ, რატომ არ გესიამოვნათ?

– არ ვიცი, ეს გაუცნობიერებელი განცდა იყო. არ მესიამოვნა და მორჩა. თქვენც ხომ გქონიათ ასეთი შემთხვევა?! მაგრამ, უარი არ მითქვამს... მანქანაში რომ ვსხდებოდით, ისევ უსიამოვნოდ გამკენწლა გულმა, მაგრამ, საკუთარ თავს ვუთხარი: რა უნდა მოხდეს? არაფერიც არ მოხდება. მივიყვან სახლში და ეგ იქნება-მეთქი.

– ანუ, თქვენ მაინც დაუშვით, რომ „რაღაც” შეიძლებოდა მომხდარიყო?

– როგორ გითხრათ... თუ თქვენ იმას გულისხმობთ, რომ მაინც ვფიქრობდი იმ „რაღაცაზე,” ეს ბუნებრივია. ნებისმიერი კაცი, თითქმის შიშველი „ნაშის” დანახვაზე, აუცილებლად იფიქრებს მაგ „რაღაცას”, მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს. ფიქრი ერთია, მოქმედება – მეორე. ხომ გაგიგიათ – ფიქრისთვის არ ასამართლებენ. მე, თუ დამიჯერებთ, საერთოდ არ მიაქტიურია. არც იმ პირველად და არც მეორედ. მანქანაში ჯერ წყნარად იჯდა. თავი სავარძლის საზურგეზე ედო, თვალები დაეხუჭა და რაღაცას ღიღინებდა თუ უსტვენდა. კისერგაშეშებული ვიჯექი, რომ თვალი მისი სიშიშვლეებისკენ არ გამქცეოდა. უცებ მითხრა, მანქანა გააჩერეო. ცუდად ხარ-მეთქი? – ვკითხე და მანქანა გზიდან გადავიყვანე. ჰო, ცუდად ვარ და სადმე ჩაუხვიე, წამალი უნდა დავლიოო. მექანიკურად ის გავაკეთე, რაც მითხრა. ცოტა შემეშინდა, თუმცა, ცუდად მყოფს არ ჰგავდა. როგორც კი მანქანა გავაჩერე, წელს ზემოთ საერთოდ გაიხადა. რას აკეთებ-მეთქი, – გავგიჟდი. ნუ გეშინია, პატარა არ ვარ და სიტუაციას ვაკონტროლებ. ცოტა გავერთოთ, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, ვუყვირე. ჯერ არა, ერთად გავგიჟდეთო. წინააღმდეგობის გაწევას ვაპირებდი, მაგრამ, კალთაში ჩამიჯდა, შიშველი მკერდი სახეზე მომადო და შარვალი გამიხსნა. აქ კი უკვე კონტროლი დავკარგე. აშკარად იცოდა გოგომ თავისი საქმე – გაშტერებული და გაოგნებული დამტოვა. თავში ნამდვილი ტაიფუნი მქონდა. ერთ მომენტში კი გონება საერთოდ გამეთიშა. თვითონ ნასიამოვნები და კმაყოფილი იღიმებოდა. რა, არ მოგეწონაო? – მკითხა. მოწონებით როგორ არ მომეწონა, მაგრამ, მაშინვე შემზიზღდა საკუთარი თავი – ეს რა ჩავიდინე-მეთქი. სახლში რომ მივიყვანე, მანქანიდან გადავიდა და, კიდევ გამიმეორა: ნუ გეშინია, ეს მარტო ჩვენ ორს გვეხება, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. იმ საღამოს მერე ცხოვრება გამიმწარდა. მომხდარის დავიწყებას ვცდილობდი და არაფერი გამომდიოდა.

– თქვენთან ვიზიტები შეწყვიტა?

– არა, მაგრამ, თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარა. ძალიან მაგრად თამაშობდა. თვითონ აშკარად ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მე კი ვიტანჯებოდი. ერთხელ დამიმარტოხელა და მითხრა, ტყუილად ნერვიულობ. ეს მე თვითონაც მინდოდა. ძალიან სექსუალური მამაკაცი ყოფილხარო. როგორ ამომშხამდა მისი სიტყვები?! ვიფიქრე, ჩაიარა ამ ამბავმა და იქნებ ცოტა შვებით ამოვისუნთქო-მეთქი, მაგრამ, თურმე, ჯერ სადა ხარ. ერთხელ ავად გავხდი. გრიპივით მქონდა სიცხე, ხველა და სახლში ვიწექი. არ მომადგა?! ნუნუკამ (ჩემმა შვილმა) მითხრა, ავად ყოფილხარ და მოვედი, რომ დედასავით მოგიაროო. ვაგდებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. გაიხადა და პირდაპირ საწოლში ჩამიხტა. ლოგინიდან გადმოთრევას ვუპირებდი, ის კი ისე შემომეხვია და ისეთი რაღაცეები აკეთა, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა ასეთ „თავდასხმას”. მეორე დღესაც მობრძანდა, მესამე დღესაც... დილით მოდიოდა, როცა სახლში ჩემ გარდა არავინ იყო. წინააღმდეგობას უკვე აღარ ვუწევდი, იმპულსურად, რობოტივით ვმოქმედებდი. მერე კი უცებ გაქრა. საკუთარ თავს ვლანძღავდი – როგორ ვერ მოვახერხე ჩემი ემოციების გაკონტროლება-მეთქი. თან, ჩემს ცოლსა და შვილს ვაკვირდებოდი, რამე ხომ არ იციან-მეთქი. როცა ცოტა დავმშვიდდი, მაშინ გამომეცხადა – სამსახურში მომაკითხა. ოფისიდან გამოსულს, კართან დამხვდა. მაშინვე ვუთხარი: მორჩა, ჩვენ შორის აღარაფერი იქნება-მეთქი. გაიცინა – რა თქმა უნდა, აღარაფერი იქნება, მაგრამ, ჯერ სიამოვნებისთვის უნდა გადაიხადოო: ანგარიშები გავასწოროთ, ბიძია, თორემ, ყველა გაიგებს, როგორ იძალავე ჩემზე, შვილის დაბადების დღიდან სახლში რომ მიგყავდიო. შვილის ტოლ გოგოზე სექსუალური ძალადობა განახორციელე და ეს ადვილად არ ჩაივლის, ამის გარანტიას გაძლევო. მაგრამ, თუ ჭკვიანად იქნები და არ იძუნწებ, გულითად მეგობრებად დავრჩებით და, იქნებ, ზოგჯერ გასიამოვნო კიდეცო. იცით, რა დამემართა? მივხვდი, როგორ ხდებიან მკვლელები. სიამოვნებით მივახრჩობდი ამ პატარა ბოზს და არც ვინანებდი. ხომ შემატყო, კბილებით გაგლეჯას რომ ვუპირებდი, გგონიათ, შეეშინდა? თითი დამიქნია: აბა, აბა, სისულელე არ გააკეთო. არ გამიჭირდება, ყველა და, უპირველესად, შენი ცოლი დავარწმუნო, სექსუალური მანიაკი და აღვირახსნილი რომ ხარო, მობილური ტელეფონის დიქტოფონი ჩამირთო და ჩემივე ხმა მომასმენინა. მასთან ინტიმური სიახლოვის დროს ჩაუწერია.  როდის მოასწრო...

– ფულს გთხოვდათ?

– რა თქმა უნდა! ჩემგან მარტო ეს უნდოდა. მითხრა კიდეც, შენი თავი მართლა სუპერმენი ხომ არ გგონია. არაფერს არ წარმოადგენ, ერთი „აზაბოჩენი” ბიძა ხარ და გაგანადგურებ, თუ არ გადაიხდიო.

– და, გადაიხადეთ?

– პირველი შოკი ძალიან ძლიერი იყო. ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ ფული მიმეცა ამ მოძალადისთვის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ფიზიკურადაც იმან იძალავა ჩემზე და მერე ფსიქოლოგიური ზეწოლა განაგრძო. ვიცი, ცოტა უხერხულად ჟღერს ჩემი ეს სიტყვები. მეტყვით, მანქანიდან უნდა გადაგეგდოთ და ტაქსიში ჩაგესვათო. გეთანხმებით, ზუსტად ასე უნდა მოვქცეულიყავი. აბა, რას ვამბობდი ჩვენი საუბრის დასაწყისში, ჩემი სისულელით გავები მახეში-მეთქი?! ასე ემართება კაცს, რომელიც საკუთარ ინსტინქტებს ვერ აკონტროლებს და, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვერ აკონტროლებს, ძალიან ბევრი. აჰყვები საკუთარ ინსტინქტს და, აუცილებლად „გაიჩალიჩებ” მაგარ შარს. სამჯერ გამომგლიჯა სოლიდური თანხა შანტაჟით. პირველად შედარებით ცოტა მოითხოვა. მეორედ და მესამედ მადა ნელ-ნელა გაუძლიერდა და მოუმატა. მივხვდი, რომ ჩემი სახით მეწველი ძროხა იშოვა და აღარ გაჩერდებოდა. იძულებული გავხდი, ყველაფერი ცოლისთვის მომეყოლა.

– გარისკეთ?

– ჰო, გავრისკე. არანაირი გარანტია არ მქონდა, რომ ცოლი გამიგებდა და მაპატიებდა. გარანტია კი არა, იმედიც არ მქონდა. მუხლებზე დაჩოქილი ვიდექი და ისე ვემუდარებოდი, როგორმე შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას-მეთქი. იტირა, მაგრამ, სკანდალი არ მოუწყვია. მესამე თვეა, ჩემ გვერდით არ წვება, მაგრამ, მაპატია. ჩემმა შვილმა არაფერი იცის. ამბობს, ურთიერთობაში კრიზისი ყველა ცოლ-ქმარს აქვს და გაგივლითო. მე ძალიან განვიცდი, ჩემს ცოლს ასე რომ ვატკინე, მაგრამ, მე უარეს დღეში ვარ. ზოგჯერ ისე ვცოფდები საკუთარ თავზე, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო.

– მოძალადე როგორ მოიშორეთ? უთხარით, ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცისო?

– მე არ შევხვედრივარ, ჩემმა ცოლმა ნახა. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ, აღარ გამოჩენილა. მოკლედ, კაცს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ვიდრე ჰქონია. ქალი კი გაცილებით საშიში ვინმეა, ვიდრე გვგონია. მნიშვნელობა არა აქვს მის ასაკს. მოინდომებს? – მიაღწევს თავისას. ამიტომ, კაცი რომ ხარ, საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეგეძლოს.

 

 

скачать dle 11.3